შევეცდები აგიხსნათ, თუ რაში მდგომარეობს უსარგებლო კამათის არსი:
დავუშვათ, რომ ორი პიროვნება კამათობს. ორივეს აქვს საკუთარი აზრი და ცდილობენ დაუმტკიცონ ერთმანეთს თავიანთი სიმართლე. უსარგებლო კამათის სიტუაციაში არცერთი მათგანი კარგად არ უსმენს მეორეს. უფრო მეტიც როდესაც ე.წ ოპონენტი საუბრობს ამ დროს, მეორე ფიქრობს, თუ რა არგუმენტი შეიძლება დაუპირისპიროს მას. (უკეთესად, რომ მიხვდეთ ამას შეეცადეთ დააკვირდეთ საკუთარ თავს და თქვენთან მოკამათეს კამათის პროცესში).
სარგებლიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს კამათი, თუ მხარეები მოსაზრებებს გაცვლიან და ერთმანეთის არგუმენტებს გულისყურით მოუსმენენ.
ალბათ საინტერესოა, თუ რა იწვევს საუბრის უსარგებლო კამათში გადაზრდას?
როდესაც ვინმეს თქვენს აზრს არ ეთანხმება ეს არაცნობიერად თქვენს გაბრაზებას იწვევს და თქვენში საკუთარი აზრის დაცვის ინსტიქტი იღვიძებს.
და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ საუბარი უსარგებლო კამათში არ გადაიზარდოს?
პირველი ნაბიჯი არის ის, რომ დავეთანხმოთ საწინააღმდეგო აზრის მფლობელის მოსაზრებას. ეს ძალიან მარტივი ნაბიჯი, თქვენს ოპონენტში არაცნობიერად წარმოქმნილ უარყოფით ემოციებს მომენტალურად აქრობს და საუბარიც სარგებლიანი კამათისაკენ იხრება.
ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე სწორედ ამას აკეთებდა.
იგი კარგად ფლობდა ადამიანთა დარწმუნების ხელოვნებას და ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ ეუბნებოდა : “არა თქვენ მართალი არ ხართ” ! იგი ეთანხმებოდა მათ აზრს და ამის შემგომ იყენებდა თავის მიერ შემუშავებულ შეკითხვების დასმის ტექნოლოგიას, რომელსაც დღეს “სოკრატეს მეთოდს” უწოდებენ. მის მიერ დასმული შეკითხვები გათვლილია იმაზე, რომ მოსაუბრისაგან დადებითი პასუხი მიიღო.
სოკრატე ისეთ შეკითხვებს სვამდა, რომ მოსაუბრე იძულებული იყო დადებითად ეპასუხა მისთვის. სვამდა ისეთ კითხვებს, რომ მოსაუბრე საუბრის პროცესშივე ჩასწვდომოდა საგნის არსს და თვითონვე მისულიყო იმ დასკვნამდე, რასაც იგი რამოდენიმე წუთის წინათ უარყოფდა..
ასე, რომ თუ გსურთ ადამიანი დაარწმუნოთ :
1.ნუ გადაზრდით საუბარს “უსარგებლო კამათის პროცესში” , დაეთანხმეთ თქვენს მოსაუბრეს.
და ამის შემდეგ
2. დასვით შეკითხები, რომლებზეც თქვენი არგუმენტებისათვის სასარგებლო პასუხებს მიიღებთ.