საქმეში უდიდესი მონდომება უნდა ჩაიდოსო, ამბობენ. ეს აბსოლიტურად მართებული მოსაზრებაა და ამავდროულად რთულიცაა შესასრულებლად. თუ ასე არ მოიქცევა, ყველა რაციონალური პიროვნება შეწყვეტს ბრძოლას. ეს კი ძალზედ რთულია, რადგან მუდმივად ასე უნდა მოიქცეთ. თუ არ გიყვართ თქვენი საქმე, თუ არ გსიამოვნებთ მისი კეთება – თუ ნამდვილად არ გიყვართ იგი, აუცილებლად შეწვეტთ მის კეთებას! ვფიქრობ, ეს ემართება ადამიანთა უმეტესობას. თუ გადახედავთ ისტორიებს, საზოგადოების თვალებშივე აღმოაჩენთ, წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის განსხვავებას.
აღმოაჩენთ,რომ წარმატებულები ისინი იყვნენ, ვისაც უყვარდათ საქმე, რომელსაც აკეთებენდნენ. მათ განაგრძეს წინსვლა მაშინაც კი, როცა ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ წინ. მათ კი ვისაც არ უყვარდათ საკუთარი საქმე, ბრძოლა შეწყვიტეს. ეს ნორმალურიცაა. მართალია, რატომ უნდა აკეთო ბევრი იმისთვის, რაც არ გიყვარს? წარმატება მართლაც მძიმე შრომას მოითხოვს. მის საპირისპირო მხარეს კი უამრავი პრობლემაა. თუ არ გიყვართ ის რასაც აკეთებთ, აუცილებლად დამარცხდებით. ასე რომ უნდა გქონდეთ საქმის სიყვარული და ძლიერი მონდომება – ვფიქრობ, ეს უდიდესი წესია.
და მეორე – მნიშვნელოვანია იყოთ ნიჭიერი მზვერავი. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჭკვიანი ხართ, ძლიერი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი აუცილებლად დაგჭირდებათ. უნდა იცოდეთ, როგორ შეაფასოთ ადამიანები სწრაფად, მიიღოთ გადაწყვეტილება იმისდა მიუხედავად, რომ კარგად არ იცნობთ მათ და დაიქირავოთ ღირსეული კადრები. თქვენ ხედავთ როგორ განსაზღვრავენ ისინი თქვენს ინტუიციას და იცით, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა დაგეხმარონ ძლიერი ორგანიზაციის შექმნაში, რის გამოც გჭირდებათ ძლიერი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი!
სტივ ჯობსი; თარგმანი: 4motivi.com