Skip to content

ქალებს ნებისმიერ საქმიანობაში შეუძლიათ იყვნენ წარმატებული ადამიანები

რამდენიმე თვის წინ ფეისბუქზე  ძალიან  საინტერესო კლუბში  გავწევრიანი და  შევუერთდი  იმ დედების ჯგუფს,რომლებთაც „დღე და ღამე არ ძინავთ“, რადგან პატარების აღზრდით არიან  დაკავებული. დედობა  მოგეხსენებათ რთული  საქმიანობაა. ბავშვის აღზრდა   24 საათიან შრომას გულისხმობს და დროის ამ მონაკვეთში  თავისუფალ დროს თუ  გამონახავენ  დედები ჯგუფში შემოდიან და თავიანთ განცდებს უზიარებენ ერთმანეთს. მოკლედ განსატვირთად და ერთმანეთისთვის რჩევევა-დარიგების  მისაცემად  ძალიან საინტერესო ჯგუფია. გუშინ ჯგუფში ერთ-ერთმა მომხმარებელმა  დაპოსტა, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს ოჯახში. ბავშვების  აღზრდა, საოჯახო საქმეები, სამზარეულო, სამრეცხაო, ყველგან მისი ხელია საჭირო და  მას ფიქრისთვისაც კი არ რჩება დრო. არაფერს ამბობს სამსახურსა და კარიერაზე. ამიტომ მიუხედავად იმისა,რომ ის ბოლომდე იხარჯება ოჯახში მაინც  აწუხებს  უკმაყოფილების გრძნობა, რადგან  არ მუშაობს და ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას. დედების უმრავლესობა რომლებმაც მის პოსტზე კომენატრები დატოვეს, თვლიან  რომ მან   აუცილებლად უნდა იმუშაოს. უნდა ჰქონოდა საკუთარი  საქმე და ეს აუცილებელია, მაგრამ   ჯგუფის  ზოგიერთი წევრი მიიჩნევეს,რომ ის  აუცილებლად სახლში უნდა იჯდეს  და მხოლოდ ბავშვების აღზრდით  დაკავდეს. ცოტა არ იყოს გამაკვირვა მოწოდების ასეთ სიმაღლეზე მყოფმა დედებმა, დამაინტერესა ამ საკითხმა და გადავწყვიტე დავწერო პოსტი,რომელშიც მკაფიოდ ჩამოვაყალიბებ  ჩემს მოსაზრებებს.

    ქალმა  რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მიხედოს ოჯახს,მეუღლეს, შვილებს, მაგრამ  ძალიან კარგი იქნება,  თუ ამ ყველაფრის პარარელურად მას  ექნება  საკუთარი საქმე.ქალი უნდა გრძნობდეს,რომ  ოჯახის გარეთაც შეუძლია  საქმიანობა  და რომ საზოგადოებას ის ჭირდება როგორც  თავისი საქმის მცოდნე,თავდაჯერებული და წარმატებული ადამიანი. ყველა ქალს,ვისაც ამის სურვილი აქვს უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე,რომელიც  ყოველდღე თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას.  ქალს,რომელსაც ყავს შვილები და ვერ ახერხებს აიყვანოს დამხმარე, შეუძლია გახსნას  სახლში პატარა სახელოსნო,სადაც შეკერავს ან  უბრალოდ გადააკეთებს ტანსაცმელს. შეიძლება მოამზადოს ბავშვები უცხო ენაში. თუ  მხატვარია, შეუძლია სახლში იმუშაოს და გადმოიტანოს საკუთარი სულიერი სამყარო ნახატებში.   ქალმა აუცილებლად უნდა გააკეთოს ის რაც კარგად გამოსდის,უყვარს და მოსწონს.  თუ კულინარიის კარგი მცოდნეა შეუძლია  ნამცხვრები გამოაცხოს და  რომელიმე   „მარკეტს „ ჩააბაროს.  სახლში დამზადებულ ნამცხვრებს, დღემდე ხომ განსაკუთრებული  გემო აქვს. შეუძლია   თავად გახსნას ყავის პატარა  სახლი. ათას რამეს მოიფიქრებს ადამიანი თუ გადაწყვეტს,რომ გახდეს წარმატებული.  მოკლედ უნდა  მოინდომო  და  იპოვო გამოსავალი,თუ როგორ მოუარო ოჯახს და ამასთანავე ჰქონდეს შენი საყვარელი საქმე.  პირველ რიგში კი ამისათვის  აუცილებელია მონდომება და საკუთარი თავის რწმენა.

