„ძალიან ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ გავბედნიერდეთ. ეს ყველაფერი შინაგანია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვიფიქრებთ.“ – მარკუს აურელიუსი
გარემოება ნამდვილად მოქმედებს ცხოვრებაზე და მართლაც შეიძლება გახადოს ის უბედური. მაგრამ უბედურების დიდი ნაწილი ჩვენი ფიქრიდან, ქცევებიდან და ჩვევებიდან მოდის.
ამ სტატიაში ვეცდები რომ გაგიზიაროთ 7 ყოველდღიური ჩვევა, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ჩვენზე და ჩვენს შინაგან სამყაროზე და თავი უბედურად გვაგრძნობინოს.
1. სრულყოფილებისკენ სწრაფვა
აუცილებელია რომ ბედნიერებისთვის შენი ცხოვრება იდეალური იყოს?
ფიქრობ, რომ იდეალურად უნდა მოიქცე და იდეალური შედეგები უნდა გქონდეს რომ გაბედნიერდე?
მაშინ ბედნიერების პოვნა ადვილი ნამდვილად არ იქნება. რაღაც არაადამიანურ ჩარჩოებში მოქცევას ყოველთვის დაბალ თვითშეფასებამდე მივყავართ, და გვაგრძნობინებს რომ არ ვართ საკმარისად კარგები, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ძალიან კარგი შედეგის მიღწევის საშუალება გვქონდეს. შენ და შენი საქმიანობა, არასდროსაა საკმარისად კარგი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ათასში ერთხელ ფიქრობ, რომ რაღაც იდეალურად მიდის.
როგორ დავამარცხოთ ეს ჩვევა:
• დაისახეთ მიზნად საკმარისად კარგი
იდეალურის მიღწევა შეუძლებელია, ეს ხომ რაღაც დაუსრულებელი რამაა, რომელიც მუდმივად წინსვლას მოითხოვს. ამიტომ, დათანხმდით საკმარისად კარგს მის ნაცვლად, მაგრამ ეს თავის გასამართლებელ საბუთად არ გამოიყენოთ, ნუ გაზარმაცდებით. უბრალოდ, გააანალიზეთ, რომ ნებისმიერ საქმეს აქვს ხარისხი „საკმარისად კარგი“, სადაც დროა შეწყვიტოთ მუშაობა.
• დანიშნეთ დედლაინი
ყოველი ახალი საქმის დაწყებისას დანიშნეთ დრო, როდესაც ის უნდა დაასრულოთ. დედლაინის დაწესება ყოველთვის გვიბიძგებს საქმის კეთებისკენ და და მართლაც ძალიან კარგი გზაა საქმის ბოლომდე მისაყვანად.
• გაანალიზე, თუ რად გიჯდება სრულყოფილების მითში გახვევა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მიზეზია რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვა შეწყვიტოთ. ბევრი ფილმის ყურებითა და სიმღერების მოსმენით, მხოლოდ იმის გათვალისწინებით თუ რას გვეუბნება მსოფლიო, ვიკეტებით ჩარჩოებში და გვინდა რომ მივაღწიოთ შეუძლებელს. თუმცა რელაურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ვისწრაფვით იდეალურისკენ და ვეჯახებით მწარე რალობას, რომელიც ტანჯვასა და სტრესს გვგვრის ჩვენც და ჩვენს გარშემო მყოფებსაც. ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვაყენოს და საბოლოოდ ურთიერთობების შეწყვეტამდე, სამსახურის დაკარგვამდე, ან კიდევ სხვა მრავალ უბედურებამდე მიგვიყვანოს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი მოლოდინები არაამქვეყნიურია.
2. ნეგატიური ხმების ზღვაში ცხოვრება
არავინაა კუნძული. ვისთანაც ვკონტაქტობთ, რასაც ვკითხულობთ, ვუყურებთ და ვისმენთ, ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს აზროვნებაზე.
უფრო და უფრო რთული ხდება ბედნიერების მიღწევა, თუ შენს თავს თვითონვე „ამხნევებ“ უარყოფითი შეძახილებით. შეძახილებით, რომელბიც გეუბნებიან რომ შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაინც ყოველთვის უბედური, სახიფათო, შიშებითა და შეზღუდვებით იქნება სავსე.
როგორ დავამარცხოთ ეს ჩვევა:
შეცვალეთ ეს უარყოფითი შეძახილები უფრო დადებითით, ეს შეიძლება მთლიანად ახალი ცხოვრების დასაწყისი იყოს თქვენთვის.
გაატარეთ მეტი დრო პოზიტიურ ადამიანებთან ერთად, შთამაგონებელ მუსიკასთან და წიგნებთან, უყურეთ ისეთ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს, რომლებიც გაგაცინებთ და ცხოვრებაზე ახალ შეხედულებებს გაგიჩენთ.
