საშუალება მიეცით წარსულს საკუთარი თავის დასამარხად. გაემიჯნეთ გუშინდელ დღეს, რომელმაც ბევრ ადამიანს სიკვდილისკენ გზა შეუმსუბუქა. ხვალინდელ საზრუნავთა ტვირთი გუშინდელ და დღევანდელ საზრუნავთან ერთად, ყველაზე ძლიერებსაც კი აბეჩავებს.
ეს სიტყვები დაწერა სახელგანთქმულმა ინდოელმა დრამატურგმა კალიდასამ: “შეხედე ამ დღეს! მასში ხომ თვით ცხოვრების არსია. მის მოკლე მონაკვეთში ძევს ჩვენი არსებობის მთელი სიმართლე და აზრი: ზრდის ნეტარება, მოქმედების მშვენიერება, მიღწევის სიდიადე. გუშინდელი დღე ხომ მხოლოდ სიზმარია, ხვალინდელი დღე კი მხოლოდ ბუნდოვანი ხედვა. თუ დღევნდელი დღე კარგად იცხოვრე, მაშინ გუშინდელი დღე ბედნიერ სიზმრად მოგეჩვენება, ყოველი ხვალინდელი დღე კი იმედის ხედვად. მაშ, მოდით დღევანდელი დღით ვიცხოვროთ.
წარსულს და მომავალს ტიხრებით გაემიჯნეთ. იცხოვრეთ დღევანდელი დღის საქმეებით. დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები და ჩაიწერეთ მათზე პასუხები:
1. ხშირად ვწუხვარ მომავალზე, ნეტა ხომ არ ვოცნებობ ვარდებით მოფენილ ჯადოსნურ ბაღზე სადღაც შორს, ჰორიზონტს მიღმა?
2. დროდადრო აწმყოს ხომ არ ვშხამავ წარსულში დიდი ხნის წინ მომხდარით, რომელიც არასოდეს დაბრუნდება?
3. ვდგები თუ არა დილით “დღის მოტაცების” 24 საათში შესაძლებლობის მაქსიმუმის გაკეთების განზრახვით?
4. შეიძლება თუ არა უკეთ ვიგრძნო თავი, თუ ერთი დღის საქმეებით ვიცხოვრებ?
5. როდის დავიწყებ ამ წესის შესრულებას? მომდევნო კვირიდან? ხვალ? დღეს?
როცა აზრობრივად ვაიძულებთ საკუთარ თავს ყველაზე უარესის მიღებას, ჩვენ ამით გამოვრიცხავთ ბუნდოვან შიშებს და ვიღებთ პრობლემის გადაჭრაზე კონცენტრირების შესაძლებლობას.
მოამზადა მარიამ გვილავამ