Skip to content

სამყაროს 7 კანონი

არსებობს 7  ძირითადი, საბაზო კანონი, რომლის მიხედვითაც ცხოვრობს სამყარო. ამ კანონების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან. ხოლო ცოდნა — შეცდომებს არ დაგაშვებინებთ, დაგეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში და ბედნიერების მოპოვებაში.

1. სიცარიელეს კანონი

ახალი ფეხსაცმელი თუ გინდათ, ძველი გადაყარეთ. თუ სამოსის განახლებია გინდათ, კარადა დაასუფთავეთ. თქვენი საკუთარი სურვილით უნდა გათავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისგან. ახალი მხოლოდ მაშინ მოვა, როდესაც ძველზე უარს იტყვით.

2. ცირკულაციის კანონი

მზად იყავით რამე დათმოთ თქვენი საკუთრებიდან, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

3. წარმოსახვის კანონი

თავდაპირველად, თქვენს წარმოსახვაში უნდა წარმოიდგინოთ საკუთარი კეთილდღეობა. ჩამოწერეთ ყველაფერი ფურცელზე და არავის აჩვენოთ, გარდა იმისა, ვისაც ენდობით. შეინახეთ ეს აღწერა სადმე ახლოს, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ.

4. შემოქმედების კანონი

ადამიანს კეთილდღეობის მიღწევა შეუძლია საკუთარი აზროვნების ენერგიით, ინტუიციით და წარმოსახვით.

5. გაცემის და მიღების კანონი

თუ რამეს გასცემთ, ის გაათმაგებული დაგიბრუნდებათ უკან. როდესაც სიკეთეს ღებულობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ირგვლივმყოფებსაც გაუნაწილოთ. სათანადო პატივისცემით უნდა მოეკიდოთ საკუთარ შესაძლებლობებს. რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატების მოპოვებისას, გაიხაროთ და თქვენი სიხარული სხვებსაც გაუზიაროთ. თუ ამას გააკეთებთ, უფრო მეტ სიკეთეს მიიზიდავთ საკუთარი თავისკე.

6. მეათედის კანონი

სამყარომ ყოველთვის უნდა მიიღოს საკუთარი მეათედი. ეს უბრალოდ, შემოსავლის წყაროს მხარდაჭერის კანონია – 10% ყველაფრისგან, რაც თქვენ გეძლევათ. დაეხმარეთ მას ვისაც უჭირს, დახარჯეთ ფული ქველმოქმედებაში. თქვენ არასდროს იცით, როდის და რა პირობებში დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ გაცემული მეათედი. აუცილებელი არ არის, რომ ეს თანხის სახით იყოს. ის შეიძლება ახალი მეგობრის ან გამოჯანმრთელების სახით მოგევლინოთ.

7. მიტევების კანონი

თუ არ შეგიძლიათ მიტევება, თქვენ ვერ მიიღებთ თქვენ წილ სიმდიდრეს. თუ სული სავსეა სიძულვილით, სიყვარული ვეღარ იპოვის მასში საკუთარ ადგილს. თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური გრძნობისგან, რომელიც შიგნიდან გღრღნით და მოსვენებას არ გაძლევთ.

ლალი ადიკაშვილი