„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი” (სეგი) ფსიქოთერაპიისა და ფსიქო -კონსულტირების შესწავლის მსურველებს გიწვევთ ღია კარის დღეზე.
„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი” (სეგი) კავკასიის მასშტაბით, ფსიქოთერაპიის სფეროში, ევროპაში ინტეგრირებული პირველი პროფესიული ინსტიტუტია, რომელმაც ინსტიტუციურ დონეზე მიიღო საერთაშორისო აღიარება – მის კურსდამთავრებულებს (2016), პირველებს საქართველოსა და კავკასიაში, მიენიჭათ ევროპული EAGT აკრედიტაციები ფსიქოთერაპიის სფეროში (www.eagt.org). სეგი ახორციელებს ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგიური კონსულტირების სწავლებას EAGT სტანდარტის შესაბამისი პროგრამით. ინსტიტუტის ტრენერები არიან ევროპასა EAGT, EAP და აშშ-ში AAGT აკრედიტებული ტრენერები და ფსიქოთერაპევტები. კურსის კურატორია – EAGT სასწავლო სტანდარტების კომისიის თავჯდომარე – პროფ. ნურით ლევაი.
„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ ამზადებს საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალებს და უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ევროპაში აკრედიტებას საქართველოდან გაუსვლელად, რაც გულისხმობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობას და მიღებული პროფესიული ცენზის საერთაშორისო აღიარებას.
სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანით. კურსის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, პროგრამის მონაწილეები იწყებენ ფსიქოთერაპევტად/ფსიქოკონსულტანტად მუშაობას, საერთაშორისო დონის სუპერვიზორთან თანამშრომლობით.
ღონისძიების სპეციალური სტუმარია – იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდერ ლომაჩი.
დამსწრე საზოგადოებასთან შეხვედრაზე შედგება სეგი-ს EAGT საერთაშორისო სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია;
იტალიის გეშტალტ ინსტიტუტთან სპეციალისტებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის წარდგენა და თანამშრომლობის მემორანდუმის საზეიმო ხელმოწერა.
ღონისძიება გაიმართება მისამართზე:
პ.იაშვილის 22 (ლ. ასათიანის ქუჩის კვეთაზე, სოლოლაკში)
ოფისის ტელ:(+995 032) 292 03 36; 214 06 60
მობ.: 599 556 146; 555 433 343
www.gesatlt.ge
ელ-ფოსტა: [email protected]