სტივ ჯობსი იყო არა მარტო კომპიუტერული ტექნიკის შემქმნელი, არამედ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე.
ყველაზე ხშირად იხსენებენ მის ლეგენდარულ შესაძლებლობებს ინოვაციური პროდუქტების შექმნის კუთხით, რითაც მას მხოლოდ ბილ გეიტსსა და მარკ ცუკერბერგს თუ შევადარებთ.
ჯობსის ბიოგრაფს, უოლტერ ისააკსონს, მისი შემდეგ ციტატა მოჰყავს:
„ღირს, კომფორტულად მოთავსდეთ და საქმიდან ფიქრზე გადახვიდეთ. მაშინვე მიხვდებით, თუ რამდენად მოუსვენარია თქვენი გონება. თუ მის დამშვიდებას ძალით შეეცდებით, უფრო გააუარესებთ სიტუაციას. მაგრამ, თუ თავს დაანებებთ, დროის განმავლობაში თვითონ დაწყნარდება და მაშინ მოგეცემათ შესაძლებლობა, მის სიღრმეებს მისწვდეთ. ზუსტად ამ მომენტში აყვავდება თქვენი ინტუიცია და უფრო ნათლად დაინახავთ გარემომცველ სამყაროს. გონება ნელდება და ამით იღებთ შესაძლებლობას, მიაქციოთ ყურადღება პატარა მომენტებს. და ხედავთ უფრო მეტს, ვიდრე აქამდე შეგეძლოთ.“
ის, რასაც ჯობსი ამ ციტატაში ხსნის, სინამდვილეში მედიტაციის ერთ-ერთი ტიპია. ის უამრავი წლის განმავლობაში შეისწავლიდა მედიტაციას. შეიძლება ითქვას, რომ ჯობსმა არა მარტო კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არამედ გონების ტექნოლოგიაშიც გვაჯობა.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას გონების ვარჯიშისთვის:
1. დაჯექით კომფორტულ, წყნარ ადგილას და გადააჯვარედინეთ ფეხები. უპირატესად –იატაკზე, ქვეშ კი ბალიში დაიდეთ, რომ შეამციროთ ზეწოლა ზურგზე. დაიწყეთ ღრმა, ნელი ჩასუნთქვებისა და ამოსუნთქვებს კეთება.
2. დახუჭეთ თვალები და ყური დაუგდეთ შინაგან მონოლოგს, იმ აზრებს, რომლებიც თქვენს გონებაში მუდამ ტრიალებს – სამსახურში, სახლში, ფილმის ყურების დროს... ამ აზრებს ჩინელები „მაიმუნის გონებას“ უწოდებენ. თუმცა, არ ეცადოთ ამ მონოლოგის ჩახშობას. ჯერ კიდევ ადრეა. ნაცვლად ამისა, მოუსმინეთ და დააკვირდით, თუ როგორ „ხტება“ გონება ერთი აზრიდან მეორეზე, მიმდინარე თემიდან ახალზე. ერთი კვირის განმავლობაში ამას დღეში 5 წუთი დაუთმეთ.
3. იმის მერე, რაც ერთი კვირა უსმენდით „მაიმუნის გონებას“, მედიტაციის დროს, ეცადეთ, დაიწყოთ ყურადღების გადართვა „ხარის გონებაზე“ – ეს გონების ის ნაწილია, რომელიც ფიქრობს ჩუმად, ნელა და დარწმუნებულად. ის გრძნობს სამყაროს თქვენ გარშემო და არ ცდილობს რაღაცის დანახვას დამახანჯების გზით. უბრალოდ, ხედავს, გრძნობს და ესმის. ადამიანების უმეტესობას „ხარის გონების“ მაშინ ესმის, როდესაც შემთხვევით იჭერენ მომენტს, როცა რაღაც აძალებს „მაიმუნის გონებას“, რომ გაჩუმდეს. თუმცა, გახსოვდეთ – მაშინაც კი, როცა „მაიმუნის გონებას“ სიგიჟემდე მივყავართ, „ხარის გონება“ მაინც ჩვენ შიგნითაა და აგრძელებს თავის ნელ, თუმცა აზრით აღსავსე ფიქრებს.
4. როგორც კი „ხარის გონებას“ სრულად იგრძნობთ, სთხოვეთ მას, ჩაახშოს „მაიმუნის გონება“, ცოტა ხნით მაინც. მაგალითად, წარმოიდგინეთ, თუ როგორ იძინებს „მაიმუნის გონება“, როცა „ხარის გონება“ მიდის ცხოვრების გზაზე. არ გაღიზიანდეთ, როცა „მაიმუნის გონებას“ გამოეღვიძება-ხოლმე. დაფიქრდით მის სახელზე და მიხვდებით, რომ სხვანაირად, უბრალოდ, არ შეუძლია. დროის განმავლობაში კი, აღმოაჩენთ, რომ როგორც არ უნდა აჯანყდეს „მაიმუნის გონება’, მას მაინც უფრო დიდი ხნით ეძინება.
5. როდესაც თქვენი „მაიმუნის გონება“ საბოლოოდ დაწყნარდება, გააგრძელეთ მთელი ყურადღების გადართვა „ხარის გონებაზე“. ამ დროს, შეხვალთ გონების ძალიან საინტერესო მდგომარეობაში. მოგეჩვენებათ, რომ თითოეული ჩასუნთქვა გართმევთ მთელ უსასრულობას. იგრძნობთ ჰაერის შეხებას კანზე. შესაძლებელია ისიც იგრძნოთ, თუ როგორ მიედინება სისხლი თქვენს ძარღვებში. და როცა გაახელთ თვალებს, სამყარო სრულიად ახალი და უჩვეულო მოგეჩვენებათ. მაგალითად, ფანჯარა, გონებისთვის უბრალო კვადრატულ საგნად გადაიქცევა, რომელიც სინათლით აღსავსეა. საგნად, რომელიც არ უნდა დახუროთ, გააღოთ, გაწმინდოთ ან რამე უქნათ. ის, უბრალოდ, არსებობს. თქვენ, უბრალოდ, არსებობთ.
6. იმისდა მიუხედავად, რომ ამ სტადიამდე მიღწევისთვის ძალიან დიდი დროის განმავლობაში უნდა დაკავდეთ მედიტაციით, მიხვდებით, რომ მიაღწიეთ მიზანს, როცა მოგეჩვენებათ, რომ მედიტაციის დაწყებიდან მის დამთავრებამდე ერთი წამიც არ გასულა. როცა ამას მიაღწევთ, შეგიძლიათ, გაზარდოთ მედიტირების ხანგრძლივობა. და რამდენი დროც არ უნდა დახარჯოთ მედიტაციაში, მაინც მოგეჩვენებათ, რომ წამიც არ გასულა.
რაც შეეხება შედეგს:
პირველ რიგში, განთავისუფლდებით სტრესისგან და ნაკლებად მოექცევით მისი ზეგავლენის ქვეშ.
მეორე – უფრო კარგად და სწრაფად დაგეძინებათ.
მესამეც – მედიტაცია გვეხმარება საღ აზროვნებაში და შემოქმედებით მიდგომაში ყველაფერთან, რაც ხდება ცხოვრებაში.
და ბოლოს, მედიტაცია ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.