facebook_ზე მომრავლდა ამ თემატიკის გვერდები. თვალშიც ხშირად მხვდება და ვათვალიერებ კიდეც. მინდა გავერკვე ამ ადამიანების მოტივაციაში, მიზანში. საერთოდ რისთვის არის საჭირო ასეთი რამ? ვხვდები მხოლოდ იმას, რომ ამ ადამიანებსაც თავისუფლება უნდათ. რელიგია ბოჭვაა, შეზღუდვებია. ეს ყველაფერი იმდენად დამღლელია და პასუხისმგებლობის დამაკისრებელი, რომ გულახდილად რომ ვთქვა, ჩემი ცოდვების შემყურეს მეშინია ეკლესიაში მისვლის და მღვდელთან დალაპარაკების. ჩემს ცოდვებს თავი დავანებოთ და იმათსას მივუბრუნდეთ ვისაც ცოდვისაც კი არ ჯერა. მაშ ასე, რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს? ავღნიშნეთ, რომ თავისუფლება უნდათ. მაგრამ რისი თავისუფლება??? აზრის? სიტყვის? გონების? სურთ ცხოვრებას წმინდა გონების კრიტიკით მიუდგნენ და ჭეშმარიტება ისე აღმოაჩინონ? მგონი, რომ აღმოჩენას მხოლოდ სხვისი სისუსტეებისას ცდილობენ, რათა მათი წინ წამოწევით საკუთარებ სისუსტეებს საფარი გაუკეთონ. აზრის თავისუფლება ნამდვილად არ ჭირდებათ ამ ადამიანებს. რაც მათ ჭირდებათ მეც ძალიან მჭირდება. ნეტავ საერთოდაც არ არსებობდეს ეს დამპალი მორალი…
რა დამღლელია მუდმივად პასუხს აგებდე იმის გამო რაც გსიამოვნებს… ანდა რა კარგი იქნებოდა ყველაფრის კეთების უფლება გქონდეს და ამას არაფერი აკონტროლებდეს, არაფერი უშლიდეს ხელს… მაგრამ, არის ერთი მაგრამ! შენ თუ გექნება ყველაფრის კეთების უფლება, სხვასაც ექნება. შენ თუ არ გექნება მორალი, არც სხვას ექნება და აი მაშინ კანიბალებსაც ნუ გაამოტყუნებთ: რატომ იფიქრა რომ ჩემი *ფეხი* გემრიელი იქნებოდაო. უმეტეს შემთხვევაში ხომ სწორედ ეს *ფეხია* ჩვენი მორალთან უთანხმოების მიზეზი.
კარგით კარგით დავანებოთ თავი ამ მორალს… უკვე მომაბეზრა მეც და მთელს სამყაროსაც თავი. მოდით რელიგიისგან განთავისუფლებულ მეცნიერებს მივუბრუნდეთ.
გაინტერესებთ თქვენ თუ მოახერხეთ რელიგიისგან განთავისუფლება? ვერა! ვერანაირად! თავისუფალნი ისინი იყვნენ. რა აზრი აქვს ციხეში იჯდები და ციხის window_დან იოცნებებ თავისუფლებაზე, თუ სახლში მყოფი facebook_ის Window_ში მოძებნი მას? თავისუფლება რომელსაც არ იყენებ, თავისუფლების გარეშე ყოფნაზე უარესია. თქვენ რა იყენებთ? თავისუფალო ადამიანო, რელიგისაა და მორალისაგან თავისუფალო, გონება გახსნილო, შენ გენაცვალე ერთი კაცურად ამიხსენი რელიგიის წვლილი კაცობრიობის ცხოვრებაში. მე არ მაქვს ამ საკითხის განსჯის უფლება, რადგან რელიგიითა დაბინდულ-შებოჭილი ჩემი გონება. შენ კი შეგიძლია მითხრა, რომ ეს როლი ნულოვანია. მართლა? შენ რომ თავისუფლებას ეძებდი ალბათ ამ ფაქტორსაც გაითვალისწინებდი და გთხოვ განმანათლე, შენ თუ არა სხვამ ვიღამ უნდა იცოდეს?
მოკლედ რომ ვთქვათ და ჩემს შესაძლებლობებს ვერ გადავაჭარბო, იმ მეცნიერთა უმეტესობა, რომლებმაც თავისუფლება მოიპოვეს, თავისივე ნებით დაიბრუნეს მონობა! WTF? გაგიელვათ თავში. თქვენ ხომ ინტერნეტ სივრცეში შექმნილი ფრაზებით ცხოვრობთ და აზროვნებთ… მაშ ასე, რისთვის მოინდომეს რელიგიის მორჩილება თუკი საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით ყველა საზღვარი გადალახეს და უკიდეგანო სივრცეებს მისწვდნენ??? იმისთვის, რომ მათ ჭეშმარიტება იპოვეს და ჭკუა ეყოთ იმისთვის, რომ მისი ასოცირება ისევ და ისევ რელიგიასთან მოეხდინათ. თუმცა რა სისულელეებს ვლაპარაკობ! სად აინშტაინი და სად თქვენ…. ჯანდაბას რა აზრი აქვს … თქვენ ხომ სერიოზული ჩამოყალიბებული ადამიანები ხართ. ძალიან გევასებათ “გელა” “ტროოლი” ცოტა ხანში კიდევ შემოვა ახალი ხუმრობა 9გაგ-ი ან რამე მსგავსიდან და თვქენც გაგიხალისდებათ “თავისუფალი” ცხოვრება facebook-ში.
ბევრი ძალიან დიდი მეცნიერი ამბობდა რელიგიაზე უარს. ამას აკეთებდნენ შემდეგი მოსაზრებით: გონებაში, რომ რელიგიით დავაკავო ადგილი, იქიდან რაღაც უნდა დავთმო. ისინი აზრის თავისუფლებას ეძებდნენ საერთო საკაცობრიო პროგრესისათვის და მე არ გამიგია(არ წამიკითხავს) არც ერთი ეკლესიის წარმომადგენლისაგან (შუა საუკუნეების ინკვიზიციას და მათ გადმონაშთებს თუ არ ჩავთვლით) მეცნიერების კიცხვა იმის გამო რასაც ისინი აკეთებენ, თუმცა კი აზრთა სხვადასხვაობა აშკარაა. მოდურია თანაც საშინლად მოდური რელიგიის გაკიცხვა, დაცინვა დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში.
გამომგზავნი/ავტორი: ვახტანგ ბარამაშვილი (მისი პერსონალური ბლოგი)