Skip to content

სად იკარგება ჩვენი სასიცოცხლო ენერგია, ანუ შინაგანი დიალოგი და მისი მართვის მეთოდები

ჩვენ თავში, ისე როგორც, ფუტკრები სკაში მუდმივად ირევიან ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები, ჩვენ განუწყვეტლივ გადავდივართ ერთი აზრიდან მეორეზე და თითოეული მათთაგანი დაუსრულებლივ ცდილობს მიიპყროს ჩვენი ყურადღება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირად ჩვენი ყოველდღიური ფიზიკური გადაღლილობის შეგრძნება გამოწვეულია, არა ფიზიკური დატვირთვით, არამედ გონებაში წარმოშობილი, ქაოტურ აზრთა მუდმივი ცვალებადობით, გამოწვეული შინაგანი დიალოგის არსებობით საკუთარ თავთან. რაც უფრო მეტად ვეფლობით თვითკრიტიკის და აზრთა სამყაროში, მით მეტ ენერგიას ვხარჯავთ და მით უფრო მეტად ვცილდებით კონკრეტული პრობლემების რეალური მოგვარების შესაძლებლობას.

თუ ჩვენ შევძლებთ, ჩვენ გონებაში არსებულ შინაგანი დიალოგის გაკონტროლებას, რაც არ უნდა მძიმე ფიზიკურ სამუშაოთი ვიყოთ დაკავებული, მაინც გაგვიუმჯობესდება სხეულის დადებით ენერგეტიკული პოტენციალი და შევძლებთ მთელი ენერგიის მიმართვას კონკრეტული ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრისაკენ.

ფსიქოლოგებმა შეიუმუშავეს კონკრეტული მეთოდოლოგია, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ამ პრობლემას. გთავაზობთ 3 ყველაზე გავრცელებულ გაკვეთილს, ამ პრობლემის დასაძლევად:

გაკვეთილი 1

ჩავუფიქრთდეთ ჩვენ აზრებს, საიდან ჩნდებიან ისინი, როგორ გარდაიქმნებიან , რა ასოციაციებს იწვევენ და ბოლოს სად, რა მიმართულებით ქრებიან? ამ დაკვირვების პროცესში აღმოვაჩენთ რომ აზრთა უმეტესობა ჩვენიც არაა, ისინი თითქოსდა სპონტანურად წარმოიშვებიან და თან ქაოტურად ენაცვლებიან ერთმანეთს , ჩვენ უბრალოდ დავაკვირდეთ გონებაში აზრთა წარმოშობის უწყვეტ პროცესს და არ შევჩერდეთ კონკრეტულად არც ერთ მათგანზე

გაკვეთილი 2

წარმოვიდგინოთ შავი წრე(ბურთი) რაღაც წარმოსახვითი ვირტუალური სივრცის ცენტრში. ჩვენ გონებაში დავამყაროთ კავშირი წრესა და ჩვენ აზრებს შორის, ჩვენი საბოლოო ამოცანაა მივაღწიოთ აზრებისგან თავისუფალი შავი წრის სტატიკურ, მყარ დაფიქსირებას სივრცის ცენტრში. როგორც კი აზრები აღმოცენდებიან ,წარმოვიდგინოთ რომ შავი წრე კარგავს ფიქსირებულ ცენრალურ პოზიციას და თითქოსდა წრე ირღვევა, რაც უფრო ძლიერია აზრი , მით მეტად ინაცვლებს შავი წრე საწყისი ცენტრალური პოზიციიდან. შედარებით ნაკლები ინტენსივობის აზრების წარმოდგენის შემთხვევაში შავი წრე მხოლოდ ოდნავ იცვლის ადგილმდებარეობას, თითქოსდა მცირედ ვიბრირებს მხოლოდ. მაშასადამე ჩვენი ამოცანაა წრეს უძრავი, სტატიკური მდგომარეობა შევუნარჩუნოთ ვირტუალურ სივრცის ცენტრში. აზრები რომელებიც წარმოდგენაში უკვე გვაქ დაკავშირებული შავ წრესთან , როგორც კი გაჩნდებიან და შეარყევენ წრის ცენტრალურ პოზიციას, დავბლოკოთ ისინი, არ მივცეთ საშუალება შავი წრის ადგილმდებარეობის შეცვლის. კვლავ და კვლავ ნებიყოფის ძალით დავაბრუნოთ წრე წარმოსახვითი სივრცის ცენტრში.

გაკვეთილი 3

ამოვირჩიოთ მყუდრო ადგილი დავჯდეთ ან წამოვწვეთ მოხერხებულად. 1-5 წუთის განმავლობაში გადავიტანოთ ჩვენი მთელი ყურადღება საკუთარ მშვიდ სუნთქვაზე. თუ ჩვენ მოვახერხებთ და ბოლომდე მოვდუნდებით , ჩავთვალოთ რომ მიზანს მივაღწიეთ და

ემოციურ შინაგან გაწონასწორება შევძელით. ეხლა კარგად მივაყურადოთ, თითქოსდა თავში რაგაც ბგერები გვესმის. ჩუმი ბგერები . ვიღაცისთვის ეს იქნება ჩუმი გუგუნის მაგვარი, ვიღაცისთვის ჩუმი წრიპინის მაგვარი ბგერები. მოვახდინოთ კონცეტრირება ამ ბგერებზე და მივხვდებით რომ აზრები ქრებიან. თუ ხშირად გავაკეთებთ ამ სავარჯიშოს მივხვდებით , რომ ეს ჩუმი გუგუნის ხმა შეიძლება გავიგონოთ ნებისმიერ ადგილას სიჩუმეში თუ ხმაურშიც კი.

ადრე თუ გვიან თუ ჩვენ ამ გაკვეთილებს ხშირად გავიმეორებთ, მივხვდებით რომ შეგვიძლია გავაკონტროლოთ შინაგანი დიალოგი, დავბლოკოთ არარაციონალური ქაოტური აზრები, გავანთავისუფლოთ გონება დაუსრულებელი ფიქრთა ქაოსისგან და დავკავდეთ პრაქტიკული, რაციონალური ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრით.