Skip to content

რობინ შარმა: როგორ განსაზღვრავ წარმატებას?

ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით, მაგალითად საკუთარი მეზობლების. ბევრი ჩვენგანი საკუთარ მომავალს წარმატების იმ განსაზღვრებაზე ამყარებს, რომელიც საზოგადოებამ და მედიამ მოგვყიდა. ძალიან კარგია თუ შენ გააზრებულად ცხოვრობ ამ შედხედულებებით, მაგრამ იქნებ სინამდვილეში სხვა ღირებულებები და პრიორიტეტები გაქვს? და იქნებ წარმატება, რომლის მიღწევასაც ცდილობ  სულ სხვა რამეა, შეიძლება იმაზე ნაკლები რამ გჭირდება ბედნიერებისთვის, ვიდრე შენ წარმოგიდგენია?

მოდით, უბრალოდ 60 წუთის განმავლობაში დავაკვირდეთ, თუ რაში ხარჯავთ თქვენს მენტალურ ფოკუსს და ფიზიკურ ენერგიას. დროს იყენებთ იმაში, რაც მნიშვნელოვანია და მართლა გამოგადგებათ წინსვლაში? თუ უაზრო მიზნებს ჩაჰკირკიტებთ და მოუცლელი ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ დაკავებული ხართ იმით, რაც არ გჭირდებათ?

ცხოვრების უაზროდ გაფლანგვაა ნამდვილი ტრაგედია. ბევრი ჩვენგანი დროს კი უაზროდ ფლანგავს ისეთ საქმიანობაზე, რომელიც რეალობიდან უბრალოდ გაქცევაა.

ჩემი აზრით, წარმატება არ არის მხოლოდ ფულის გამომუშავება და სოციალურ კიბეზე ზემოთ ასვლა. ფული ნამდვილად დიდ როლს თამაშობს, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც შემდეგ ფაქტორებზე დაკვირვებაა:

• პიროვნული განვითარება;

• ოჯახური ურთიერთობები;

• საკუთარი სამუშაოს უმაღლეს დონეზე შესრულება;

• ფენომენალური ცხოვრების სტილის შექმნა;

• გამოიყენო საკუთარი ცხოვრება განსხვავებული ღირებულებების შესაქმნელად;

ეს უკანასკნელი ყველაზე მთავარია. ნამდვილად უნდა მიყვეთ საკუთარ ოცნებებს და დაიპყროთ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალები, მაგრამ უნდა გახსოვდეთ: დიდება იმ შემთხვევაში მოდის, თუ იმაზე დიდი მიზნით ცხოვრობ, ვიდრე შენ თვითონ ხარ. მსოფლიო იმაზე მეტი უნდა გახადო, ვიდრე შენამდე იყო.