Skip to content

სწავლა–ცოდნა საყოველთაო ძალაა, რომ ეს ძალა ქართველსაც ისე ამოუდგება მხარში, როგორც მის დაუძინებელ მტერსა…

ნიკო ლომოური იაკობ გოგებაშვილის შესახებ

„არა მგონია, რომ სრულიად სქართველოში იყვეს ამჟამად იმისთანა წიგნის მცოდნე ადამიანი, რომელსაც არ გაეგონოს იაკობ გოგებასვილის სახელი. მისი „დედა–ენა“, „ბუნების კარი“ და სხვა მრავალი წიგნაკები ათასობით ეფინებოდა ყოველ წლივ მთლად ჩვენს სამშობლო ქვეყანას, მათის დახმარებით სწავლობდა ქართველი ბავშვი წერა–კითხვასა, იგინი შეადგენდნენ საფუძველს სახალხო სკოლისასა, ეს წიგნები გვასწავლიდნენ ჩვენ  საქართველოს ყოველ მხარესა: მის მთა და ბარს, მის მიწა–წყალს, მის ჰავას, ჰაერს, მოსავალს. უმთავრესი ყურადღება კი მიქცეული იყო ამ ქვეყნის მცხოვრებთა ვინაობაზედ: ქართველი ერის წარსული და აწმყო: ენა, სარწმუნოება, ზნე–ჩვეულებანი, გონებითი და ქონებრივი მდგომერეობა მისი,  აწინდელი გაჭირვება და გამამხნევებელი იმედი ბრწყინვალე მომავლისა, აი ის უმთავრესი საგნები, რომელთაც ყოველ წამს თავს დასტრიალებდა გრძნობა–გონება განსვენებულ ბრძენისა. ამნაირად გვასწავლიდა სამშობლო ქვეყანას და ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ შეეყვარებინა ჩვენთვის იგი ისე, როგორც მას უყვარდა. მან კარგათ იცოდა, რომ სწავლა–ცოდნა საყოველთაო ძალაა,  რომ ეს ძალა ქართველასც ისე ამოუდგება მხარში, როგორც მის დაუძინებელ მტერსა… ამის გამო მთელი მოღვაწეობა იაკობისა მიქცეული იყო მასზედ, რომ ეს დიადი ძალა _ სწავლა–განათლება _ დაეკავშირებინა სამშობლო ქვეყნის სიყვარულისთვის. პატრიოტული გრძნობა და მეცნიერული განათლება_ აი ის უპირველესი საგანი, რომელსაც სიტყვით, საქმით, მთელი თავისი ცხოვრება–მოღვაწეობით ემსახურებოდა დიდებული მამულიშვილი.“

27 ოქტომბერი იაკობ გოგებშვილის დაბადების დღეა

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა