Skip to content

როგორ მოვამზადოთ წარმატებული საჯარო სიტყვა

როგორც კვლევები ადასტურებს, ადამიანების 75 პროცენტს საჯარო გამოსვლის შიში აქვს. ხშირად გსმენიათ კითხვები ან თავადვე დაგბადებიათ: ,,როგორ შეიძლება დავამუშაო საპრეზენტაციო უნარები?’’, ,,როგორ მოვიქცე, რომ საჯარო გამოსვლისას თავი კომფორტულად ვიგრძნოთ?’’.

ამაში მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა დაგეხმარებათ:

  1. თუკი მხიარული ხართ, ნურაფერს შეცვლით. არც ზედმეტი სერიოზულობა მოგიტანთ ზიანს. უბრალოდ იყავით ის, ვინც ხართ. არ არსებობს კონკრეტული წესები. უბრალოდ ეცადეთ, თქვენი იდეები და გამოცდილება სხვებს გაუზიაროთ. ეს დაგეხმარებათ.
  1. თუკი საჯარო გამოსვლისას იმაზე ფიქრობთ, როგორ გააკეთოთ კარგი მოხსენება, სათქმელზე კონცენტრაციის გადატანა გაგიჭირდებათ. სჯობს, იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაანახოთ ნაცნობი თემა განსხვავებული კუთხით.
  1. ვისურვებდი, საჯარო გამოსვლის შიშის დასაძლევად რაიმე მარტივი გზა მეპოვა, თუმცა ეს არც ისე ადვილია. დასკვნა ერთია, რაც მეტს ვსაუბრობ, თავს მეტად კომფორტულად გრძნობ. ასე რომ, ეძებეთ გზები პრაქტიკისთვის. იარეთ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, შეხვედრებზე. ამ გზით შეძლებთ უნარების განვითარებასა და ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას.
  1. არსებობს ათასობით TED ვიდეო, რომელიც საუბრის გაუმჯობესებაში გეხმარებათ. პრეზენტატორები რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებიან. უყურეთ, რიგორ გვიზიარებენ ფიქრებს და ამყარებენ კონტაქტს აუდიტორიასთან. დააკვირდით, როგორ იპყრობენ მაყურებლის ყურადღებას.
  1. თავად გადაიღეთ თქვენი საუბარი. ამით თქვენ უკეთ შეაფასებთ საკუთარ გამოსვლას. ვიდეოდან შევიტყვე, რომ საჯარო გამოსვლისას უაზროდ ვბოდიალობდი, შემდეგ ამაზე დაკვირვება დავიწყე და შევცვალე კიდეც. ამ გზით საკუთარი თავის სხვისი თვალით დანახვას შეძლებთ.
  1. საჯარო გამოსვლისას საჭიროა კარგად გესმოდეთ სათქმელი. ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვასიტყვით გაიმეოროთ ის, რაც დაიმახსოვრეთ. უბრალოდ კარგად მომზადება და სათქმელის თავმოყრაა საჭირო. კარგად შესწავლილ თემაზე საუბარი არ გაგიჭირდებათ და იმპროვიზაციასაც ადვილად შეძლებთ.

 მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა