Skip to content

შეიყვარე საკუთარი თავი: შთამაგონებელი ჩანაწერი დღიურში თვითმოტივაციისთვის!

შენ ძალიან გჭირდება საკუთარი თავის სიყვარული და იმის გააზრება, რომ შენ ნამდვილად იმსახურებ იმას, რაც შენს გულს აიძულებს გამალებით იძგეროს, რაც მძინარეს ღიმილს გფენს სახეზე, რის გარეშე ყოფნაც მოსვენებას გიკარგავს…

შენ იმსახურებ! იყო ისეთი, როგორიც ხარ შინაგანად, ნამდვილი, ბედნიერი, სრულყოფილი, მაგრამ შენ არ შეგიძლია მიღება. შენი ქვეცნობიერი თვლის, რომ შენ არ იმსახურებ ბედნიერებას. სწორედ ამიტომ თითქოს, შენ თავადგე განიზიდავ შენთვის სასურველს.

იქნებ, ზოგჯერ გგონია, რომ ყველას წინაშე ვალდებული ხარ და ეს გკლავს… რას იტყვიან, როგორად ჩაგთვლიან, რას იფიქრებენ ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად ხვდები ან შენთან ცხოვრობენ, თუკი საკუთარ გულს მოუსმენ და გაყვები??? დაიტანჯებიან, შეგიძულებენ, უარგყოფენ თუ მიგიღებენ?!

ცხადია, მათთვის არ არის ადვილი მიგიღონ ისეთად, როგორიც ხარ, რადგან ისინი საკუთარ თავსაც კი ვერ ღებულობენ, ამიტომ მათთვის საშინლად გაუგებარი და აუტანელი იქნება, რა გეტაკა, რომ უეცრად გადაწყვიტე შიშის აჩრდილებისგან გათავისუფლება და გულის ხმის მიყოლა…

ისინი გიწყებენ ბრძოლას ან რჩევა-დარიგებას, მანიპულირებას, რომ იყო ისევ ისეთი, როგორსაც ისინი მიგეჩვიენ მაგრამ თუკი ერთხელ გაუგებ გემოს გულისხმას, ნამდვილ ხმას, ვერაფერი დაგაყრუებს…

ნუ ელი თანაგრძნობას, უბრალოდ, ადექი და გაიმარჯვე!!!

როდესაც გაიმარჯვებ, აღარავის გაახსენდება, თუ როგორ გესროდა ტალახს დიდი ენთუზიაზმით!!!
იბრძოლე ბოლომდე!!!

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი