რაღაც უცნაურ თამაშს ვთამაშობ, საფეხურებზე დამაყენეს და წინ მივიწევ… რამოდენიმე ნაბიჯი წინ და წამიერი შესვენების მერე ერთი ან ორი ნაბიჯი უკან, ისიც თუ გაგიმართლა, თუ არა და სამი-ოთხი საფეხურისთვისაც კი შეიძლება გაგიმეტონ…
არ იცი რომელ საფეხურზე რა დაგხვდება… არც ის იცი რომელი საფეხური იქნება დაბალი ან რომელი იქნება ძალიან მაღალი, შეიძლება საფეხური საერთოდ არც დაგხვდეს! და გადახტომა მოგიწიოს იმისთვის, რომ წინსვლა შესძლო… არა და ამ თამაშს ისე ვთამაშობ არავის უკითხავს მინდა, თუ არა საერთოდ თამაში… ფაქტია ვთამაშობ, ვცდილობ მეტით წავიწიო წინ და მეტი საფეხურის ავლა, თუ გავლა მოვასწრო… არა და კაცმა რომ მკითხოს თამაშის მოყვარული სულ არ ვარ… ფაქტი კი მტკიცეა – ვთამაშობ და მერე როგორ… არ ვინდობ საკუთარ თავსაც კი… ერთი ნაბიჯი წინ… ფრთხილად რა იცი… ან იქნებ ვინ იცის…
ავტორი: ლელა გულიშვილი