დონა მარია ჯილო 92 წლის ასაკშიც კი ძალიან ელეგანტურია. დილის 8 საათზე უკვე გამოწყობილია, ვარცხნილობასაც დაიყენებს და მიუხედავად სუსტი მხედველობისა, დახვეწილი მაკიაჟიც სულ აქვს გაკეთებული.
აი, რა უპასუხა მხცოვანმა ლამაზმანმა კითხვაზე: “როგორ დავრჩეთ ახალგაზრდა?”
- არ იფიქრო ციფრებზე, რომლებიც უმნიშვნელოა. ციფრებში შედის ასაკი, წონა და სიმაღლე. დაე, ექიმებმა ინაღვლონ ამაზე.
- იახლობლე მხოლოდ მხიარულ ადამიანებთან. უკმაყოფილო და წუწუნა ადამიანები უკან დაგხევენ ცხოვრებაში.
- გააგრძელე სწავლა. მეტი გაიგე კომპიუტერებზე, ხელობებზე, მებაღეობაზე – რაზეც გენებოს, იმაზე.
- დააფასე ყველა წვრილმანი.
- ხშირად იცინე, ხმამაღლა და დიდხანს. იცინე, მანამ სუნთქვა შეგეკრება. და თუ გყავს ისეთი მეგობარი, რომელიც ბევრს გაცინებს, მეტი დრო გაატარე მასთან.
- ცრემლებიც იქნება. იგლოვე, გამაგრდი და გააგრძელე ცხოვრება. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენთან ერთად დარჩება მთელი ცხოვრება – ეს თავად შენ ხარ. იცხოვრე, მანამ ცოცხალი ხარ.
- გარშემო შემოიკრიბე ყოველივე ის, რაც გიყვარს. იქნება ეს ოჯახი, ცხოველები, მცენარეები, ჰობი თუ სხვა რამ.
- შენი სახლი – შენი თავშესაფარია. გაუფრთხილდი მას!
- გაუფრთხილდი შენს ჯანმრთელობას. თუ კარგია – შეინარჩუნე, თუ მერყევი – მიმართე დახმარებას.
- ნუ დაბრუნდები იქ, სადაც დამნაშავედ გრძნობდი თავს. იარე მაღაზიებში, სხვა ქვეყანაშიც კი წადი, ოღონდ არა იქ, სადაც ოდესღაც სინდისი გქენჯნიდა.
- უთხარი საყვარელ ადამიანებს, თუ როგორ გიყვარს ისინი და გამოიყენე ნებისმიერი მომენტი, რომ იყო მათთან ერთად.
მოამზადა ნინო მაზანიშვილმა