Skip to content

შეხვედრა თოლია ჯონათან ლივინგსტონთან

ბავშვობიდან ვწერ – ასე დავიწყებდი წერას, ცნობილი მწერალი რომ ვიყო. მაგრამ ახლა ერთი უბრალო, ბალახებით სავსე ჩანთა მაქვს,რომელშიც სხვადასხვა ამბებს ვინახავ.დღეს ზღვის და თოლიების ამბებს მოგიყვები.ძალიან მინდა მოგეწონოს,რადგან, მართალია, მწერალი არ ვარ, მაგრამ, როდესაც წერას ვიწყებ, ყოველთვის შენ მახსენდები, ჩემო მკითხველო.

ზაფხულია.სხვადასხვა ქვეყნების და ოკეანეების მონახულების დრო გრძელდება.მე კი არასდროს მინახავს ზღვა.მე არასდროს მომისმენია მისი ისტორია და ჩემი ამბები მაქვს.მერიდება ამის აღიარება, მაგრამ მე არასდროს მინახავს ლურჯი ზღვის ტალღა,არ გამივლია ქვიშიან სანაპიროზე და არანაირი კოქტეილი არ დამილევია. იქ, ცაში, ამბობენ,რომ ღმერთმა ყველაფერი მოგვცა ადამიანებს: ცა, მზე, ვარსკვლავები. ჩვენ კი არ დავფრინავთ კოსმოსში და არ ვმეგობრობთ ზღვაში თევზებთან. წერა შევწყვიტე, რადგან არ მინდა გამოგონილი იყოს ჩემი გრძნობები. ამიტომ გადავწყვიტე, გაგრძელება მხოლოდ მაშინ დავწერო, როცა ნამდვილად შევხვდები ადამიანებს ზღვის ქალაქიდან.

**** ჩემი მეუღლე,რომელმაც იცის, რომ პოსტს მოგზაურობის შესახებ ვწერ, სიურპრიზს მიწყობს.ახლა ჩვენი მანქანა დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე მიჰქრის. რომელ საათზეც არ უნდა ჩავიდე, ვიცი, ზღვა არსად წავა. ვღელავ.

ადამიანს ყველაზე კარგად ბავშვობაში ესმის წაკითხული წიგნის შინაარსი.მე მიყვარდა კითხვა და მას შემდეგ, რაც ხელში ჩამივარდა რიჩარდ ბახის “თოლია ჯონათან ლივინგსტონი”, დავიწყე ზღვაზე ფიქრი. მაინტერესებდა,როგორ ისწავლეს თოლიებმა ცაში ფრენა და ვნატრობდი, პირადად გამეცნო თოლია ჯონათანი.დიდი დრო დასჭირდა ქაღალდის ნავის გაკეთებას. ვიცი, თოლიებს აქვთ დიდი ყვითელი ნისკარტი და მოწყენილი თვალები.უყვართ ზღვა და თევზები.დანარჩენს თოლია ჯონათანი მოგვიყვება… 4 საათია ვმგზავრობთ.მალე ჰორიზონტი გამოჩნდება.ვიცი, იქ დამხვდება ზღვა, რომელიც მიყვარს, რომელსაც ყავს თოლიები და თევზები, აქვს კენჭები და ნიჟარები, და გვჩუქნის საოცარ კანის ფერს,რომლითაც ადამიანები მთელი წელი იწონებენ თავს.ზღვა იმას გასცემს, რაც აქვს. ამიტომ არის ხშირად მშვიდი და უფრო ხშირად – ბობოქარი.მანქანიდან ჩამოვდივარ,სანაპირო სავსეა დამსვენებლებით.

ერთი კვირა გავატარე ზღვის ქალაქში და ისევ ჩემს ფიქრებს ვუსმენდი, ისევ ჩემი ამბები მქონდა.ლამაზი ყოფილა ზღვა.ვუყურებდი და ვფიქრობდი,რომ შეიძლება ადრე ზღვაში ვცხოვრობდი და გრძნეულის სული მქონდა.ზღვამ ბევრი სხვა წარმოსახვა გააღვივა ჩემში.ბევრი ახალი ოცნება გამოვიგონე. მაგრამ მივხვდი, ადამიანმა შეიძლება ყველგან განიცადოს მთავარი.გული უნდა გქონდეს სავსე სიყვარულით და მერე ასეთი გულით ყველგან შეგიძლია წახვიდე,ყველა ფერს ასე უკეთ შეიცნობ.ადამიანმა,რომელმაც ოცნება ამისრულა და ზღვაზე ჩამომიყვანა, მთელი გულით შემიყვარა ისეთი ,როგორიც ვარ,ყოველგვარი გამოძიების გარეშე.მე ვფიქრობ,რომ არ შეიძლება მზის ამოსვლას მარტომ უყურო. ,,ეს განცდა უნდა გაუზიარო მას, ვინც გიყვარს. სწორედ ასე დაგამახსოვრდება ცხოვრება. არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება ჭამის, ჩხუბისა და გუნდში პირველობის გარდა” – ეს სიტყვები ჯონათან ლივინგსტონს ეკუთვნის… ის არის განსხვავებული აზროვნებით დაჯილდოებული თოლია. ჯონათანს თავისუფლება სურს და ამისთვის სწრაფი ტემპით ფრენას სწავლობს. ამ ფრინველში ყველა თქვენგანი იპოვის საკუთარ თავს, თუ, რა თქმა უნდა, გსურთ შეცვალოთ გარემო, რომელშიც ცხოვრობთ.ერთხელ მაინც გიცდიათ ყოფილიყავით თავისუფალი და ასულიყავით ყველაზე მაღალ მთაზე?გადმოგიხედავთ ტყეებისა და მწვერვალებისთვის მაღლიდან და გიფიქრიათ,რომ სწორედ ეს არის თავისუფლება? წიგნის წაკითხვის შედეგ დარწმუნდებით, რომ თუ შრომა გიყვარს,ყველაფერი გამოვა.განსაკუთრებული ჯონათანის დახმარებით, თოლიებს ახლა შეუძლიათ თამამად გადაცურონ ოკეანე. ისინი მამაცი მეზღვაურები გახდნენ.

სანაპიროზე არც ისე ადვილია ფეხშიშველი სიარული,რადგან ნაპირი სავსეა უზარმაზარი ქვებით.ზღვას აქვს თავისი ხასიათი,რომელსაც თითოეული ადამიანი თავისებურად სწავლობს. დღეს აღელდა. შიშმა შემიპყრო,მაგრამ რეალობა სწორედ ასეთია.ის ყოველთვის არ არის კამკამა და მშვიდი.ზღვა ბობოქრობს,როცა ბუნებას ასე სურს. ზღვაზე ოდითგან მოდიან ღმერთები და ყველაფერს უგდებენ ყურს,ხატავენ ტალღებს, გარშემო მთებს,ღამით ვარსკვლავებს ცაზე და მთვარეს,რადგან, თუ ერთფეროვნებაში ხარ ჩაფლული, ეს შეუმჩნეველი გრჩება. იმიტომ ჭირდება ახალი საღებავი ხეებს და ზღვებს, რომ უფრო მეტად კაშკაშა და შესამჩნევი იყოს.ღმერთი კი ადამიანთა გულებში ყოველთვის წერს ლამაზ აზრებს და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უბრალოდ, გვინდოდეს, რომ აღმოვაჩინოთ და შევიყვაროთ ეს ყველაფერი ერთმანეთში.