„ახლა ადამიანური რესურსის დეფიციტია“ – აცხადებს ინოვაციების, შემოქმედებითობისა და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი, მთავრობებისა და მსოფლიოს წამყვანი კულტურული ღონისძიებების კონსულტანტი, სერ კენ რობინსონი. მისი აზრით, ჩვენი შეცდომების მიზეზი არა გადაჭარბებულ, არამედ მცირე მოლოდინებშია.
გთავაზობთ სტატიას, რომელიც აგიხსნით, თუ რატომ ღირს აკეთოთ საყვარელი საქმე.
რამდენიმე წლის წინ, ჩემს მეუღლე ტერისთან ერთად, შესანიშნავ ღონისძიებაზე, ვანკუვერის მსოფლიო სამიტზე ვიყავი, რომელიც დალაი-ლამას ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და რომელსაც 3 000-ამდე ადამიანი ესწრებოდა. მე გაცნობითი ნაწილის მოწესრიგება მევალებოდა. კონფერენციის მონაწილენი ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ. მაგალითად, ფრანგი ბიოლოგი მეთიუ რიკარი, რომელიც ტიბეტელი ბერი გახდა. მისი მამა ფილოსოფოსი იყო და მეთიუმ მოგვითხრო, რომ ბავშვობაში მათ ოჯახს სემუელ ბეკერი, ალბერ კამიუ და სხვები სტუმრობდნენ. მათთან ვახშმობდნენ ფრანგული ინტელექტუალური დისკურსის ცენტრში მყოფი მოღვაწენი, ჟან-პოლ სარტრი, სიმონა დე ბოვუარი და მეთიუს სუფრასთან ეპატიჟებოდნენ. ბიჭს ეს ყველაფერი დიდად არ მოსწონდა, სანამ არ ნახა რეპორტაჟი ტიბეტერ ბერებზე, რომლებიც პარიზში ჩავიდნენ. მეთიუმ შენიშნა, რომ ბერები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, თითქოს, ძველი დროიდან ჩამოსულ წინასწარმეტყველებს ხედავდა. ისინი ეწეოდნენ სიკვდილამდე და სვამდნენ ალკოჰოლს უზომოდ. ყვებოდნენ კარგი ცხოვრების პრინციპებზე, მაგრამ მეთიუს არც ისე სჯეროდა მათი. ამიტომაც, გაემგზავრა ტიბეტში და შეუერთდა ბერებს, სადაც 30 წელი დაჰყო და ამჟამად დალაი-ლამასთან დაახლოებულთა წრეშია. მან ჩაატარა მედიტაციის დეტალური კვლევა ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზე, რომლის დაკვირვების შედეგები საკმაოდ საინტერესოა სამეცნიერეო თვალსაზრისით. ასე რომ, რიკაპი დღეისათვის ყველაზე ბედნიერ ადამიანად ოფიციალურადაა ცნობილი, თუმცა სოციალური კუთხით ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია. არსად შეუძლია გამოჩენა უბედური გამომეტყველებით. ქუჩაში ყოველი გამოსვლისას, ვალდებული ხარ ღიმილით ამბობდე, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა.
აღნიშნულ კონფერენციას მე უნდა გავძღოლოდი და წარმედგინა მონაწილეები. პირველი პრობლემა, რომელსაც შევეჯახე, იყო ის, თუ როგორ წარმედგინა დალაი-ლამა. შემდეგ კი მივხვდი, რომ მის შესახებ არაფრის თქმა მჭირდებოდა. ეს ხომ, პრაქტიკულად, ნომინალური სახელია.
დალაი-ლამამ ბევრი შესანიშნავი რამ თქვა. მაგალითად, ვიღაცამ ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა იმაზე, რომ ბევრი „წმინდანად“ მოიხსენიებს. იგი მთელი წუთი ფიქრობდა, შემდეგ დაიხარა და მასთან ერთად ჩვენ ყველამ ქედი მოვიხარეთ, იმ აზრით, რომ რაღაც დაუჯერებელი მოხდებოდა. ეს ხომ დალაი ლამაა. გვეგონა, მოვისმენდით სენსაციას, მან კი უპასუხა: „არ ვიცი“. განცვიფრდით – შესაძლოა, ჩვენ არ ვიცოდეთ, მაგრამ როგორ შეიძლებოდა, დალაი ლამას არ სცოდნოდა. რეალურად, ამ მომენტის სილამაზე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს მთელი აუდიტორიისთვის მისაღები იყო. რადგან როგორც მან შემდეგ ახსნა, ამ ნათქვამის აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ მან არ იცოდა, რადგან არ უფიქრია ამაზე. წარმოიდგინეთ, უამრავ რამეზე უფიქრია, მაგრამ ამაზე არა.
