Skip to content

“სული, გრძნობებით აღსავსე”

კანტი ამბობდა, რომ ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული ან ყველაზე დიდი სრულყოფილებაა ”სული, გრძნობებით აღსავსე”. აქ მეტაფორულად უნდა ვიგულისხმოთ თვითონ გრძნობის სისრულე ან ინტენსიურობა, რაღაცგვარი ამაღლება, თითქოს გრძნობის ფრთები, ან ტალღა მიმაქროლებდეს. ტალღა კი არის, ან არ არის. შეიძლება მთელი სიცოცხლე ვიოცნებო იმ ქალის ნახვაზე, რომელიც მიყვარს, ბოლოს შევხვდე, მაგრამ ეს შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქცევა ხდომილებად, მხოლოდ მაშინ შეიძლება აღიწეროს, როგორც ორი შეყვარებულის შეხვედრა, როცა პაემანის მომენტს გრძნობათა სისრულის მდგომარეობაში ვხვდები. შეიძლება სწორედ ამ მომენტში გაუგებარი მიზეზების გამო მოწყენილობა დამეუფლოს და ჩემს სულში არაფერი ჟღერდეს; როგორც ხე არ არის ვიოლინო და მოკლებულია ჰარმონიულ მუსიკალურ ხმას, ასევე ჩემი სული შეიძლება გახევებული შეხვდეს პაემანის მომენტს, სწორედ იმ მომენტს, როცა ვიოლინო უნდა იყოს და არა ხე.

მერაბ მამარდაშვილი