ალბათ, არც ისე ბევრია ისეთი ფეხბურთელი, ვისაც თავისივე კარიერის დასრულებამდე ლეგენდად იხსენიებენ, ამას კი მის შესახებ ხშირად მოისმენთ სპორტის კრიტიკოსებისა და კომენტატორებისაგან.
მესი მეოთხე ფეხბურთელია მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც 3-ჯერ მოიპოვა ოქროს ბურთი. მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ეს ორჯერ ზედიზედ მოახერხა. მან ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ესპანეთის თასი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ სუპერთასი და 2-ჯერ მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატი. მესიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველმა მოახერხა და ერთ მატჩშში 5 გოლი გაიტანა. 2011-2012 წლის სეზონში, 73 გატანილი გოლით, მან მსოფლიო რეკორდის დამყარება შეძლო.
(სტატისტიკის წყარო:ვიკიპედია)
დღეს მესი 26 წლისაა.
ლიონელ მესი არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. მისი მამა ადგილობრივი ქარხნის მუშა იყო, დედა კი დამლაგებლად მუშაობდა. მისი გვარი იტალიიის ქალაქ ანკონიდან მომდინარეობს. ამ ქალაქიდან გადმოსახლებულა არგენტინაში ლიონელის შორეული წინაპარი ანჯელო მესი. ლიონელ მესიმ 5 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში, როსარიოს ადგილობრივ გუნდში. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკმარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ “რივერ პლეიტმა” ინტერესი გამოთქვა მესის შესახებ, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ი გადაეხადა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც “ბარსელონას” სპორტულ დირექტორს, კარლს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამასთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს.” ბარსელონამ” მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა და ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი “ბარსელონას” ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს.
“არგენტინის დატოვებით უამრავი მსხვერპლი გავიღე , მივატოვე საკუთარი ქვეყანა და ოჯახი და ახალი ცხოვრება დავიწყე. მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთისთვის გავაკეთე. იმისათვის,რომ ამეხდინა ჩემი ოცნებები. დღეს ვფიქრობ,რომ მიღებული არჩევანი სწორია. ბარსელონა ჩემი სახლია და ვიმედოვნებ,რომ კიდევ დიდხანს დავრჩები ამ გუნდში” – ამბობს მოგვიანებით ლეო მესი.
წარმატებაზე
ზუსტად არ ვიცი. ყოველ წელს იმ მიზნით ვიწყებ, რომ მივაღწიო ყველაფერს,რაც შემიძლია. არ მაინტერესებს, რას მივაღწიე წარსულში. რაც მოხდა მოხდა, კონცენტრირებას დღევანდელ დღესა და მომავალზე ვაკეთებ. ჩვენ არასდროს გვაქვს დრო შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ყველაფერზე, რაც ჩვენს თავს ხდება – დრო ძალიან სწრაფად გადის. ალბათ, როდესაც კარიერას დავასრულებ მაშინ ვიფიქრებ ამაზე.
დამარცხებაზე
რასაკვირველია ცუდად ვგრძნობ თავს, როცა გუნდი აგებს. ალბათ ეკრანებიდან ხედავთ კიდეც ჩემს რეაქციას. თუმცა დამარცხების მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ყოველთვის როცა ასე ხდება, საკუთარ თავში ვიკეტები, ვაანალიზებ რა მოხდა, რა სისუსტეები გამოვავლინეთ და რა შეცდომები დავუშვით.
გუნდურობის მნიშვნელობაზე
შეიძლება დრო გავიდა, თუმცა ის ღირებულებები, რომლებიც ოჯახიდან გამომყვა ჩემთვის დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. იგივე შეიძლება ვთქვა კატალონიურ კლუბზეც. ჩვენს გუნდში მოთამაშეებს ერთმანეთის პატივისცემას, ადამიანობას, გუნდურობასა და კოლეგიალობას ასწავლიან და ვფიქრობ სულელური განაცხადია, როდესაც ამბობენ რომ სამი თამაშის განმავლობაში კრიზისი მქონდა იმის გამო, რომ გოლი ვერ გავიტანე. არ მაინტერესებს გავიტან თუ არა, ჩემთვის მთავარია გუნდმა მოიგოს და ასე გააგრძელოს.