უცნაური და მშვენიერი ფაქტები ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება და ზოგჯერ, შეუძლებელია ამის შესახებ არაფერი თქვა. წარმოიდგინეთ, რამდენ საოცარ ისტორიას, მხიარულ მოგონებას და სასწაულს გვჩუქნის ახალი წელი. ამ სტატიაში თავმოყრილია ანონიმური გზავნილები, რომლებიც საახალწლო განწყობას აგვიმაღლებს.
- ახალი წლისთვის ფიფქიად ვმუშაობ. ერთხელ მიგვიწვიეს ბავშვთან, რომელსაც არ სჯეროდა თობლის ბაბუის. ჩვენ შევასრულეთ ყოველგვარი საიდუმლოება, მეწყვილედ საუკეთესო თოვლის ბაბუა შევარჩიე, მაგრამ ბავშვი მაინც უნდობლად გვიყურებდა. თამაშის დროს გოგონას თვალები გაუბრწყინდა: „თქვენ ნამდვილები ხართ! – წამოიძახა მან. – ფიფქიას ყინულის ხელები აქვს!“
- ახალი წლის შემდგომ, სეირნობისას, სრულებით უცხო ადამიანებს შევხვდით, რომლებმაც შემოგვთავაზეს – „მოდით, უბრალოდ, ჩავეხუტოთ!“ . ჩავეხუტით ერთმანეთს და ერთად გავუშვით საჰაერო ფარნები. ამ ადამიანებმა შექმნეს ჩემი ახალი წელი.
- დრო გადის, ყველაფერი იცვლება. დედაჩემი კი, კვლავ ტრადიციულად მალავს სადღესასწაულოდ გამზადებულ კანფეტებს აივანზე და იმედი აქვს, რომ ამჯერად ნამდვილად ვერ ვიპოვი.
- რვა წლის მანძილზე, ყოველ ახალ წელს, რომ ფოიერვერკებს მთელი ქალაქი ჩემს საპატივცემულოდ უშვებდა. ვიქნევდი ხელს ფანჯრიდან და ვგრძნობდი თავს მეფედ. ყოჩაღ მამას, რომელმაც ეს რწმენა შემიქმნა!
- მე 23 წლის ვარ, ჩემი და 20-ის. ჩვენთვის ჯერ კიდევ ინახავს დედა ახალი წლის ღამეს ნაძვის ხის ქვეშ ტკბილ საჩუქრებს. ენით აღუწერელი გრძნობაა, როცა დილით ერთმანეთის ვასწრებთ ნაძვის ხისკენ მისვლას. ჩვენ, ნაბახუსევები და ძალიან ბედნიერები ვჭამთ ტკბილეულს. დედა, როგორ მიყვარხარ!
- სანამ საათი დარეკავდა, სურვილის ჩაფიქრება მინდოდა. სურვილების დიდი რაოდენობის გამო, ვერ გადავწყვიტე, რა ამერჩია. დაბნეულმა, ვერაფრის ჩაფიქრება მოვასწარი.
- სანუკვარი ოცნება მაქვს: ძალიან მინდა ცხოვრება პატარა ქალაქში, სადაც ბავშვობიდან ყველა ერთმანეთს იცნობს – ერთგვარი ქალაქი-ოჯახი. უბრალოდ, წარმოიდგინეთ მასში საახალწლო ატმოსფერო.
პირველ კლასში რომ ვიყავი, ახალი წლის დილის სპექტაკლზე კლასის ყველა გოგოს სურდა ყოფილიყო ფიფქია ან პრინცესა. მე კუ-ნინძობა მინდოდა, მაგრამ ოცნება არაფრით ამისრულდა. - ძალიან მიყვარს ზამთარი. თოვლის ხრაშუნი ფეხებქვეშ, თბილი სვიტრები, ცხელი ჩაი, ახალი წლის მოახლოება და მანდარინები! მაგრამ ყველაზე მშვენიერი ისაა, რომ შესაძლებელია, მაღაზიაში ტკბილეულისთვის პირდაპირ პიჟამოთი, ვარცხნილობის გარეშე, ჯინსებით და ქუდით გახვიდე.
- მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, როცა თოვლის ბაბუის სამოსში გამოწყობილი მივედი ჩემს 3 წლის ბიჭთან, მან კი ფეხსაცმელზე დამხედა და თქვა: „მამა“.
- დღეს ფოსტის ფილიალის ახლოს გავიარე და გავიგონე, როგორ ეუბნებოდა მამა თავის 10-წლამდე შვილს: „ხედავ საფოსტო ყუთს? ჩააგდე წერილი თოვლის ბაბუისთვის“. მთელი დღეს კარგი განწყობა მქონდა.
შორეულ ბავშვობაში, პირველი იანვრის დილას, კართან, თოვლის ნამქერში მე და ჩემს და-ძმას საჩუქრები გველოდა. ერთხელ, ჩვენი თანატოლი ნათესავი გოგონა მოვიდა და გვითხრა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და საჩუქრები დედას მოაქვს. სახლში გამაყრუებელი ბღავილი ისმოდა. აღმოჩნდა, რომ დედ- მამას გამოჰქონდათ საკუჭნაოდან 46 ზომა ფეხსაცმელი და სანამ გვეძინა, აკეთებდნენ თოვლის ბაბუის ნაბიჯებს და აწყობდნენ საჩუქრებს ნამქერზე. მე მადლიერი ვარ მშობლების იმ მაგიური ახალი წლებისთვის.
სამსახურიდან დაღლილი მოვედი და ვიპოვე ძალა, რომ ოთახის დალაგების სამსაათიანი პროცესის შემდეგ, ფანჯრებზე გირლანდები დამეკიდა. ახლა გირლანდებით განათებულ ოთახში ვწევარ დივანზე და ვყრი მანდარინის კანებს და კანფეტის ქაღალდებს იატაკზე. სიამოვნებაა… - დავდიოდი თოვლის ბაბუის სამოსით ქუჩაში და ვახალისებდი ხალხს. ორმა კაცმა სასმელი შემომთავაზა, ბევრმა ფოტოები გადაიღო ჩემთან, 30 წლის ქალმა კანფეტის გამო ლექსი წამიკითხა. თოვლის ბაბუობა მაგარია!
- ბავშვობაში, როცა სახლში საახალწლო გადაცემებს ვუყურებდით, ძალიან მეცოდებოდნენ ვარსკვლავები, რომლებსაც არ შეეძლოთ ახალი წლის ღამე ოჯახში გაეტარებინათ. ჩემს სიხარულს საზღვრები არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ გადაცემების ჩაწერა წინასწარ ხდებოდა. ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, გაატარეთ იგი საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან ერთად!
- იმდენად ღარიბი სტუდენტი ვარ, რომ ნაძვის ხე წინდებით მოვრთე.
- ახალ წელს ყოველთვის მოუთმენლად ველი. ვგიჟდები სასწაულის მოლოდინზე. საჩუქრების მზადებას ადრიანად ვიწყებ, მაგრამ არცერთ წელს განსაკუთრებული არაფერი ხდება. მიუხედავად ამისა, ყოველ ახალ წელს ველი სასწაულს და იმედი მაქვს, რომ ბავშვური გულუბრყვილობა ჩემთან მთელი ცხოვრება დარჩება. სიცოცხლეში ხომ ყოველთვის უნდა იყოს სასწაულების ადგილი.
- დედასთან ერთად, ყოველ ახალ წელს დავდიოდით მაღაზიებში ახალი სათამაშოს შესაძენად, რომელიც აუცილებლად შუშის და ულამაზესი უნდა ყოფილიყო. ახლა ეს არ ხდება და ძალიან მენატრება…
- შევნიშნე, რომ ბავშვები ახალი წლის და თოვლის ბაბუის შესახებ ჟღურტულებენ. ბაღში ნასწავლ სიმღერებს მღერიან ყველგან – სალაროს რიგში, სამარშრუტო ტაქსებში, მეტროსა თუ ქუჩაში. მთელი დღე კმაყოფილი დავდივარ. მალე ახალი წელია!