ერთ ნაპერწკალს შეუძლია ძლიერი ცეცხლის დანთება. ნაპერწკლის ქვეშ კი, კრეატიულობას ვგულისხმობ. ეს არის არასტანდარტული აზროვნების შესაძლებლობა, რომელიც უფლებას გაძლევთ, ფანქრისა და ფურცლის მეშვეობით შექმნათ კონცეპტი ან მოიფიქროთ სარეკლამო სლოგანი.
გთავაზობთ 5 სავარჯიშოს, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ კრეატიულობა.
ორი შემთხვევითობა.
აიღეთ ლექსიკონი და აირჩიეთ ორი შემთხვევითი სიტყვა. უბრალოდ, გადაშალეთ ნებისმიერ ფურცელზე და თითი დაადეთ ნებისმიერ სიტყვას. შეადარეთ ეს ორი სიტყვა და იპოვეთ რაიმე საერთო. მოიფიქრეთ გიჟური ისტორია, რომელშიც მოათავსებთ ამ ურთიერთკავშირს.
არანორმალური გენეტიკოსი.
აიღეთ ქაღალდის სუფთა ფურცელი და ფლომასტერი. ძალიან კარგია, თუ არ შეგიძლიათ ხატვა, რადგანაც სილამაზეს და შედეგს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია – პროცესი. დახატეთ რამე, რაც ყველაზე მეტად შეიცავს თქვენთვის ცნობილი ყველა ცხოველის ნიშანს. სავარჯიშოს მიზანია, დაარღვიოთ ლოგიკა და საღი აზროვნება, რითაც გააკეთებთ აქცენტს კრეატიულობაზე.
შეშლილი არქიტექტორი.
ცხოველებიდან გადავიდეთ არქიტექტურაზე. მოდით, დავხატოთ სახლი. თუმცა სანამ ამას შეუდგებით, აირჩიეთ 10 ნებისმიერი სიტყვა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, როგორც არქიტექტორს, შეგიკვეთეს სახლის პროექტი. დამკვეთმა 10 აუცილებელი პირობა წარგიდგინათ. ეს ის 10 სიტყვაა, რომელიც შეარჩიეთ. მაგალითად: „ფორთოხალი“-თქვენი სახლის სახურავი უნდა იყოს ნარინჯისფერი, „თეფში“- გააკეთეთ მრგვალი ფანჯრები სააბაზანო ოთახში და ა.შ.
10+10.
აირჩიერთ ნებისმიერი სიტყვა, აუცილებლად უნდა იყოს არსებითი სახელი. ახლა კი, ჩამოწერეთ 5 ზედსართავი სახელი, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად უხდება არჩეულ არსებით სახელს. მაგალითად, „წინდები“ – შავი, თბილი, შალის, ზამთრის, სუფთა. ახლა კი ჩამოწერეთ 5 ზედსართავი სახელი, რომელიც მას საერთოდ არ შეესაბამება. თუმცა, აქ ყველა ჩერდება, მათი მოფიქრება არცთუ ისე ადვილია. გადახედეთ აღქმის სხვადასხვა სფეროებს და იპოვეთ საჭირო სიტყვები.
სახელწოდება.
როდესაც დაგაინტერესებთ რამე საგანი, ეცადეთ მოუფიქროთ სახელი. ის შეიძლება ნებისმიერი სახის იყოს. სავარჯიშოს მიზანი – აუცილებელია, რომ სახელწოდება მოგეწონოთ თქვენ.