Skip to content

რჩევები, თუ როგორ დავაღწიოთ თავი მღელვარების გრძნობას

“არ შეიძლება ნახერხის გახერხვა, რადგან ის უკვე გახერხილია. ასევეა წარსული. როცა თქვენ იხსენებთ და განიცდით იმ შემთხვევებს,რაც უკვე მოხდა და წარსლულს ჩაბარდა, თქვენ უბრალოდ ნახერხის ხერხვას ცდილობთ!” – დეილ კარნეგი

მღელვარების გრძნობის ანალიზის ძირითადი მეთოდები

1.  როგორ გავაანალიზოთ და გადავწყვიტოთ პრობლემები, რომლებიც წარმოშობენ მღელვარების გრძნობას?

გაურკვევლობა, მღელვარების გრძნობის მთავარი მიზეზია. მღელვარებათა უმეტესობა მოდის იმ ხალხიდან, რომლებიც ცდილობენ მიიღონ გადაწყვეტილება ისე, რომ არა აქვთ საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, რასაც უნდა დაემყაროს მათი გადაწყვეტილება;

ამიტომაც აუცილებელია ანალიზის სამი საფეხური:

ა) შეაგროვეთ ფაქტები (ზუსტად ჩაიწერეთ, რა გაწუხებთ)
ბ) გაანალიზეთ ფაქტები (დაწერეთ, რა შეიძლება გააკეთოთ)
გ) მიიღეთ გადაწყვეტილება (გადაწყვიტეთ რა უნდა გააკეთოთ)

ამის შესახებ, მაშინვე დაიწყეთ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება და ნუ იფიქრებთ შედეგებზე;

2. როგორ შეიძლება გადაწყვიტოთ თქვენს სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემების 50%. მიდგომა შეიძლება იყოს ასეთი. უპასუხეთ კითხვებზე:

I. რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?
II. რა არის მისი წარმოქმნის მიზეზი?
III. რა გზები არსებობს პრობლემის შესაძლო გადაწყვეტისთვის?
IV. პრობლემის გადაწყვეტის რომელ გზას ამჯობინებთ თქვენ?

და 6 წესი , თუ როგორ დააღწიოთ თავი მღელვარების გრძნობას, ვიდრე იგი დაგეუფლებათ.

წესი 1. განდევნეთ მღელვარების გრძნობა მუდმივი საქმიანობით. აქტიური მუშაობა, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია;

წესი 2. ნუ აღელდებით უმნიშვნელო ამბების გამო. ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი ბედნიერება დაინგრეს წვრილმანების გამო.

წესი 3. თქვენთვის ამაღელვებელ გარემოებათა მიმართ გამოიყენეთ ალბათობის თეორიის კანონი. შეეკითხეთ თქვენს თავს: “როგორია ალბათობა იმისა, რომ ეს საერთოდ შეიძლება მოხდეს?!”

წესი 4. შეურიგდით იმას, რაც გარდაუვალია, თუ იცით, რომ გარემოება თქვენს ძალებს აღემატება და თქვენ თუ არაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, უთხარით თქვენს თავს “დიახ, ეს ასეა და არ შეიძლება სხვაგვარად იყოს!”

წესი 5. ისწავლეთ დროულად შეჩერება, გადაწყვიტეთ თქვენთვის, რა ზომით შეიძლება აღელვება ამა თუ იმ გარემოების გამო და ნუ გაიღებთ ზედმეტს.

წესი 6. დაე, წარსულმა თვითონ დამარხოს თავისი თავი, ნუ დაიწყებთ ნახერხის ხერხვას!