ქალის გუშაგი სათნოებაა.
და სათნო მხოლოდ ის ქალია, ვისაც შიში არ აიძულებს ამას.
და ვინც შიშის გამოა ერთგული, იგი სულაც არ არის ერთგული.
როდესაც ადამიანს ციხეში ამწყვდევენ, ამით უფრო აღვიძებენ მასში თავისუფლების წყურვილს.. და თუ ქალს “ცხრაკლიტულში” გამოკეტავთ ამით უფრო უბიძგებთ ჩაიდინოს ის, რაც არ გსურთ.
ბევრად უფრო მეტს მიაღწევთ გულწრფელი სიყვარულის გამოხატვით, მოფერებითა და ალერსით.
რაც უფრო მეტად უფრთხილდებიან ნივთს, მით უფრო მომხიბვლელი და მაცდუნებელი სჩანს იგი. დაცვა – ქურდისათვის მხოლოდ მიპატიჟებაა..
თქვენთან ქალი იმდენ სიყვარულს და პატივისცემას, სითბოს და მზრუნველობას უნდა პოულობდეს, რომ იმის გაფიქრებაც კი არ სურდეს, რომ სხვაგან გაიხედოს..
ეს არის ამ პრობლემის ყველაზე გადაწყვეტის საუკეთესო გზა.