მოგეხსენებათ ომს ბევრი საშინელება მოაქვს: ტერიტორიების, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, ომს თან სდევს შიში, ქაოსი, შიმშილი და ყველაფერი უბედურება… ბევრი ომი უნახავს ადამიანის თვალს, ბევრი დავიწყებას მისცა, დროს გაატანა, მაგრამ ყველა არა, მეორე მსოფლიო ომი, ეს იყო პერიოდი, რომელსაც მსოფლიო ვერ ივიწყებს, არა მარტო იმიტომ, რომ დაიკარგა ტერიტორიები, იყო შიში, შიმშილი , არამედ იმიტომ, რომ სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა „საკონცენტრაციო ბანაკები“- ჯოჯოხეთი დედამიწაზე, ჯოჯოხეთი – ადამიანების ხელით შექმნილი.
გაიცანით გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰაინრიხ ჰიმლერი, რომლის მეთაურობითაც აშენდა პირველი „საკონცენტრაციო ბანაკი“ , მშენებლობა მალევე დასრულდა და მალევე გაჩნდნენ პირველი ბინადრები, რომელთა სიცოცხლეც ტრაგიკულად დასრულდა.
„სიკვდილის ბანაკის“ სახელითაა ცნობილი „ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკი“ , რომელიც ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. „ოსვენციმის“ საკონცენტრაციო ბანაკმა კი 1945 წლამდე იარსება, იღუპებოდნენ ადამიანები, ბავშვები, ალბათ, რამდენი რამის თქმა სურდათ მათ, როგორ ტკიოდათ, როგორ ეშინოდათ, მსოფლიომ ვერ იხსნა ისინი, მათ ყველა იმედი გარეთ დატოვეს, მათ მძიმე სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს ერთ-ერთ საკონცენტარციო ბანაკის კედელზე დაწერილი სიტყვები: „ღმერთი თუ არსებობს უნდა შემევედროს, რომ ვაპატიო“….
დღესდღეობით,საბედნიეროდ,ქვეყნის ლიდერები თანხმდებიან თანამშრომლობაზე და მშვიდობის მომხრენი არიან.
მოამზადა: მარიამ ნებიერიძემ