    მახსოვს ერთი პერიოდი,როდესაც სამსახურის გარეშე დავრჩი და  გარშემომყოფები ხშირად მეკითხებოდნენ  ვმუშაობდი თუ არა,სახეზე სირცხვილისგან ალმური ამდიოდა.მერიდებოდა, იმის აღიარება,რომ მხოლოდ  დიასახლისი ვიყავი და სხვა საქმიანობით არ ვიყავი დაკავებული.შემდეგ მივხვდი სამსახური  ეს თავად  ჩემთვის  იყო  ძალიან მნიშვნელოვანი,რადგან  საკუთარ  IQ   იმის მიხედვით  ვაფასებდი ვიყავი თუ არა დასაქმებული .

       რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის-  დაგვყავს ისინი  სკოლაში,ვამეცადინებთ სხვადასხვა პედაგოგთან, შევასწავლით  მუსიკას, ცეკვას,ცურვას,მხატვრულ კითხვას, ერთ დროს  ზუსტად იგივეს აკეთებდნენ ჩვენი მშობლები ჩვენთვის, რადგან სურდათ  კარგი მომავალი გვქონოდა. ისინი ოცნებობდნენ,  გვეპოვა საკუთარი საქმე და  ვყოფილიყავით ჩვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალები. ამიტომ  თუ ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი თავის რეალიზებას,  არა მარტო ჩვენს თავს,  მშობლებსაც  იმედებს გავუცრუებთ. მათი მცდელობა გვქონოდა  წარმატებული კარიერა ფუჭი ოცნება  აღმოჩნდება.  და თუ ჩვენი შვილებიც მომავალში ,მხოლოდ  დიასახლისები იქნებიან სამყაროში დარჩება მხოლოდ სურვილები  და  ადამიანები ვერ მიაღწევენ   შედეგს. ვერ იშოვიან სამსახურს,ვერ აისრულებენ ოცნებებს და დარდით ექნებათ გული სავსე.   ამიტომ ჩვენმა   შრომამ  შედეგი,რომ გამოიღოს      და  მთელი  ცხოვრება დედებმა  და შვილებმა   მხოლოდ  ერთ  წრეზე  არ ვირბინოთ -( სკოლა,ცეკვა,ცურვა მუსიკა). საჭიროა ვიყოთ მონდომებულები,გამბედავები და  მშობლების მიერ ჩვენთვის გაწეული შრომა  – რეალურად დავაფასოთ. პროფესიული წინსვლა კი  უპირველს ყოფლისა ადამიანს თავად ჭირდება.ეს არის ის შინაგანი ენერგია ,რომელიც ადამიანს ავსებს ბედნიერებით.როდესაც საყვარელ საქმეს ასრულებ,შენ კმაყოფილებას გრძნობ.გულის სიღრმეში ფიქრობ,რომ  ძალიან მაგარი ვინმე ხარ.

  არა აქვს მნიშვნელობა    გახდები ბალერინა,  იურისტი,ექიმი,პედაგოგი თუ   იუველირი. მთავარია იპოვო საკუთარი თავი და აღმოაჩინო შენი საყვარელი საქმე. რადგან შვილებმა შენი პირადი მაგალითით ისწავლონ,როგორ იპოვონ საკუთარი ადგილი ცხოვრების გძელ და დაბრკოლებებით სავსე სამყაროში. სხვათაშორის გუშინ  როგორც მარკეტინგის და პიარის მენეჯერი მიმიწვიეს ერთ-ერთ ცნობილი ბრენდის „ აქვამარიას „ სამკაულების პრეზენტაციაზე ,სადაც აღმოვაჩინე,რომ ასეთი გასაოცარი  ძვირფასი ნამუშევრების ავტორები,მხოლოდ ქალები არიან. ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისაგან სამკაულების დამზადება ძალიან საინტერესო საქმეა, ქალბატონებს კი ყოველთვის  შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი სულის  სინაზე და სიძლიერე ხელოვნების არა მარტო ამ დარგში ,არამედ  ნებისმიერ საქმიანობაში.ასე რომ  ძვირფასო დედებო და ქალბატონებო,გისურვებთ წარმატებებს.