Skip to content

სილამაზე ამერიკულად

ხშირად მსმენია, რომ სიცოცხლე მხოლოდ ორი წამით გაიელვებს ჩვენს თვალწინ. პირველი – ეს წამია, რომლის განმავლობაშიც ვცხოვრობთ, მეორე კი წამი,როდესაც გარდაცვალების წინ მთელი განვლილი ცხოვრება წარმოგვიდგება თვალწინ.

თუმცა “პირველი წამს” უბრალოდ წამიც არ შეიძლება ეწოდოს.ზოგჯერ ფიქრობ, რომ თითქოს სამუდამოდ იწელება დროის ოკეანეში. ჩემთვის ეს წამი ასოცირდება ახალგაზრდობის წლებთან, როდესაც ბანაკში ზურგზე წამოწოლილი გავჰყურებდი, თუ როგორ ეცემოდნენ ვარსკვალები ციდან… და ყვითელი ფოთლები, ნეკერჩხლის ხიდან ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლები, რომლებიც ჩვენი ქუჩის ნაპირებს ეფინებოდნენ… და ჩემი ბებოს ხელები, რომლებიც თითქოსდა გაცრეცილ ქაღალდს მაგონებდა… და წამი როდესაც პირველად ვნახე ჩემი ბიძაშვილის, ტონის ახალი ავტომობილი (firebird)…  და ჯეინი…  ჯეინი… და კაროლინი…

დიახ, ძალიან მწყინს ყველაფერი, რაც ჩემს თავს მოხდა, მაგრამ ძალიან ძნელია იყო გიჟივით გულგრილი, როდესაც ამდენი სილამაზეა ქვეყნად… ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთხელ ვხედავ და ესეც საკმარისია… ჩემი გული კმაყოფილებით ივსება… და მსურს უბრალოდ მოვეშვა და შევწყვიტო ფიქრი.. ფიქრი ყველაფერზე

შემდეგ ყველაფერი, როგორც წვიმა ისე გაივლის ჩემში  და ვეღარ ვგრძნობ ვერაფერს, გარდა მადლიერებისა – ჩემი პატარა და ბრიყვული ცხოვრების თითოეული წამისათვის… შეიძლება ახლა წარმოდგენაც კი არ გაქვთ რას ვგულისხმობ, მაგრამ ნუ სწუხართ… ერთ დღესაც ყველაფერს გაიგებთ…

(ფილმიდან “ამერიკული სილამაზე” თარგმანი: 4motivi.com)