გთავაზობთ ერთი ვეტერინარის მიერ მოყოლილ ამბავს:
„როდესაც ვეტერინარი ვიყავი, უნდა გამომეკვლია ათი წლის ირლანდიური ვოლკოდავი, სახელად ბელკერი. ძაღლის მფლობელები: რონი, ლიზა და პატარა შეინი ,ძალიან შეეჩვივნენ ბელკერს და სასწაულის იმედი ჰქონდათ.
მე გავსინჯე ბელკერი და მივხვდი, ის კვდებოდა. ოჯახს ვუთხარი, რომ სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია მისი გადარჩენისათვის და შევთავაზე მოხუცი ძაღლისთვის თავიანთ სახლში ჩაეტარებინათ ევთანაზია.
როდესაც ყველაფერი მზად იყო, რონიმ და ლიზამ მითხრეს, რომ ექვსი წლის შეინისთვის კარგი იქნება ამ პროცედურაზე დასწრება,რადგან შეინს ამ გამოცდილებიდან რაღაცის სწავლა შეეძლო…
პროცედურის ჩატარების დღეს, შეინი ბოლოჯერ აჭმევდა ძაღლს და საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა. მე გავოცდი იმით, რომ პატარა ბავშვს ესმოდა, იმის რაც ხდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ , ბელკერმა უკანასკნელად ამოისუნთქა.
პატარა ბიჭმა , ძაღლის გარდაცვალება მარტივად გადაიტანა . ბელკერის სიკვდილის შემდეგ ,დიდხანს ვლაპარაკობდით იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ ცხოველების სიცოცხლე ადამიანების სიცოცხლეზე ხანმოკლეა. შეინმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვისმენდა, უცებ თქვა: „მე ვიცი რატომ.“
ყველანი უცებ მის მხარეს შევტრიალდით .
„ადამიანები იბადებიან, რათა ისწავლონ კარგი საქმის კეთება – მაგალითად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, ხომ სწორია?! ხოლო ძაღლებისთვის თავიდანვე ცნობილია , თუ რა უნდა გააკეთონ, ისინი ასრულებენ საკუთარ მისიას და შემდეგ გვტოვებენ.“
ძაღლი საუკეთესო მასწავლებელია, მისგან შეიძლება ვისწავლოთ რომ:
- როდესაც თქვენთვის საყვარელი ადამიანი სახლში ბრუნდება, აუცილებლად გავეშუროთ მის დასახვედრად;
- არასდროს არ გავუშვა შესაძლებლობა, ასიამოვნო საყვარელ ადამიანს;
- მიეცი ადამიანებს უფლება შეგეხონ;
- როდესაც ბედნიერები ვართ , ვიცეკვოთ;
- დავტკბეთ უბრალო გასეირნებით;
- არასდროს არ გვქონდეს პრეტენზია ვიყოთ ის, ვინც არ ვართ;
- როდესაც საყვარელი ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, ვიყოთ ჩუმად, მივუჯდეთ ახლოს და მოვეფეროთ.