ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ წარმატება დიდ წილად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. ისინი არც კი ცდილობენ, საკუთარ თავში ეძებონ წარუმატებლობის მიზეზები, ელოდებიან სასწაულს, რომელიც არა და არ ხდება. წარმატებული ადამიანების მაგალითები გვიჩვენებს, რომ არსებობს კანონზომიერებები, კონკრეტული მიზეზები, რომელსაც თქვენ და მხოლოდ თქვენ განაპირობებთ.
გთავაზობთ ფსიქოლოგიურ 7 ფაქტორს, რომელიც თქვენ წინსვლას აფერხებს:
1. თქვენ მცირე დანაკარგი გაქვთ.
კომფორტულად გრძნობთ თავს თქვენს უფერულ ყოფაში, ისე, რომ არაფერს ცდილობთ. თქვენ გირჩევნიათ ისაუბროთ, რომ კარგი იქნებოდა ახალი უცხო ენის შესწავლა, იმის ნაცვლად, რომ შეისწავლოთ იგი. თქვენ ყველაფერს გადადებთ ან რთულ სამუშაოს მეორე დღეს შეასრულებთ. ვერ იტანთ საკუთარ სამსახურს, მაგრამ არ ცდილობთ, იშოვოთ ახალი.
ნაცვლად ერთ ადგილას გულხელდაკრეფილი დგომისა, შეაგროვეთ შეცდომები, გამოსცადეთ საკუთარი თავი, ისწავლეთ რაღაც ახალი.
როდესაც აგებთ, ისწავლეთ ამ წაგებისგან და შეცვალეთ საკუთარი გზა ისე, რომ ყოველთვის იაროთ წინ. ეს ლითონის გამკვრივების პროცესივითაა: გადიხართ ცეცხლში და უფრო მვკრივი ხდებით.
2. თქვენ გაღელვებთ გარშემომყოფთა აზრი.
თქვენ ითვალისწინებთ მათ აზრს, რადგან გეშინიათ იმის, თუ როგორ დაგინახავთ სამყარო. უფრო გაღელვებთ წვრილმანები, ვიდრე ქმედებები, რომლებიც ჩაიდინეთ. ფულს ხარჯავთ ახალ სამოსზე, მანქანაზე, ძვირადღირებულ საკვებზე და ბარის წვეულებებზე. ნაცვლად ამისა, დაინტერესდით საკუთარი თავით. თქვენ ცდილობთ მოექცეთ გარესამყაროს გავლენის ქვეშ, საჭირო კი არის მოიქცეთ ისე, რომ სამყარო თავად შეგესაბამებოდეთ.
განაგდეთ ყველა ეჭვი და აჩვენეთ სამყაროს თქვენი ნამდვილი სახე. გამოიმუშავეთ იმუნიტეტი გარშემო მყოფთა მოსაზრებების მიმართ, იცხოვრეთ იდეების გარემოცვაში და სანამ სხვები ეგუებიან ყოველდღიურობას, გამოიკვლიეთ რაიმე არაჩვეულებრივი.
3. თავს უფრო ჭკვიანად თვლით, ვიდრე სინამდვილეში ხართ.
თქვენ აკეთებთ ყველაფერი იგივენაირად, როგორც სხვები. სწავლობთ იგივეს, რასაც სხვები, კითხულობთ ყველაფერს სხვების მსგავსად.
ცოდნა არის არა იმაში, რასაც სწავლობ, არამედ იმაში, როგორ ცხოვრობ. ბანალური, სტანდარტული ცოდნით შეძლებთ გაუმკლავდეთ ამოცანებს,
რომლებიც თქვენს წინაშე ცხოვრებამ დასვა? ესაა ტესტები, რომელიც არ ფასდება ქულებით და პროცენტებით, არამედ მხოლოდ ერთი ნიშნით – გადარჩენით.
4. თქვენ არ კითხულობთ.
კითხულობთ მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია ან საერთოდ არაფერს. თქვენ ისტორიას მოსაწყენად თვლით, ხოლო ფილოსოფიას – სისულელედ. თქვენ გირჩევნიათ უყუროთ ტელეშოუს, ვიდრე რამე ახალი აღმოაჩინოთ, ვიდრე სცადოთ, გაიგოთ სხვა ადამიანის აზრები, გარესამყაროს უკეთ შეცნობის მიზნით.
თქვენ არ გინდათ აღიარება, რომ მსოფლიოს მთელი ძალა დამალულია მათ სიტყვებში, ვინც ჩვენამდე ცხოვრობდა.
ყველაფერი, რაც თქვენთვის აუცილებელია, შეგიძლიათ იპოვოთ უამრავ წიგნში, რომლებიც ახლა ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.
5. თქვენ არ ხართ რეალურად ცნობისმოყვარე.
თქვენ გებულობთ სიახლეებს მასმედიისგან და ამით ცდილობთ დაიკმაყოფილოთ ცნობიმოყვარეობა, გასცეთ პასუხი შეკითხვებს. მასმედიის აქვს თვისება, მოგწყვიტოთ ყველაზე მნიშვნელოვანს. გაგხადოთ ზედაპირულები, გადაგაჩვიოთ სიღრმისეულ ძიებას. მოდით საღამოს დაფიქრდით, რა დარჩა თქვენს მიერ დღის განმალობაში მასმედის საშუალებით მიღებული ინფომაციისაგან, აღმოაჩენთ რომ არაფერი, „ცნობისმოყვარეობის ყუთი“ უსარგებლო „ნაგვით“ არის სავსე.
6. არ სვამთ კითხვებს.
თქვენ ეჭვი არ გეპარებათ ავტორიტეტებში და არაფერს ეკითხებით საკუთარ თავს.
არ გესმით სწორად დასმული კითხვის, ასევე, განსხვავებული აზრის გამოხატვისა და მისი დაცვის მნიშვნელობა მათ წინაშე, ვინც არ გეთანხმებათ. თქვენ არ სვამთ შეკითხვებს რეალობასთან დაკავშირებით – ძალიან დაკავებული ხართ თვითგადარჩენით ამ ერთფეროვნებაში.
აუცილებელია სამყაროსთან საკუთარი კითხვების სტრუქტურულად ჩამოყალიბება.
7. წყობიდან გამოჰყავხართ სიმართლეს
აღიარეთ ფაქტი, რომ სინამდვილეში არაფერი იცით. შესაძლოა, ეს ინტერნეტ-სტატია უკვე გაცოფებთ, რადგან ვერ აგინაზღაურებთ ცხოვრებას, რომელიც უაზროდ გაფლანგეთ. თქვენ ცხოვრობთ ამაყად თავაწეული და არ გაინტერესებთ, რა ხდება ირგვლივ. ნეტარებთ არცოდნით რეალობისა, რომელიც თქვენთან ისე ახლოა, რომ თუკი ენას გამოყოფთ, შეიგრძნობთ სიმართლის „სასიამოვნო გემოს“.
მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით, რომ ერთადერთი, რაც ხელს გიშლით ნამდვილად შესანიშნავად აკეთოთ ყველაფერი, – ეს თქვენ თვითონ ხართ.