მოქმედება პირველი: მამა ესაუბრება შვილს
მამა: მსურს იმ გოგონაზე დაქორწინდე, რომელსაც მე გეტყვი;
შვილი: ეს ჩემი ცხოვრებაა და მე თვითონ ავირჩევ ვის მოვიყვან ცოლად ;
მამა: კარგი, მაგრამ ჩემი რჩეული ბილ გეითსის ქალიშვილია;
შვილი: აჰა,ამ შემთხვევაში თანახმა ვარ;
შემდეგი მოქმედება: მამა ხვდება ბილ გეითსს
მამა: მსურს ერთი ადამიანისათვის თქვენი შვილის ხელი ვითხოვო;
ბილ გეითსი: კი,მაგრამ ჩემი ქალიშვილი ძალიან ახალგაზრდაა;
მამა: მესმის,მაგრამ ეს ახალგაზრდა ბიჭი მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტია;
ბილ გეითსი: კარგით, მაშინ შევთანხდით;
შემდეგი მოქმედება: მამა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ხვდება
მამა: მსურს ერთ ახალგაზრდას გავუწიო რეკომენდაცია, მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობაზე;
ბანკის პრეზიდენტი: კი, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა დაგიჯეროთ და თან უკვე მყავს კომპეტენტური და პროფესიონალი ვიცე–პრეზიდენტი;
მამა: მესმის, მაგრამ ეს ახალგაზრდა ბიჭი ბილ გეითსის სიძეა;
ბანკის პრეზიდენტი: ძალიან კარგი, თავიდანვე ასე დაგეწყოთ;