მგონია, რომ ეს პასუხი – „არ ვიცი“ უბრალოდ შესანიშნავია. ჩვენს კულტურაში არცოდნა საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებას ნიშნავს, ასე არაა?! ადამიანები მუდამ ირწმუნებიან, რომ იციან ყველაფერი, ისიც კი, რაზეც წარმოდგენა არ აქვთ. რადგან ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ევროპული ტრადიციებით გააკეთო, ესაა აჩვენო, რომ საქმის კურსში არ ხარ და საკუთარი აზრი არ გაგაჩნია. ახალი ამბები ამ რწმენით გვკვებავენ, გვაძლევენ აზრებს სესხად, პირდაპირ ბანკია. დალაი-ლამა უბრალოდ ფიქრობს, რომ მისი დაბადება უკვე სასწაულია და მთავარია, რას გააკეთებ საკუთარ ცხოვრებაში ახლა, როცა ხარ. გაფლანგავ მას თუ გახდი საინტერესოს იმით, რაც შენთვის მნიშნველოვანია. აი, რა მაკვირვებს დიდი ხნის მანძილზე: ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს დროს ნივთების შეგროვებაში, რომლებთანაც რეალურად ნაკლები შეხება აქვს. მათ უწევთ როგორმე გადაიტანონ სამუშაო კვირა, ცდილობენ მოითმინონ დასვენების დღეებამდე და არ ღებულობენ არანაირ სიამოვნებას შესრულებული სამუშაოთი. ეკიდებიან საქმეს მოთმინებით, უარეს შემთხვევაში კი – მის გარეშე.
ჩემი აზრით, ამჟამად ადამიანური რესურსების კრიზისია. ამის საფუძველია სერიოზული პრობლემა – უმეტესობას ვერ წარმოუდგენია, თუ რა შეუძლია. არ იცის, რაში მდგომარეობს რეალურად მისი ნიჭი, როგორია მისი შესაძლებლობები. ამის გამო, ბევრი ასკვნის, რომ არანაირი ნიჭი არ აქვს. ჩემი ღრმა მტკიცებით, ყველანი ნიჭით და შესაძლებლობებით დავიბადეთ. თუ ადამიანი ხარ, შენ ეს სისხლში გაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური მახასიათებელი არის წარმოსახვის უნარი.
ჩვენ გვაქვს წარსული. ადამიანების თავს სულ რაღაც ხდება, არაფერი დგას ერთ ადგილას. ეს იმიტომ, რომ წარმოსახვასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კრეატიულობა, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ შევქმნათ რაღაც ახალი. და ჩვენ ამას ვშობთ ისე, როგორც ვაყალიბებთ სიტყვას და აზროვნების უნარს. განსხვავება იმაშია, რომ ერთნი ხსნიან თავიანთ თავში რაიმე შესაძლებლობებს, მეორენი – არა. ამიტომ, მეორენი მიდიან დასკვნამდე, რომ ეს შესაძლებლობები არ აქვთ. ასევე ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იპოვეს მოწოდება, თანდაყოლილი ნიჭი. მათ ის უყვართ, რასაც აკეთებენ და მათი ცხოვრება დაკავშირებულია ამ საქმესთან. ისინი აკეთებენ იმას, რისი ბუნებრივი მიდრეკილებაც აქვთ და ზუსტად იციან, როგორ გააკეთონ.
ჩემს წიგნში ვწერ ახალგაზრდა მამაკაცის, ტერენს ტაოს შესახებ, რომელიც ნიჭიერია იმ სფეროში, რაც მე საერთოდ არ გამეგება – მათემატიკა. ტერენსმა კითხვა დაიწყო 3 წლის ასაკში, როდესაც სერიალ „სეზამის ქუჩას“ უყურებდა და ამიტომ უცნაური აქცენტი აქვს. 4 წლისას უკვე შეეეძლო ორნიშნა ციფრებით ანგარიში, რაც მე ახლაც არ შემიძლია. 8 წლის ასაკში კოლეჯის კურსდამთავრებულის დონეზე დაწერა ტესტები. 14 წლისამ დოქტორის ხარისხი დაიცვა აბსტრაქტულ მათემატიკაში. 30 წლის ასაკში კი, ფილდსის პრემია აიღო, რაც მათემატიკაში ნობელის პრემიის ეკვივალენტურია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტერენსს მათემატიკა ესმის და მისდამი ბუნებრივი მიდრეკილება აქვს.
ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი გიჭირავთ, არის ის, რომ თქვენი დროის შეგრძნება იცვლება.
წიგნში ჩართული მაქვს ევა ლოურენსის შესახებ, რომელიც თვითმფრინავში გავიცანი და ვკითხე, თუ რას საქმიანობდა. მან მიპასუხა, რომ პროფეისონალურად თამაშობს ბილიარდს. იგი სტოკჰოლმის ახლოს მდებარე პატარა ქალაქიდანაა, სადაც, 12 წლის ასაკში, ძმებთან ერთად სხვადასხვა გასართობის ძებნისას, საბილიარდო აღმოაჩინა. როცა იქ შევიდა, თვალებს არ დაუჯერა. ვკითხე, რა ნახა ასეთი. ეს იყო ალადინის დიდი მღვიმე, ფანტასტიური რამ. მუქი ოთახი მწვანე შუქით და მაგიდას შემოხვეული ადამიანები. გოგონა აღფრთოვანდა ბურთების მკვეთრი ფერებით და მათი შეჯახების ხმითაც კი. ამ ყველაფერმა იგი შეიპყრო.
შედეგად, იგი გახდა ჩემპიონი ადგილობივ შეჯიბრებებში. შემდეგ კი, სხვა ტურნირებშიც მონაწილეობდა. ლოურენსი შვედეთის ჩემპიონი გახდა, ევროპულ ჩემპიონატებშიც გაიმარჯვა, რის შემდეგაც დააარსა ქალთა ბილიარდის ლიგა, რომელიც ამჟამად საერთაშორისოა. აწყობს ღონისძიენებს, ატარებს მასტერ-კლასებს, დაწერა წიგნი და რეგულარულად მონაწილეობს ტელეგადაცემებში. ის ამ ყველაფერზე გიჟდება. „როცა ბილიარდის მაგიდასთან მივდივარ, არ შემიძლია ვთქვა, მასთან ვიყავი 20 წუთით თუ 3 საათით, რადგან დროის შეგრძნებავ ვკარგავ. საინტერსოა, რომ სკოლაში გეომეტრიას ვერ ვიტანდი. ბილიარდი კი გეომეტრიაა მოქმედებაში. როცა ბურთი მოძრაობს მაგიდაზე, თქვენ ხედავთ ახალ კუთხეებს და ფიგურებს. ახლა ბილიარდს იმისთვის ვიყენებ, რომ ბავშვებს ვასწავლო გეომეტრია, საგანი, რომელიც არ მიყვარდა“.
აი, კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ როცა ჩვენს ადგილას ვართ, დროის შეგრძნება იცვლება. როცა აკეთებთ რაღაცას, რაშიც თქვენი სული არაა ჩადებული, 5 წუთი მთელ საათად მოგეჩვენებათ. როცა გსიამოვნებთ, რასაც აკეთებთ, 1 საათი 5 წუთში გადის. საკმარისი არაა რამე აკეთოთ კარგად, იმისთვის, რომ თქვენი ადგილი გეკავოთ. ვიცნობ ბევრს, რომლებიც პროფესიონალები არიან საქმის, მაგრამ არ უყვართ იგი.
მჯერა, რომ თუ თქვენს ადგილას ხართ და აკეთებთ სასურველ საქმეს, ეს არასდროს მოგბეზრდებათ და დაგღლით. პირიქით, ენერგიით აგავსებთ და სტიმულს მოგცემთ. როცა ადამიანური რესურსების კრიზისზე ვსაუბრობ, მგონია, ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ბევრმა უარი თქვა საკუთარ შესაძლებლობებზე. ბევრს ვიცნობ, ვისაც მიეცა შანსი ნიჭის გამოვლენის და ასე იპოვეს ცხოვრებაში გზა. ბევრსაც ისინი დაეხმარნენ, ვინც მათში ტალანტი აღმოაჩინეს მანამ, სანამ თავად შენიშნავდნენ.
