Skip to content

სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც…

სიკვდილის წინ, დონ კიხოტი აღარ იყო ჭკუადამთხვეული რაინდი, არამედ ის იყო ღატაკი აზნაური, რომელიც “გიჟივით ცხოვრობდა, ხოლო ბრძენივით მოკვდა”. მწერალი, რომელმაც „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი” დაწერა, ღატაკად ცხოვრობდა, ვალებში ეფლობოდა და ციხე-საპყრობილეების ხშირი სტუმარი იყო. სწორედ საპყრობილეში ყოფნისას მოიფიქრა და დაწერა მსოფლიოში ყველაზე მხიარული და ამავდროულად ყველაზე სევდიანი წიგნი, საყოველთაოდ განთქმული რომანი.

“ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები იმაზე უკეთესი ვიდრე იყავი“. (გ.დოჩანაშვილი) დონ კიხოტის წაკითხვის შემდეგ დიდი წიგნების მოყვარულის, ვასიკო კეჟერაძის მსგავსად ქუჩაშიც ფიქრს დაიწყებთ, იფიქრებთ დონ კიხოტზე, მის ცხოვრებაზე, სანჩო პანსაზე. სერვანტესმა შეძლო და ორი დიდი თვისება სიბრძნე და პრაქტიციზმი მათში გააერთიანა… ვისაც ჯერ კიდევ წაკითხული არ გაქვთ ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები მომილოცავს, რადგან წინ დიდი ბედნიერება გელით -პირველად წაკითხვის .

დღეს მიგელ დე სევანტესის დაბადების დღეა.

სერვანტესის 10 ცნობილი გამონათქვამი.

  1. შელახული ღირსების აღსადგენად, ადამიანს ყოველგვარი უკიდურესობა მიეტევება.
  2. სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად.”
  3. ბედნიერი იქნება ის დრო და ბედნიერი იქნება ის საუკუნე, როცა, ბოლოს, საქვეყნოდ აშკარად დაინახავენ ჩემ მიერ ჩადენილ სახელოვან საქმეებს, რომელნიც ღირსნი არიან ბრინჯაოზე აღსაბეჭდად, მარმარილოზე გამოსაქანდაკებლად და ტილოზე დასახატავად მომავალ თაობათა სამახსოვროდ.
  4. ქალი ყოველთვის ილაპარაკებს თავის ასაკზე,მაგრამ არასდროს გეტყვით მას.
  5. შიშველი მოველ ამ ქვეყნად და შიშველივე მივიქცევი.
  6. ილაპარაკო დაუფიქრებლად, იგივეა რაც, ისროლო დაუმიზნებლად.
  7. ბევრი ლაპარაკი მოწყენილობას იწვევს.
  8. ქალს ყოველთვის სძულს ის,  ვისაც უყვარს და უყვარს ის,  ვისაც იგი არ უყვარს.
  9. დონ კიხოტი მხოლოდ ჩემთვის დაიბადა და მე – მისთვის. მან მოქმედება იცოდა, მე – წერა. მე და ის, უბრალოდ, ერთი მთლიანობა ვართ.
  10. მარცხენა ხელის დაკარგვით მარჯვენა ხელი უფრო ვასახელე.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