როგორ ვიპოვოთ ჩვენი დანიშნულება
საქმით ხართ დაკავებული, კარგათაც გამოგდით, თითქოს და ყველაფერი ჩვეულებრივზე უკეთესადაა, მაგრამ მაინც გეუფლება შეგრძნება, რომ თითქოს რაღაც გაკლიათ, რაღაც მნიშვნელოვანი. იწყებთ ფიქრს იმაზე თუ რა ცდება თქვენ თავს?! დრო გადის, დილით ადგომა და სამსახურში წასვლა უფრო და უფრო რთული ხდება. დღითიდღე ყველაფერი ძველმა აზრს კარგავს, ახალი საქმე კი ჯერ არ ჩანს. ფსიქოლოგები ამას „კრიზისს“ ეძახიან, ზოგჯერ ასაკობრივ „კრიზისს“. ეს იმის სიმპტომებია, რომ ადამიანი ცხოვრობს თავის მიზნებთან შეუსაბამოდ. კრიზისი – ეს არის, როდესაც საჭიროებები იმდენად გვაბნევს რომ ვერ გვიპოვია ჩვენი დანიშნულება. ვერ მიგვიგნია იმ საქმისთვის, რაც ყველაფერზე მეტად გვახარებს.
მაშ როგორ ვიპოვოთ ჩვენი დანიშნულება?
1.ეძიეთ თქვენში. არ ელოდოთ რომ ვინმე გეტყვით, თუ რა არის თქვენი დანიშნულება. არავინ არ იცის თქვენზე უკეთ, რა გაგახარებთ და რა მოგიტანთ ბედნიერებას.
2.ჰკითხეთ თქვენს თავს: რისგან ვღებულობ სიამოვნებას? რომელი საქმე მანიჭებს სიხარულს? რისი კეთება მომწონს? რისი სწავლა მსურს? რა არის ჩემი „დრაივი“? რას ვაკეთებ ენთუზიაზმით?
ჩამოწერეთ ოთხი დავალება თქვენთვის. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ დაისახეთ მიზნად ყოველ კვირას, თქვენთვის მოსაწონი, თითო ახალი საქმის გაკეთება, მანამ სანამ არ დაგიგროვდებათ ოთხი. მხოლოდ ასეთი კი არა: „მე მიყვარს დივანზე წოლა, ტელევიზორის ყურება და ლუდის წრუპვა, მე ასე ვცხოვრობ და ამაშია ჩემი დანიშნულება“. ეს დანიშნულების ძებნა კი არა დეპრესიაა.
3.გაიხსენეთ რისი კეთება გიყვარდათ ბავშვობაში. ეს მოგონებებია საჭიროა იმისთვის, რომ შეავსოთ თქვენი ცხოვრება რაღაც ახლით. ჩაინიშნეთ ოთხი მოგონება.
4.რას მსურს მივაღწიო? რა მსურს მე ყველაზე მეტად ცხოვრებისგან? და რისთვის? ან მე რომ სულ ასე ვიცხოვრო, როგორც ეხლა ვცხოვრობ, რას ვინანებ სიბერეში? მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლე რომ გქონდეთ დარჩენილი, რას გააკეთებდი?“
5.ვინ მოგწონთ ? ვისით ხართ აღფრთოვანებულნი?
გაიხსენეთ ოთხი ადამიანი, ვისითაც თქვენ ხარ აღფრთოვანებულნი, განსაღვრეთ რა გააკეთეს მათ ასეთი ღირებული?
6.რით დაკავდებოდით, რომ ყოფილიყავით მატერიალურ შემოსავლით უზრუნველყოფილნი?
ფულზე რომ არ მეფიქრა იმ შემთხვევაში მე……
თითქმის ყველა ვისაც ვეკითხები ასე მპასუხობენ:
–გავერთობოდი.
–ვიმოგზაურებდი.
–ვიყიდიდი….
და მერე? როცა მომბეზრდება ნაყინის ჭამა, მერე რას გავაკეთებდი? ან სხვა გვარად, როგორ ცხოვრებას შევიქმნიდი? როგორი ადამიანი ვიქნებოდი?
7.იპოვეთ საერთო.
მე-2დან მე-6ე პუნქტამდე თქვენ უკვე ოთხი რამ ჩაინიშნეთ. ეხლა კი იპოვეთ საერთო, რაც მათ აკავშირებს და თუ იპოვით, სწორედ ეს არის თქვენი დანიშნულება.