1. მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს – გააბედნიერო საყვარელი ადამიანი.
2. ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა.
3. სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია.
4. ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს.
5. ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
6. კაცისა და ქალის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება.
7. ქალი გულგრილია მის მიმართ,ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.
8. სიყვარული– მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოსწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
9. ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა.
10. რაიმე განსაკუთრებულ ვითარებაში მეგობრისათვის სიკვდილი უფრო ნაკლებად დიადია, ვიდრე ყოველდღიურად, უანგაროდ და ფარულად მისთვის თანგანწირვა.