მხოლოდ ღმერთი თუ გადამარჩენდა. მართლაც ასე მოხდა. მე ვარ სასწაულების ცოცხალი მტკიცებულება, ბრაიან ბოილი. ეს ჩემი ისტორიაა.
საშუალო სკოლის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ, 2004 წელს, ცურვიდან სახლში მივდიოდი და საშინელი ავტოავარიაში მოვყევი.
შეჯახებამ გულმკერდი გამიპო. დაიმტვრა ჩემი ნეკნები, ლავიწი, მენჯი, იშლებოდა ფილტვები. დაზიანდა თითოეული ორგანო: თირკმელები, ღვიძლი, შარდის ბუშტი. დავკარგე სისხლის 60 % და მივიღე მარცხენა მხარის ნერვის დაზიანება. მერილენდის ჰოსპიტალში 2 თვე კომატოზურ მდგომარეობაში გავატარე.
მე არ მახსოვს შემთხვევა, არც წინა რამდენიმე დღე. პირველი, რაც მას შემდეგ მახსენდება, ძალიან დიდი ნათელი გვირაბია. ამ გვირაბში ერთი ბიჭი ჩემს მარცხნივ იჯდა, ბევრი გოგო-ბიჭი – მარჯვნივ ( ისინიც ჩემი ასაკის იყვნენ); არ ვიცი, რატომ, ან როგორ აღმოვჩნდი აქ.
რაც უფრო დიდხანს დავრჩი, უკეთ ვხედავდი შემოგარენს. მარცხენა მხარეს მჯდარ ბიჭს მობილური ტელეფონი ჰქონდა. მკითხა, ვინმესთან დარეკვა ხომ არ მსურდა. ,,კი, შეგიძლია დაურეკო ჩემს მშობლებს და უთხრა, რომ მიყვარს ისინი,’’ – ვუპასუხე. მეორე, რაც მახსოვს, ჰოსპიტლის საწოლში გაღვიძებაა. პარალიზებული ვიყავი. გავიგონე, როგორ ტიროდნენ ჩემი მშობლები ისტერიულად და მეუბნებოდნენ, რომ კარგად გავხდებოდი.
რამდენიმე წუთით ადრე, ვფიქრობდი, რომ განკითხვის დღე მელოდა, მაგრამ ჯერ ჩემი დრო არ ყოფილა. გარკვეული დროის შემდეგ, ცხოვრებას დავუბრუნდი. ეს ჩემი ტანჯვის დასაწყისი იყო.
მე გარდავიცვალე 8-ჯერ. ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ სანამ ვიყავი, მაშინაც. როდესაც კომიდან გამოვედი, არ შემეძლო კომუნიკაცია. იმ დღეს, როდესაც გაიგეს, რომ ვიცოცხლებდი, ოთახიდან ინვალიდის ეტლით, ან საკაცით უნდა გავეყვანე. რაც შეეხება მომავალს, ის არ არსებობდა. მენჯის დამსხვრევისა და სხვა მრავალი დაზიანების გამო, სიარული აღარ შემეძლო. ცურვაზე ფიქრიც ხომ ზედმეტი იყო. ჩემი ოცნებები სხეულთან ერთად დაიმსხვრა. მაგრამ არ დავთმე, იმიტომ მქონდა ღმერთის იმედი.
2-თვიანი კომის შემდეგ, გავიკეთე 14 ოპერაცია, სისხლის 36 გადასხმა, დავკარგე გარკვეული თანხა და სარეაბილიტაციო კურსი ბალტიმორში გავიარე. ვისწავლე საუბარი, ჭამა, სეირნობა, შხაპის მიღება და ვცხოვრობდი ისევ დამოუკიდებლად. ჩამიტარეს ამბულატორიული თერაპია ვალდორფში. ინვალიდის სავარძელში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, თვითონ დავიწყე სიარული ბავშვივით. სასწაული იყო, რომ ისევ შემეძლო სირული. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ექიმები ცდებოდნენ და სირბილიც შემეძლებოდა. მას შემდეგ, რაც ფილტვის ტესტები გავიარე, აუზზე წასვლის უფლებაც მომცეს.
შემთხვევამდე 3 მიზანი მქონდა: კოლეჯში შესვლა, გუნდში ცურვა და ერთ დღესაც, წარმატების მიღწევა ტრიატლონში. რამდენიმეთვიანი ცურვის შემდეგ, მე და ჩემმა კარგმა მეგობარმა, სემ ფლემინგმა, გადავწყვიტეთ, არ მიგვეცა დაავადებებისთვის საშუალება, ხელი შეეშალა ოცნებაში. დავიწყე სწავლა მერილენდის კოლეჯში და ამასთანავე, ვიყავი მოცურავე. ძალიან იოლია ამ ფაქტების ჩამოთვლა და ისე შეხედვა, თითქოს, ყველაფერი მარტივი იყო, მაგრამ სინამდვილეში ასე არა. არ იყო ადვილი, არც მაშინ და არც ახლა. ტკივილი და აგონია რეალური იყო. არ იყო ადვილი საწოლში წოლა და ჭერში ყურება, იმ შეგნებით, რომ შენი ცხოვრება დასრულდა. ვფიქრობდი, თუ რატომ დამემართა ეს. ყოველთვის კარგი ბავშვი ვიყავი, ვიღებდი მაღალ ქულებს და დავდოდი ეკლესიაში. რატომ დამემართა ასეთი საშინელება? დღეები ამ კითხვაში გადიოდა – ,,რატომ?’’
შემდეგ მოხდა ეს – მსჯელობამ და ფიქრმა კიდევ ერთ კითხვამდე მიმიყვანა – ,,როგორ გადავრჩი?’’ მეტი კითხვა აღარ მქონდა. მივხვდი, რა იყო ცხოვრების აზრი. ვცდილობ, ვიცხოვრო მოტივირებულმა, იმედებით სავსემ და იგივე შთავაგონო სხვა ადამიანებსაც. მეტი შთაგონებისთვის, მე წარმატებით დავასრულე რბოლა Ironman 70.3, მიჩიგანში, რამდენიმე თვის წინ, რის შემდეგაც გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო Ford Ironman-ის მსოფლიო ჩემპიონატში, 2007 წელს.
მსურს ჩემმა ისტორიამ პოზიტიური გავლენა მოახდინოს ამ სამყაროზე. ვცდილობ, ვიცხოვრო მოტივირებულმა და იმედიანად; შთავაგონო სხვები, არასდროს თქვან უარი ოცნებებზე, არასდროს დაკარგონ რწმენა (რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდენ) და ახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა