ადამიანები, რომლებიც სულიერ გზას დაადგნენ და ჭეშმარიტად იღწვიან ღმერთისკენ, არ შეიძლება იყვნენ ფანატიკოსები. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, რა ენაზე და რა წარმოსახვით იგალობება ღმერთის დიდება, იმიტომ რომ ღმერთი ერთია. ეს იდეა ერთერთი მთავარია ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას მოძღვრებაში, რომლის გამონათქვამებიც მოცემულ კრებულშია წარმოდგენილი.
არსებობს მხოლოდ ერთი ენა – გულის ენა,
არსებობს მხოლოდ ერთი კასტა – კაცობრიობის კასტა,
არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია – სიყვარულის რელიგია
არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი და იგი ყველგან სუფევს.
ღმერთი ყველასთვის ერთია.
ღმერთი შაქარია, რომელსაც შეუძლია ცხოვრების მტკნარი წყალი ტკბილ ნექტრად აქციოს.
ღმერთი ყველგანაა, ყოველ ადამიანში და ყოველთვის. იგი ყველა მდგომარეობის მოწმეა. იგი ენერგიაა, რომელიც სივრცესა და დროს გამსჭვალავს და მჟღავნდება როგორც მიზეზობრიობა.
ღმერთი ყველაში და ყველაფერშია, მაგრამ ყველა ადამიანი არაა ღმერთში ,აი რატომ იტანჯებიან ისინი.
თუ გამუდმებით იფიქრებთ, რომ ღმერთი ხართ, ე.ი. ღმერთი ხართ, მაგრამ თუ თავს მტვრად თვლით, მაშინ მტვრად დარჩებით.
ღმერთი ყველაფერია. იგი ყველა ფორმაა,იგი ყველა სახელია. არ არის ადგილი, ღმერთი რომ არ იმყოფებოდეს, არ არის წამი ღმერთის გარეშე!
ღმერთი არ არის დესპოტი,რომელსაც ქვის გული აქვს. იგი თვით თანაგრძნობაა და მოწყალებაა
.ის ვისაც თაყვანს სცემენ მუსლიმანები როგორც ალაჰს, ქრისტიანები როგორც ქრისტეს, ვიშნუიტები რიოგორც ფჰულაფჰაჯუს, შივაიტები როგორც შამბჰოს, ვინც პასუხობს მათ ლოცვას ჯანმრთელობაზე,დიდხანს სიცოცხლეზე, ყველა ადამიანის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე, ერთადერთი ღმერთი, მთელი კაცობრიობის უფალია.
ეს ღმერთის სამყაროა და ყველა არსება მხოლოდ მას ეკუთვნის.
ღმერთი ერთია,მხოლოდ ერთი.ყოველთვის გახსოვდეთ ეს.ფიალა შეიძლება ნებისმიერი ფორმის იყოს,ნეტარება მასში ჩასხმულ ნექტარშია. ნექტარი ამ ნეტარებას იმ ხალხს აძლევს, რომელიც სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას განიცდის და ღმერთისკენ იღწვის. თქვენ შეგიძლიათ შესვათიგი ფიალიდან, რომელსაც ნატარაჯის, დურგას, კრიშნას, განეშას, ქრისტეს ან ნებისმიერი სხვა ფორმა გააჩნია, რელიგიურ ლტოლვას აღძრავს და ტანჯვას სპობს.
ღმერთს ყველაფერში უნდა ხედავდეთ: ლამაზსა და მახინჯში, გაყვავებულსა და დამჭკნარში . იგი ინსტიქტია მწერში, კლდეში დაფარული ენერგიაა!
შეუძლებელია ღვთაებრივ საწყისს ჩაწვდე ვედებისა და სხვა წმინდა ტექსტების უბრალო შესწავლით, აგრეთვე ბრძენთან საუბრით.
