ცხოვრება გვასწავლის ამას. როდესაც ფეხზე წამოდგებით შესაძლოა ისევ დაეცეთ და როცა ძირს წევხართ გაქვთ შესაძლებლობა,რომ ისევ ფეხზე წამოდგეთ. ამ რჩევას დიდი ზარ-ზეიმითა და განსაკუთრებული სიამაყით არ გაძლევთ. ეს საიდუმლო არაა: თქვენ ძირს დაეცემით, წაიბორძიკებთ, ძლიერად გკრავენ ხელს, შეიძლება სახითაც კი დაეცეთ ძირს, თუმცა ყოველთვის როდესაც ეს მოხდება ისევ ფეხზე დადგებით. წამოდგებით ზუსტად იმ სისწრაფით, როგორც შეგიძლიათ. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო დაგჭირდებათ ამისათვის. გახსოვდეთ, წარმატების განმარტება ყოველთვის ასე გამოიყურებოდა და ეს აქსიომა არასოდეს შეიცვლება: “ფეხზე წამოდგე იმაზე მეტჯერ, ვიდრე ძირს დაეცემი.”
გამოცდილებამ მასწავლა, რომ უფასო არაფერია და არც ცხოვრებაა ადვილი. სიცოცხლე რთულია, ძალიან რთული, წარმოუდგენლად რთული. ყოველთვის იმაზე მეტჯერ მარცხდები, ვიდრე იგებ – არავინ მოგცემს რამეს. ამ დროს, წარმოუდგენლად რთულია თავი მაღლა ასწიო, კისერი გაასწორო და ყველა სირთულე დასძლიო. ეს ძალიან რთულია, უჩვეულოდ რთული, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი.
გსურთ იმაზე მეტი, ვიდრე ახლა გაქვთ? დაამტკიცეთ ეს! გსურთ გამოიყენოთ საუკეთესო შესაძლებლობა? მიდით, არჩევანი თქვენზეა! თუ მტკიცედ გადაწყვეტთ ამას, მაშინ გაიგებთ სადაა თქვენი ადგილი ცხოვრებაში, სად გსურთ, რომ იყოთ – მაშინ აღარასოდეს დაიხევთ უკან, ვიდრე მიზანს არ მიაღწევთ! აი, ასე ყალიბდებიან გამარჯვებულებად. ყველა ადამიანს სურს მიაღწიოს წარმატებას.ჩვენ ყველას გვსურს გამარჯვება და ეჭვგარეშეა, რომ ყველას შეგვიძლია გავიმარჯვოთ ამ რბოლაში.
ასე რომ გონს მოდით, წინ წადით, იჩქარეთ, დაისახეთ უფრო მაღალი მიზნები და იცხოვრეთ იმაზე უკეთესად, ვიდრე აქამდე ცხოვრობდით! თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა… გააკეთეთ ეს თქვენთვის… დაუმტკიცეთ საკუთარ თავს,რომ შეგიძლიათ!
ავტორი:გარი რეიზერი; თარგმანი: 4motivi.com