დაიწყეთ მცირედით. მაგალითად, სცადეთ წაიკითხოთ სამოტივაციო ბლოგი ან წიგნი, იმის მაგივრად რომ წაიკითხოთ გაზეთი ან უყუროთ საინფორმაციო გადაცემებს.
3. ზედმეტი დამოკიდებულება წარსულსა და მომავალზე
დიდი დროის გატარებას წარსულზე ფიქრში დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ასევე, მომავალზე ფიქრში დიდი დროის გატარებას და წარმოდგენებს თუ როგორ ცუდად შეიძლება წაგივიდეთ საქმე სამსახურსა თუ ურთიერთობებში, ჯანმრთელობა შეიძლება მართლაც დაიზიანოთ თუ მუდმივად ეს საშინელი სცენარი გიტრიალებთ თავში. ასეთი ცხოვრებით შეიძლება ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი გამოტოვოთ, რაც არც ისე კარგია თუ გინდათ რომ ბედნიერები იყოთ.
როგორ დავამარცხოთ ეს ჩვევა:
თითქმის შეუძლებელია რომ წარსულსა და მომავალზე არ ვიფიქროთ. და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღისა და მომავალი წლის დაგეგმვა, ისევე როგორც წარსულიდან სწავლა.
მაგრამ, ასეთ რაღაცებზე ჩაციკვლა იშვიათად გვეხმარება.
ამიტომ, საუკეთესო ვარიანტი მაინც დღევანდელი დღით ცხოვრებაა, მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმ საქმეზე რითიც ახლა ხართ დაკავებული. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ რომ მთლიანად ამ საქმეში იყოთ ჩართული და ნაკლებად ფიქრობდეთ მომავალსა და წარსულზე.
3. საკუთარი ცხოვრების შედარება სხვებზე
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამანადგურებელი ჩვევაა საკუთარი ცხოვრებისა და საკუთარი თავის შედარება სხვა ადამიანებისაზე. შენ ადარებ მანქანებს, სახლებს, სამსახურს, ფეხსაცმელებს, ფულს, ურთიერთობებს, სოციალურ პოპულარობას და ასე შედმდეგ. საბოლოოდ კი შენი თვითსეფასება მიწაზე ენარცხება და ნეგატიური გრძნობებით ივსები.
როგორ დამავარცხოთ ეს ჩვევა.
უბრალოდ შეცვალეთ ის ორი სხვა ჩვევით.
შეადარე შენი თავი შენსავე თავს
პირველ რიგში, შენი თავის სხვებზე შედარების მაგივრად, გამოიმუშავე ახალი ჩვევა რომ შენი თავი შენსავე თავს შეადარო. ნახე, როგორ გაზრდილხარ, რისთვის მიგიღწევია და რა პროგრესია შენს ცხოვრებაში. ამ ჩვევას ის დადებითი აქვს, რომ ჩვენში მადლიერებას, დაფასებისა და საკუთარი თავის მიმართ კეთილად განწყობას ბადებს ჩვენში. ბევრად კარგად ვგრძნობთ თავს, როდესაც სხვა ადამიანებზე ნაკლებად ვფიქრობთ.
იყავი კეთილი
როგორც სხვების მიმართ ხართ განწყობილი და სხვებს როგორც ექცევით, დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ მოექცევით საკუთარ თავს. რაც უფრო მეტად განვსჯით და გავაკრიტიკებთ სხვა ადამიანებს, მით უფრო მეტად ექცევი საკუთარ თავსაც ასე, გაუცნობიერებლადაც კი. იყავი მეტად კეთილი სხვა ადამიანების მიმართ და დაეხმარე მათ და საკუთარი თავის მიმართაც შეგეცვლება დამოკიდებულება.
ეცადე იყო მეტად დადებითი საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ. დააფასე პოზიტივი შენსა და სხვა ადამიანების გარშემო.
ასევე გახსოვდეს, ვერასოდეს გაიმარჯვებ თუ მუდამ შეეჯიბრები ვიღაცას. შეგნებულად თუ გაააალიზებთ ამას, ძალიან დაგეხმარებათ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის მოიძებნება მსოფლიოში ადამიანი, რომელიც თქვენზე უკეთესია, ან პირიქით – უარესი.
5. ნეგატივზე ფოკუსირება.
ცხოვრების ნეგატიურ ასპექტებზე ფოკუსირება და მათზე ჩაციკვლა, უტყუარი გზაა უბედურებამდე. ამით გარშემომყოფებსაც ვუფუჭებთ ხასიათს.
