Skip to content

რწმენის ძალა და ურწმუნოების უსაფუძვლობა

გვალვიანი ზაფხული იყო და ერთი პატარა სოფლის მცხოვრებლებს მოსავლის ბედი აწუხებდათ. ერთ კვირა დღეს თავიანთი ტაძრის მღვდელს მიმართეს რჩევისთვის.

– მამაო, რამე უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ მოსავალი გაგვიჩანაგდება.

– თქვენ მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით ლოცვა გევალებათ, დანარჩენს ღმერთი მოგვმადლებს.ლოცვა რწმენის გარეშე- ლოცვა არ არის. ილოცეთ და შემდეგ კვირას ვნახოთ თქვენი ლოცვის შედეგი – უპასუხა მათ მღვდელმა.

მთელი მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში თანასოფლელები დღეში ორჯერ იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, რათა ღმერთს მათთვის წვიმა მოევლინა. კვირას ისინი მღვდელთან მივიდნენ.

– ხო ხედავ, არაფერი გამოდის, მამაო! ყოველდღე ვიკრიბებოდით და ვლოცულობდით, წვიმა კი აი, შენც ხედავ, არა და არ მოდის.

– თქვენ ნამდვილად რწმენით ლოცულობდით? – ჰკითხა მღვდელმა.

მათ დარწმუნება დაუწყეს, რომ ნამდვილად რწმენითა და ღვთის იმედით ლოცულობდნენ.

– არ მჯერა! – უთხრა მათ მღვდელმა. – თქვენ რწმენის გარეშე ლოცულობდით, რადგან არც ერთ თქვენგანს, როცა დღეს აქ მოდიოდი,თან ქოლგა არ წამოუღია.