მოეკიდეთ ყველაფერს ისე როგორც ერთი და იგივე ღმერთის გამოვლინებას, როგორც ერთი და იგივე ეკრანზე პროეცირებულ სხვადასხვა გამოსახულებას, როგორც ერთი და იგივე ელექტრული დენის მეშვეობით განათებულ სხვადასხვა ფერის ნათურას.
ღმერთი ყველა არსებაშია, და ცუდი დამოკიდებულება, ვის მიმართაც არ უნდა იყოს მკრეხელობაა. განავითარეთ თქვენი სულიერება, ამიტომ თაყვანი ეცით ღმერთს, რომელიც ყოველი ადამიანის გულის ტაძარშია, აგრეთვე თითოეულ ფრინველში, თითოეულ ნადირში, ხეში, ქვაში და მტვრის ნაწილაკშია!
ის, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, რომ ერთი და იგივე ღვთაებრივი საწყისი იმყოფება ყველაფერში, იგი ერთიანია ღმერთთან და მუდამ ნეტარებაში იმყოფება ,მწერია თუ სახლის პატრონი, აქტიური მოქმედების თუ მედიტაციის გზაზეა იგი.
იმის მსგავსად, თუ ერთი ციცქნა თესლიდან როგორ იზრდება გიგანტური ხე,ასევე მთელი სამყარო წარმოიქმნება ღვთაებრივი საწყისიდან.
კარაქი რძის ყოველ წვეთში იმყოფება,წიწილა კი – კვერცხის ყოველ ნაწილში. ღმერთი კი სამყაროს ყოველ ნაწილაკში იმყოფება. იგი ძალაა, იგი საფუძველია, იგი არსია.
ვთქვათ, სპილოს ღმერთის თაყვანისცემის სურვილი გაუჩნდა. იმის გამო, რომ იგი საკუთარი ბუნებითაა განპირობებული, მას ღმერთი მხოლოდ უზარმაზარი ძლიერი სპილოს სახით შეუძლია წარმოიდგინოს; იგი უბრალოდ ვერ შეძლებს სხვანაირად წარმოიდგინოს იგი. თაგვს რომ ღმერთზე ფიქრი შეეძლოს, გიგანტური თაგვის სახით წარმოიდგენდა მას. ასევე ადამიანს ღმერთი მხოლოდ ადამიანის სახით შეუძლია წარმოიდგინოს. მანამადე, სანამ იგი საკუთარ თავზე მხოლოდ როგორც ადამიანზე იფიქრებს, იგი ღმერთის ტრანსცენდენტული ასპექტის მიღწევას ვერ შეძლებს.
ღმერთი თვით ნეტარებაა. მისი სიტყვები ტკბილია, მისი სახე ტკბილია, მისი მეტყველება ტკბილია, და იგი ნებისმიერ სიტკბოებაზე უფრო ტკბილია. მაგრამ თუ თქვენ ავად ხართ და ენაზე ნადები გაქვთ, შეიძლება იგი მწარე გეჩვენოთ. განკურნეთ თქვენი ავადმყოფობა – სიყვარულით მოეპყარით ყველა ცოცხალ არსებას.
ღმერთს არ გააჩნია კონკრეტული სახელი ან ფორმა. იგი სუფთა ენერგიას წარმოადგენს.
ღმერთი თვით სიტკბოებაა, ამიტომ შეუძლებელია არ ჰგვრიდეს სიყვარულს სამყარო, რომელიც მისი შექმნილია, და არ იყოს საამო მათთვის, ვინც უფლის ქმნილებად თვლის მას.
ღმერთი დიადი უხილავი და უცნობადია. თუმც ვერ ხედავთ ხის ფესვებს და არ იცით, თუ რა ღრმადაა გადგმული ისინი მიწაში, თქვენ მაინც რწყავთ ხეს იმისათვის, რომ წყალმა ფესვებს მიაღწიოს, ხომ ასეა? თქვენ სწორად თვლით, რომ თუ ფესვებს რეგულარულად მორწყავთ, მაშინ დროთა განმავლობაში ხე ნაყოფს მოისხამს. ამ შედარების საფუძველზე გასაგები ხდება, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ქმნილების მიზეზსა და საფუძველს წარმოადგენს. ილოცეთ ღმერთი, და იგი ერთიასად მეტ ნაყოფს მოგცემთ.
ღმერთი ყოველივე თქვენი გარემომცველია და უფრო მეტიც, იგი ყველაფერია ყველაფერში და მთელი არსებულის მიღმაც. იგი მიზეზია ყოფიერების და იმ მეცნიერების, რომლებიც უარყოფენ მის არსებობას!
ღმერთი წარმოადგენს ბოლო გაჩერებას მოგზაურობაში, რომელსაც ადამიანური ცხოვრება ჰქვია, ისევე როგორც მწიფე ვაშლი წარმოადგენს საბოლოო შედეგს კოკორის ტრანსფორმაციისა ყვავილში, შემდეგ მჟავე ნაყოფში და ბოლოს, ტკბილ და წვნიან ვაშლში.
ღმერთი რომ არ არსებულიყო, მაშინ ასევე არ იარსებებდა სიტყვა „ღმერთი“. გწამთ თქვენ ღმერთი თუ არა, თვით ეს სიტყვაა მტკიცება იმისა, რომ ღმერთი არსებობს.
სამყარო არის ღმერთის დიდება და მისი ანარეკლი.
სხეული არის ტაძარი, რომელშიაც ღმერთი იმყოფება.
ნუთუ შესაძლებელია იმის ადგილსამყოფლის მითითება, ვინც ყველგან იმყოფება? იგი ყველგან მსუფევია. მთელი გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ყველგანაა. რაც შეეხება დროს, არ შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიის ერთ პერიოდში არსებობს ღმერთი, მეორეში კი – არა. როგორ შეუძლია დროით შემოსაზღვრული იყოს ის, ვისაც არა აქვს საწყისი, შუა და ბოლო, მაგრამ ამასთან იმყოფება დროის სამივე განზომილებაში? ღმერთის ამსახველი ყოველი სიტყვა ღრმა მნიშვნელობას შეიცავს. ყველა გზავნილი აცხადებს, რომ ღმერთი მთელ არსებულში იმყოფება.
გარემომცველი ბუნება ღმერთის სამოსელს წარმოადგენს. ბუნებაში ყოფნისას თქვენ ყველგან მისი სილამაზის, სრულყოფილების, სიბრძნისა და ძალის გამოვლინებას ხედავთ. მაგრამ ღმერთის შეცნების ხელოვნება თანამედროვე ადამიანისთვის უცხოა, და ამიტომ იგი მის არსებობას უარყოფს და არასულიერების წყვდიადში ცხოვრობს.
სკეპტიკოსები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სისულელეა გჯეროდეს ღმერთის არსებობა, რომელიც არავის უნახავს. მაგრამ ადამიანები ყოველთვის ხედავენ ღმერთს, იმიტომ რომ მატერიალური სამყარო ღმერთის ფორმაა, რომელიც შეიცავს როგორც მიკროსამყაროს, ასევე მაკროსამყაროს. ვედები აცხადებენ, რომ ღმერთი ყოველ არსებაში იმყოფება. ადამიანები ღმერთს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ ბუნებას მატერიალური პოზიციებიდან განიხილავენ.
მარტო ვიყავი, არავინ მცნობდა მანამადე, სანამ ერთიანი სიტყვით მთელი სამყარო არ შევქმენი ჩემს გასახარად.
და, ჩემი არსებობა რომ დამემტკიცებინა, უცებ არსაიდან წარმოიშვა მთები, ოკეანეები, მდინარეები, ზღვები, უდაბნოები, მზე და მთვარე.
და გაჩნდნენ ცოცხალი არსებები: თქვენ – ადამიანები, ფრინველები, მხეცები. ყველა ძალით აღგჭურვეთ, ჩემი ბრძანების თანახმად.
მაგრამ ყველა არსებათა შორის ადამიანი უმაღლესი შევქმენი მე, და ჩემი ცოდნა მის გონებაში ჩავდე.
papi giorgi