ბოლო მაგალითად მოგიყვანთ ბართ კონერს, რომელმაც 6 წლის ასაკში აღმოაჩნია, რომ ხელებით სიარული შეეძლო ისევე იოლად, როგორც ფეხებით. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მიხვდა ამას, მაგრამ ფაქტია. მოგვიანებით მან თქვა, რომ ამ შესაძლებლობას განსაკუთრებული სარგებელი არ მოჰქონდა, მაგრამ პოპულარული გახადა. ოჯახურ წვეულებებზე, როცა საუბრები ჩიხში შედიოდა, მიმართავდნენ ბართს, ეჩვენებინა საკუთარი ნომერი და მაშინვე განახლდებოდა საუბრები. 8 წლის ბიჭი დედამ ადგილობრივ სავარჯიშო ცენტრში მიიყვანა. ბართის თქმით, ვერასდროს დაივიწყებს შეგრძნებას, რაც სპორტულ დარბაზში პირველად მისვლისას დაეუფლა. მისი თქმით, ეს სანტა-კლაუსის და დისნეი ლენდის ნახვასავით იყო, რადგან იქ იყო „ბურთები, ტრამპლინები, თოკები, ჭილოფები“. ყველანი იგივეს გრძნობთ სპორტულ დარბაზში შესვლისას?! არამგონია.
მან იქ დაიწყო სიარული და თითქმის ყველა დღეს დარბაზში ატარებდა, რადგან მოსწონდა. ათი წლის შემდეგ კი, ოლიმპიურ თამაშებში ამერიკის სახელით გამოვიდა და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ტანმოვარჯიშედაც დასახელდა. კონერის მეუღლე, ნადია კომანეჩი პირველი ოქროს მფლობელი ტანმოვარჯიშე ქალია. მათ სამი ვაჟი ჰყავთ, აქვთ საკუთარი ტანვარჯიშის ცენტრი და ოლიმპიური მოძრაობის წამყვანი ტანმოვარჯიშეები არიან.
ახლა ორი სიტყვით ყველა ამ ისტორიის შესახებ. პირველ რიგში, ბართის დედას შეეძლო ბიჭისთვის ეთქვა, შეშვებოდა ხელებით სიარულს და მიეხედა საშიანაო დავალებებისთვის. მან კი შვილი წაახალისა, საიდანაც დაიწყო ზღაპრული ცხოვრება. თუმცა, დედამისმა არ იცოდა იმ გზის შესახებ, რისი გავლაც მოუწევდა ბართს. ეს ყველაფერი ბუნებრივი გზით განვითარდა. ის, რომ ჩვენ თავადვე ვქმნით ცხოვრებას – დიახ, ვქმნით – ეს ადამიანური ყოფის უდიდესი მადლია. ჩვენ არ ვართ ვალდებული ერთხელ აღებულ კურსს მივყვეთ. შეგვიძლია, შევცვალოთ იგი, არამხოლოდ შევქმნათ, არამედ გადავაკეთოთ. კარგი იქნება, თუ ამას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, როცა ვიპოვით რაღაცას, რაც მოგვცემს კმაყოფილებას და მოგვანიჭებს სიხარულს. იმიტომ რომ, ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ეს ენერგიაა.
მჯერა, ბევრს არ შეუძლია აღმოაჩინოს ნიჭები: სისტემა არჩევს თავის პრიორიტეტებს, აფართოებს ერთს და მარგინალიზებას უკეთებს სხვა დანარჩენს და გამოდის ისე, რომ თუ არ შეგიძლიათ მათემატიკა, ჰგონიათ, ცუდი ხართ და ვერაფერს შეძლებთ. ამიტომაც, საჭიროა ბრძოლა საგანმანათლებლო და დასაქმების მსგავს სისტემებთან, მაგრამ, პირველ რიგში – საკუთარ თავთან.
ვანქუვერის სამიტის საკვანძო სიტყვა, თქმული დალაი-ლამას მიერ, იმაში მდგომარეობს, რომ ვერ შეძლებთ ბრძოლას მსოფლიო მშვიდობისთვის, თუ გაბრაზებული ხართ. ყველაზე მთავარი კი, ვფიქრობ, შეგვიძლია შევაჯამოთ კარლ გუსტავ იუნგის სიტყვებით:
„მე ის არ ვარ, ვინც წარსულში ვიყავი, არამედ ის – ვინც, გადავწყვიტე, რომ მომავალში ვიყო“. იგივე თქვა ჯორჯ კელიმ: „არავინ არ უნდა იყოს საკუთარი ბიოგრაფიის მსხვერპლი“. და თუ იუნგი ირწმუნებოდა, რომ ჩვენ ის ვართ, ვინც გადავწყვიტეთ ვიყოთ, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ წინაშე არჩევანის ბევრი ვარიანტია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევისწავლოთ ყველა და შევარჩიოთ სწორი.