Skip to content

ქალი და წარმატება

პესიმისტი კაცი ფიქრობს,რომ ყველა ქალი ცუდია. ოპტიმისტ კაცს კი იმედი აქვს, რომ ეს ასე არ არის. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, მე ალბათ მეტისმეტად ოპტიმისტი ვარ,რადგან ვფიქრობ, რომ ქალი უბრალოდ გენიალური ქმნილებაა.
ქალი და წარმატება 
 
,,სამყაროს შექმის ბოლო დღე იყო – 8 მარტი. ღმერთი ყველაფრის შექმნას მორჩა,მხოლოდ ქალი უნდა შეექმნა კაცის ნეკნისაგან. ფიქრისაგან დაღლილ ღმერთს ანგელოზი მიუახლოვდა და ჰკითხა: ღმერთო რატომ ფიქრობთ ამდენს ქალის შექმნაზე?  ღმერთმა უპასუხა: მე მარტო ქალს არ ვქმნი. მე დღეს ქალი,დედა და მამაკაცის ცხოვრების თანამგზავრი მინდა შევქმნა“.
 ალბათ ეს პატარა მითიური მონათხრობი კარგად გამოხატავს ქალის უდიდეს მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალი არამარტო ახალ სიცოცხლეს ბადებს,არამედ მოაქვს ბედნიერება დ სიხარული,ქმნის იდეალებს და მამაკაცს ეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მიღწევაში.
ამ ყველაფრის მიუხედავად არცერთი ადამიანისათვის და მითუმეტეს ქალისათვის არ არის ცხოვრება იოლი. იქიდან გამომდინარე,რომ უამრავი მოვალეობა აკისრია მას ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვა უწევს რათა წარმატებას მიაღწიოს. 

 ქალის მიზანია : 
  • იყოს კარგი დედა
  • იყოს ღირსეული მეუღლე
  • წარმატებას მიაღწიოს კარიერაში. 

 

არც ისე ადვილი გამოწვევებია არა? და როგორ უნდა მიაღწიოთ ამ ყველაფერში წარმატებას? არც ესაა ნამდვილად  იოლი კითხვა,მაგრამ მაინც შევეცდები პასუხი გავცე.



ყველა ქალს შეუძლია წარმატების მიღწევა ყველა სფეროში,თუმცა იმისათვის,რომ წარმატებას მიაღწიოს ჯერ 3 ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს:

  1. არჩევანი – ცხოვრების თანამგზავრი ( აირჩიოს ან საერთოდ ყავდეს თუ არა?
  2. არჩევანი –  იყოლიოს თუ არა შვილი? 
  3.     არჩევანი – იმუშაოს თუ არა?

 

  ეს ჩამონათვალი ალბათ ყველაზე არის იმ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჩამონათვალი, რისი გაკეთებაც უწევს ქალს. ეს ის გადაწყვეტილებებია,რომელზედაც თქვენი წარმატება და ბედნიერება შენდება. 
 ალბათ იფიქრებთ,რომ გირჩევთ ძალიან ფრთხილად იყოთ ამ გადაწყვეტილების მიღებისას. მაგრამ არა, ბევრი სიფთხილე არაა საჭირო! რა არის აქ ბევრი საფიქრალი?  
იყავით პოზიტიურები და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა კომფორტული თუ არაკომფორტული,რათა  ეს პრობლემები დადებითად გადაჭრათ. დაიმახოვრეთ,რომ წარმატებული ქალი არის კარგი მეუღლე,ღირსეული დედა და კარიერაში წარმატებული პიროვნება. ასე რომ თქვენი წარმატების გზა სწორედ ამ 3 არჩევანის დადებითად გადაწყვეტიდან იწყება!
მას შემდეგ რაც ამ ყველაფერს დადებითად გადაწყვეტთ იფიქრეთ იმაზე თუ რა გჭირდებათ იმისათვის,რომ იყოთ,მაგალითად :
კარგი დედა : უყვარდეს შვილები,ბევრს ზრუნავდეს მათზე და ყველაფრის გაღება უნდა შეეძლოს მათთვის
ღირსეული მეუღლე : იყოს კარგი შვილების დედა, უნდა უყვარდეს ქმარი, იყოს ერთგული და პასუხიმგებლიანი
კარიერაში წარმატებული ქალი : უნდა იყოს ჭკვიანი,შრომისმოყვარე ,საქმიანი და მიზანდასახული
დამერწმუნეთ ყველა ქალს შეუძლია ამის გაკეთება . . .