რას ჰგავს ჩვენი ცხოვრება და როგორი იქნება ის ან როგორია ახლა–ადამიანთა უმრავლესობას ეს კითხვა მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებს. მე შემიძლია ერთი ვთქვა, რომ ადამიანი მხატვარია და შემოქმედი მთელი თავისი ცხოვრების.
აი, ცხოვრება კი დაუმთავრებელი სურათია ჯერ კიდევ ადამიანის ყოფის განმავლობაში. ცხოვრების ბოლოს სურათი თავის დასრულებეულ სახეს იღებს. ის შეიძლება იყოს შედევრი ან არა.
შედევრის შემთხვევაში ესეიგი ადამიანს ფუჭად არ უცხოვრია და თავისი პატარა კვალიც დაუტოვებია ამ წუთისოფელში. ცხოვრება ერთს გვასწავლის–წარმატება სერიაა წარუმატებლობისა და ალბათ ღირს იბრძოლო, იწვალო, სხვებისგან ყველაფერი აიტანო, რომ ბოლოს შენი ცხოვრების დასრულებული სურათი შედევრი იყოს, რომლითაც უბრალოდ ძალიან იამაყებ.
ხშირად ადამიანთა შრომა სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი ხდება, რომ მათაც იბრძოლონ, სხვებსი უღირსად მოპყრობას ყურადღება არ მიაქციონ და იცოდნენ ერთი რამ–საკუთარი თავის ფასი, სიყვარული კი ამის საწინდარი უნდა იყოს. სიყვარული საკუთარი საქმის, რწმენის, სიცოცხლის და სილამაზის. მხოლოდ ძლიერი და ეგოისტური სიყვარული თუ მიგვიყვანს მიზნამდე.
წლების მერე, როცა ხანშიშესულები ამაყად ვიტყვით, რომ ყველაფერი ეს ღირდა იმისთვის, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გვეამაყა ჩვენი ნამოღვაწარით და კმაყოფილებს იმ სიმაღლიდან გადმოგვეხედა, სადაც ასვლა მხოლოდ ერთხელ შუეძლია ადამიანს. უმნიშვნელო წარმატების შემთხვევაშიც კი ის მაინც შენ გეკუთვნის, შენი მიღწეული და შექმნილია და თუკი ვინმემ მიაღწია ამ მიზანს უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენც შეგვიძლია იგივე, როცა ის მთელი გულით გსურს.
გამომგზავნი/ავტორი: ანა მოსაშვილი