თვითღირებულება გაძლევთ საშუალებას ირწმუნოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ. გაძლევთ რწმენას, რომ ურთიერთობთ საზოგადოებასთან ეფექტურად და იმსახურებთ სავსე ცხოვრებას.
ნაბიჯი 1:
ასწიეთ თავი მაღლა – თქვენ როგორც აღიქვამთ თქვენს თავს, რასაც საუბრობთ და ფიქრობთ საკუთარ თავზე, საბოლოოდ გამოდის რეალობა. ადამიანებიც თქვენს ირგვლივ გრძნობენ თუ რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი თავის მიმართ და ასევე გეპყრობიან. სწორად შეაფასეთ და დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. არც გადამეტებული შეფასებაა ჯანსაღი. შეეცადეთ მაქსიმალურად სწორად დაინახოთ საკუთარი თავი, საკუთარი უნარები და შესაძლებლობები და იამაყოთ ამით.
ნაბიჯი 2:
ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული – აქაც არის საშიშროება, რომ ეს ეგოცენტრიზმსა და ნარცისიზმში გადავიდეს. ბალანსის დაცვით თქვენ მიაგნებთ წერტილს, რაც არის ნამდვილად საკუთარი თავის მიღება და სიყვარული. ეს ნიშნავს იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი. ეს არ ნიშნავს 24 საათი საკუთარი თავის ქებას. ეს არის საკუთარი თავის მიმართ ტოლერანტობა, მიღება საკუთარი შეხედულებებისა და ზრუნვა საკუთარ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. ნებისმიერი დამოკიდებულება, იქნება ეს ალკოჰოლი, საკვები, ინტერნეტი თუ აზარტული თამაშები მიუთითებს, რომ თქვენ არ მეგობრობთ თქვენს თავთან, არ გიყვართ ის და ნაკლებად უსმენთ მას.
ნაბიჯი 3:
უსმინეთ თქვენს გრძნობებს – თვითღირებულება გულისხმობს, რომ თქვენ გესმით საკუთარი გრძნობების და მისი გავლით პასუხობთ სხვის გრძნობებს. თვითღირებულება იკლებს, როდესაც ვერ ასრულებთ საკუთარ სურვილებს, როდესაც სხვა იღებს თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს. და თუ შემთხვევით ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას თქვენს გარეშე იღებდნენ ქრებიან, თქვენ რჩებით მარტოსული და დაბნეული.
ნაბიჯი 4:
გააანალიზეთ საკუთარი თავი – ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ კულტურაში, სადაც ადამიანები მიჩვეულები არიან შეფასებებს. ამის გამო ხშირად თქვენ ელოდებით სხვის შეფასებას. არ არის აუცილებელი დაელოდოთ სხვის აზრს. გაუკეთეთ საკუთარ თავს ანალიზი თავად და იქონიეთ საკუთარი თვითშეფასება. დაუსვით საკუთარ თავს სხვადასხვა კითხვები. მაგალითად:
•რა გამოცდილება მაქვს? რამდენად გამზარდა ამ გამოცდილებამ?
•რა უნარები გამაჩნია? ჩამოწერეთ პირველი ხუთი.
•რაში მაქვს ნიჭი? რომელი ნიჭი მინდა განვავითარო?
•რაშია ჩემი სიძლიერე?( მოეშვით საკუთარ ნაკლოვანებებს, ალბათ ამაზე იმდენს ფიქრობთ. გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები.)
•რა მინდა ვაკეთო ჩემი სიცოცხლის მანძილზე? ვაკეთებ ამას ახლა? თუ არა, რატომ?
•კმაყოფილი ვარ საკუთარი ჯანმრთელობით? თუ არა, რატომ? რა შემიძლია გავაკეთო ჩემი თავისთვის, რომ უფრო ჯანმრთელი გავხდე?
•რა მაგრძნობინებს თავს სავსედ? რამდენად ვაკეთებ ან რამდენად ხშირად ვაკეთებ ამას?
ნაბიჯი 5:
შეწყვიტეთ ააგოთ თვითღირებულება სხვა ადამიანების მიხედვით – როგორც კი დაიწყებთ გახდეთ ისეთი, როგორიც მოსწონს სხვა ადამიანს/ადამიანებს, ჩათვალეთ თქვენ დაკარგავთ თვით–ღირებულებას. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ასე ცხოვრობს.
სწავლობენ იმას, რაც პოპულარულია, ისეთ კარიერას ირჩევენ, რაც პრესტიჟულია ან რაც ურჩიეს. ან შეიძლება რაც ამართლებს მისი მშობლებისა და ახლობლების მოლოდინებს. სხვა ადამიანები წყვეტენ მის მაგივრად თუ სად იცხოვროს და რამდენი შვილი ჰყავდეს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პარტნიორი, მშობელი, მედია თუ საზოგადოებრივი აზრი. ადამიანები ცდილობენ ასიამოვნონ სამყაროს, საკუთარი სურვილების დათმობის ხარჯზე. რატომ? ეს მათ თავიდან აცილებს განაწყენებას, აგრესიას. ადამიანებისგან იღებს კეთილგანწყობასა და დადებით შეფასებებს.
თვით–ღირებულების მქონე ადამიანები კი გამოთქვამენ საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებს და ამის მიხედვით მოქმედებენ. თუმცა ისმენენ სხვა ადამიანების მოსაზრებებსაც, საიდანაც შესაძლოა რაიმე შესაბამისი შეთავაზება მიიღონ.
ნაბიჯი 6:
აწარმოეთ გასაკეთებელი საქმეების დღიური – ადამიანები ქაოსურად აკეთებენ შესასრულებელ ამოცანებს და შემდეგ ავიწყდებათ რა გააკეთეს. ჩამოწერეთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად თქვენი მსხვილი და წვრილი გეგმები. გააკეთეთ შეჯამება კვირის ბოლოს ან დღის ბოლოს და ნახეთ თუ რამდენი საქმე გაქვთ გაკეთებული. ეს გაზრდის საკუთარი კომპეტენტურობის გრძნობას. გაგხდით თავდაჯერებულს და გაზრდის საკუთარი თავის ღირებულების შეგრძნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია სავსე ცხოვრებისთვის.
გადადგით ნაბიჯი საკუთარი თავისკენ. უსმინეთ მას, იმეგობრეთ და შეიყვარეთ ის ისეთი, როგორიც არის, რომ აუმაღლდეს თვითღირებულების შეგრძნება და მიეცეს განვითარების საშუალება.