“გამარჯობა.. რატომ ტირი? მოიშორე ეგ ცრემლი თვალიდან… რა თქვი? გატკინეს? ჰო.. მეც მატკინეს… არ გინდა ეგ ცრემლი! მეც მატკინეს, მაგრამ უკვე დავძლიე ეგ ტკივილი. გადაგიარეს? არაუშავს, მთავარია შენ არ გადაუარო სხვას. ახლა ადგომის დროა, უნდა ადგე და სიარული განაგრძო! ყველა ერთმანეთს ტკენს,მაგრამ ყველა შენსავით არ ჩერდება ერთ ადგილას და არ გლოვობს! ყველამ იპოვა თავისი გზა, ახლა შენც უნდა იპოვო. რა აზრი აქვს ახა უბრალო ცრემლთა დენას და დამწუხრებას? მიდი მიდი ადექი და განაგრძე სიარული! აი ნახავ გავა დრო, გადახედავ შენს ცხოვრებას და იამაყებ,რომ დაცემის შემდეგ ადექი! გეფიცები იამაყებ…
ადამიანო, ერთხელ ცხოვრობ და ფუჭად არ უნდა განვლო შენი ცხოვრება! ხედავ, შენს ირგვლივ ყველაფერი მოძრაობს… საათის ისრებიც კი არ არიან ერთ ადგილას გაჩერებულნი და შენ-ცოცხალი არსება, ასე უმოძრაოდ უნდა იყო ამ მოძრავ სამყაროში? არ შეშვენის ადამიანს ასეთი ქცევა… ნუთუ ყველანაირი იმედი გაქრა შენში? არა, არა ამას ვერ დავიჯერებ! წარმოიდგინე, რას იფიქრებ ადამიანზე,რომელმაც ბევრი გადაიტანა მაგრამ მაინც დაძლია ყველაფერი და არ დანებდა? არ იფიქრებ,რომ ის ძლიერია და ნამდვილად უცხოვრია? ახლა ადექი!!”
დავხურე დღიური და სიარული განვაგრძე!..
გამომგზავნი/ავტორი: ქეთევან ბელკანია