“საუკეთესო რამ რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთ – ერთმანეთია.”– ოდრი ჰეპბერნი
ამ მშვენიერი ქალბატონის სიტყვებით მინდა დავიწყო ჩემი მორიგი სტატია, რადგან ეს სიტყვები იხილა ჩემა თვალება შუა ქალაქში……
სულ რამდენიმე დღის წინ პიროვნული ზრდის ტრენინგზე მივიჩქაროდი, მაგვიანდებოდა ე.წ. პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთაზე თვალებში შემომხვდა ძლიერი თავგანწირული თვალები. ამ უცნაური თვალების მზერის არიალი ნელ-ნელა გავზარდე, როგორც მაუსით შემოსაზღვრული მონიშვნა. ჩემს თვალწინ გაიშალა სცენა… დავინახე ჯერ ამ თვალების პატრონის სახე. შემდეგ ჩემი მზერა მის ფეხის კიდურებს, რომ მისწვდა მისმა თვალებმა მეტი თავგანწირვა შეიძინა თითქოს ამბობდა “მე ვარ ვისაც არ შეუძლია, მაგრამ რადგან ჩემს გვერდში მდგომს სჭირდება ჩემი თვალის სინათლე, მე ვალდებული ვარ… ” ჩემი ცნობიერება აწყობდა გამოსახულებებს ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონას დაგრეხილი გაუმართავი წვივებით და ტერფებს… ჩემი მზერა ახლა მის ხელებზე გადავიდა ახლა კი აღმოვაჩინე, რომ მას ხელი მაგრად ჰქონდა ჩაჭერილი მისივე ასაკის მქონე ბიჭზე, ყურადღება ახლა ამ ადამიანზე გადავიტანე და ჰოი, საოცრებავ!!!! რა დავინახე… ახალგაზრდა, სულ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც თვალებში სიცარიელე იკითხებოდა ეტყობოდა, რომ ბრმა იყო ხელში ჯოხი ეჭირა და მყარად მიაბიჯებდა გადასასვლელ ბილიკს მწვანე შუქნიშანზე, მათ ერთმანეთი მოჰყავდათ… ამ სურათით გამოწვეულმა ემოციამ გამაჩერა, გამაშეშა, ისეთი რამ დავინახე რომელიც შეიძლებოდა სადმე წამეკითხა ანდა სადმე ფილმშიც კი მენახა, გაოგნებულმა გადავკვეთე ქუჩა და რომ შემოვტრიალდი კვლავ გავაყოლე მზერა ამ ორ სამაგალითო ადამიანების გმირულ ნაბიჯებს, მათ ერთმანეთი მიყავდათ ინვალიდს თავსი ჯანმრთელი თვალებით, ხოლო ბრმას მისი მყარი ნაბიჯებით…
არ ვიცი ამ სურათს კიდევ რა ახსნა უნდა მოუძებნოთ ადამიანებმა, ბუნება და სამყარო გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად და გავიტანოთ ცხოვრება ერთმანეთის გვერდში დგომით..
ეს იყო თვალსაჩინო სურათი იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია….. იქნებ დავფიქრდეთ რა შეგვიძლია ჩვენ ანდა სად გვჭირდება დახმარება, დავფიქრდეთ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო და გავხადოთ იგი ბედნიერების დანიშნულების ადგილი….