თუ ქალებს სურთ მშვენიერნი იყვნენ მხოლოდ თავისთვის და თავად მოსწონდეთ საკუთარი თავი,რაღა თქმა უნდა ნება აქვთ საკუთარი გემოვნების მიხედვით მოიპრანჭნონ და მოიკაზმონ. მაგრამ თუ სურთ,რომ მამაკაცებს მოსწონდეთ და ფერუმარილით სწორედ ამიტომ ითხუპნებიან, ვუცხადებ მამაკაცების სახელით:
მამაკაცებს ისევე ეზიზღებათ ქალის შეთხუპნული სახე,როგორც ჩადმული კბილის პროტეზი. ჩვენ ვგმობთ და ვკიცხავთ ყოველგვარ ხელოვნურობას,რითაც ქალები თავს იმახინჯებენ. ამისთვის ღმერთი კი არ დაგვსჯის, არამედ დაგვლოცავს,რამეთუ ეს ერთადერთი და უებარი მალამო გახლავთ ასეთ ქალთა განსაკურნებლად.
ქალებს ბუნებრივად,რომ დაჰყოლოდათ ისეთი პირისახე,როგორიც ხელოვნური შეთითხნის შედეგად აქვთ, ისეთები,რომ ყოფილიყვნენ,როგორებით თავად იხატებიან და ინიღბებიან , ვეღარაფერი ანუგეშებდათ.
ჟან დე ლა ბრუიერი