როგორ დავამარცხოთ ეს ჩვევა:
ამ ჩვევის დამარცხება ძალიან ეშმაკურად შეიძლება. ამის ერთ ერთი დამარცხების გზა იდეალურობისკენ სწრაფვის დამარცხებაა. თქვენ უნდა იფიქროთ, რომ ნებისმიერ სიტუაციას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, იმის მაგივრად რომ თითოეულ დეტალში მხოლოდ საუკეთესოს ეძებდეთ. თქვენ იღებთ ყველაფერს ისე, როგორც არის. ამ გზით თქვენ შეძლებთ, რომ ემოციურად და მენტალურად ნეგატიური რაც არის ამოღოთ უბრალოდ, იმის მაგივრად რომ ჩაიციკლოთ მათზე და ბუზი სპილოდ აქციოთ.
მეორე გზა ამისათვის არის რომ ფოკუსირდეთ შემოქმედებითობაზე, ნეგატივზე ჩაციკვლის ნაცვლად. ამისათვის საჭიროა უკეთესი კითხვების დასმა. როგორიცაა:
როგორ შემიძლია რომ ნეგატიური გადავაქციო რაღაც პოზიტიურად?
როგორ გადავჭრა ეს პრობლემა?
6. ფიქრობდე რომ მთელი სამყარო შენ გარშემო ბრუნავს
თუ ფიქრობ, რომ სამყარო შენ გარშემო ბრუნავს და საკუთარ თავს ზღუდავ იმის გამო რომ გეშინია ადამიანები რას იფიქრებენ ან იტყვიან შენზე თუ რამე განსხვავებულს გააკეთებ, მაშინ ძალიან დიდ შეზღუდვებს უწესებ საკუთარ თავს.
ნაკლებად ფიქრობ სიახლეებსა და წინსვლაზე. ფიქრობ რომ ყოველთვის ყველაფერი შენი ბრალია.
როგორ დავამარცხოთ ეს ჩვევა:
გაანალიზე რომ სხვა ადამიანებს ნაკლებად ადარდებთ შენ რას გააკეთებ.
მათ ხომ საკუთარ თავზეც საკმაოდ ბევრი საზრუნავი და საფიქრალი აქვთ. კი, ამან შეიძლება გაგრძნობინოთ რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ხართ, მაგრამ ეს ასევე დიდ თავისუფლებას გგვრით.
7. ზედმეტად გართულებული ცხოვრება.
ცხოვრება შეიძლება იყოს ძალიან რთული. ეს ქმნის სტრესს და უბედურებას. მაგრამ ამის უმეტესი ნაწილი ჩვენივე შექმნილია. დიახ, მსოფლიო შეიძლება გახდეს მეტად კომპლექსური, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ შეიძლება ახალი ჩვევები გამოვიმუშავოთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს.
როგორ დავამარცხოთ ეს ჩვევა:
ამ ჩვევას არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მე კი მათგან ყველაზე მნიშვნელოვნებს სათითაოდ შემოგთავაზებთ.
ფოკუსის გახლეჩა და მცდელობა რომ ყველაფერს მივაქციოთ ერთდროულად ყურადღება. ამ ჩვევის შესაცვლელად შეიძლება რომ დღეში მხოლოდ ერთი საქმის კეთება ვცადოთ, შევადგინოთ მცირე სია სადაც 2-3 მნიშვნელოვან საკითხს ჩამოვწერთ და რომელსაც ყოველდრიურად შევასრულებთ.
ბევრი ხარახურა. რეგულარულად კითხეთ თქვენს თავს, ბოლო 1 წლის გან,ავლობასი გამოიყენეთ ეს ნივთი? თუ არა, მაშინ დროა ის თავიდან მოიშოროთ.
გონებაში შექმნილი პრობლემები. ფიქრების წაკითხვა რთულია. ამიტომ სჯობს დასვათ კითხვები და იკონტაქტოთ. ეს დაგეხმარებათ არასაჭირო კონფლიქტებისა და გაუგებრობების თავიდან აცილებაში. ასევე ნაკლებად გაფლანგავთ დროსა და ენერგიას..
ინბოქსში დაკარგვა. ნაკლები დრო და ენერგია დახარჯეთ ელექტრონული ფოსტის ინბოქსისათვის. უბრალოდ შეამოწმეთ დღეში ერთხელ და შეამოკლეთ თქვენი წერილები.
ზედმეტი სტრესი. როდესაც პრობლემებში, ან წარსულსა და მომავალზე ფიქრში იჭედებით, ღრმად ისუნთქეთ 2 წუთის განმავლობაში და ეცადეთ რომ მხოლოდ შესუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერზე იყოთ კონცენტრირებულნი. ეს თქვენს ორგანიზმს დაამშვიდებს და კვლავ შეძლებთ რომ აწმყოს დაუბრუნდეთ. შემდეგ, კი დაიწყეთ იმის კეთება რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.