თუ თქვენ მოხვდით მღელვარებასთან დაკავშირებულ სიტუაციაში. გამოიყენეთ უილის ჰ. კერიერის მაგიური ფორმულა:
1. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა მოხდება უარეს შემთხვევაში?“
2. საჭიროების შემთხვევაში უარესთან შესაგუებლად მოემზადეთ.
3. შემდეგ მშვიდად გაიაზრეთ, თუ როგორ შეცვალოთ სიტუაცია.
უძილობის გამო მღელვარების მოსაშორებლად, მე გაძლევთ ოთხი წესის გამოყენების რეკომენდაციას:
1.თუ ვერ იძინებთ. მისდიეთ სემუელ უინტერმეიერის მაგალითს. ადექით და იმუშავეთ ან იკითხეთ მანამდე, ვიდრე ძილიანობას არ იგრძნობთ.
2. გახსოვდეთ, რომ ძილის უკმარისობით ჯერ არავინ მომკვდარა. უძილობის გამო მღელვარებას ჩვეულებრივ მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე თვით უძილობას.
3. მოადუნეთ თქვენი სხეული. წაიკითხეთ წიგნი „ნერვული დაძაბულობისგან გათავისუფლება.“
4. გამოიყენეთ ფიზიკური ვარჯიშები. თქვენი თავი ისეთ ფიზიკურ დაღლილობამდე მიიყვანეთ, რომ მღვიძარება ვეღარ შეძლოთ.
მილიონობით ადამიანმა თავიანთი ცხოვრება დაანგრიეს მძვინვარე აღშფოთებით, რამეთუ უარი თქვეს ყველაზე უარესის მიღებაზე; უარი თქვეს მოქმედებაზე, რათა რაღაც შეეცვალათ; უარი თქვეს განადგურებისგან იმის გადარჩენაზე რისი გადარჩენაც შეეძლოთ . თავიანთი ცხოვრების შეცვლის მცდელობის მაგივრად, „ბედის დარტყმებს“ მწარედ უჩიოდნენ. ასეთ საჩივრებს შეეძლოთ გამოეწვიათ მძიმე მდგომარეობა, რომელსაც მელანქოლიას უწოდებენ.
დეილ კარნეგი