Skip to content

სიკვდილთან შეგუება ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანია, საშინელი, თუმცა აუცილებელი თვისება

სიკვდილთან შეგუება ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანია, საშინელი, თუმცა აუცილებელი თვისება. მანამდე სხვა ამბებთან შეგუებებით ვარჯიშობს და მერე აღარ უჭირს. ისე აღარ უჭირს, თორემ. ბრძოლაც შეგუებაა – დროებით გადადებასთან შეგუება. მაგრამ ადამიანს სხვა ნიშანიც აქვს. სიცოცხლის ნიშანი. ეს გამოტოვების უნარია. ერთი ტოტიდან მეორე ტოტზე გადახტომის ძალა. აი, ასე:

მეორე დღეს ბებიაჩემი ჭიშკართან ნაყარ ფოთლებს ხვეტდა და სხვა სოფლიდან ჩამოიარეს. რა ხდებოდა წუხელი თქვენკენო.

ბებიაჩემმა აფერი არაა, ჯონიე კტებაო. შენი ბაღნები დადიენ უკვე სკოლაშიო?

ჩვენ ვიცით, მე და ნათელა ბებიამ. სიკვდილი აფერი არაა. როგორ შეიძლება სიკვდილი რამე იყოს? ვინმეს გინახავთ სიკვდილი? მე არასდროს შემხვედრია. და ვიცი – არც შემხვდება. ჯონიე რომ კტება? და ჯერ ხომ არ მომკვდარა? უფრო საინტერესო ის არის, ბაღნები თუ წევიდნენ სკოლაში. და სულ ეს უნდა იყოს უფრო საინტერესო. სხვანაირად, სიკვდილი გაიმარჯვებს.

#გურულდღიურები #გიორგიკეკელიძე წიგნი მეორე

წიგნის წარდგენა იქნება მზიურის კაფეში, 26 ნოემბერს