იყო ერთი მეფე, რომელსაც სამი კითხვა მოსვენებას არ აძლევდა და ვისაც შეხვდებოდა, ყველას ეკითხებოდა: ვინაა ყველაზე საუკეთესო ადამიანი, რომელია ყველაზე კარგი დრო; და რომელი ქმედებაა ყველაზე სასიკეთო;
ერთხელ ტყეში სეირნობისას მეფე წმინდანთა სავანეს გადააწყდა და დასასვენებლად შეიარა. მას ბერი გამოეგება, შიგნით შეიყვანა და ხილით გაუმასპინძლდა. ამ დროს დაჭრილი კაცი შემოიყვანეს, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. ბერმა მას ჭრილობა დაუმუშავა, მალამო დაადო და ტკბილი სიტყვებით ანუგეშა. წასვლისას, მეფემ ბერს მადლობა გადაუხადა, მაგრამ ის სამი კითხვა მაინც აწუხებდა: შესძლებს კი ბერი, ოდნავ მაინც მოჰფინოს ნათელი ჩემს კითხვებსო? ბერმა მიანიშნა, რომ პასუხი იმ ქმედებებში იყო, რომელიც მან დღეს იხილა.
მეფის მოსვლამდე ბერი ხილს რეცხავდა,რაც მისი მოვალეობა იყო. მეფე რომ მობრძანდა, ბერმა ყველაფერი მიატოვა და, შეძლებისდგვარად მოემსახურა, როგორც ამას ტრადიცია ითხოვდა, რადგან მეფე მისი სტუმარი იყო. როცა დაჭრილი შემოიყვანეს, ბერმა მეფე ცოტა ხნით დატოვა, რათა დაჭრილისთვის გაეწია დახმარება.
ვინც თქვენგან დახმარებას ითხოვს, იმ დროს ისაა თქვენთვის ყველაზე კარგი ადამიანი.
თუკი თქვენი დახმარების შედეგად ადამიანმა შვება იგრძნო, მაშინ ეს იქნება თქვენი ყველაზე კარგი ქმედება.
ხოლო დრო, როცა სასარგებლო საქმეს აკეთებთ, ყველაზე საუკეთესოა.