Skip to content

რა ცლილებები ელოდება ადამიანის ინტელექტს ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად

შარშან, გაზეთმა The New York Times-მა მითიო კაკუ ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად დაასახელა.იაპონური წარმოშობის ამერიკელ ფიზიკოსს შავი ხვრელების შესწავლასა და სამყაროს დაჩქარებული გაფართოების შესახებ აქვს ჩატარებული კვლელევბი . ის თეორია string-ის დამფუძნებელია, რომელიც ფიზიკის ძირითად მოდელად იქნა მიჩნეული. მეცნიერის აქტივში 8 წიგნი-ბესტსელერი და მრავალი გადაცემათა ციკლი BBC და Discovery-ზე. მსოფლიოში სახელგანთქმული პედაგოგი, ის თეორიული ფიზიკის პროფესორია ნიუ იორკის უნივერსიტეტში .

გთავაზობთ მითიო კაკუს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მომავლის განათლება.

თქვენს წიგნში, “მომავლის ფიზიკა” თქვენ წერთ, რომ მალე განათლება დაეყრდნობა ინტერნეტ -ტექნოლოგიებს, გაჯეტებს, როგორიცაა Google Glasses . კიდევ რა გლობალური ცვლილებები იქნება სწავლის სფეროში?

-ყველაზე მთავარი – სწავლა აღარ დაეყრდნობა მახსოვრობას. ძალიან მალე, კომპიუტერები და სათვალეები Google Glass ტრასფორმირდება პაწაწინა ლინზებად. რომლებშიც იქნება საშუალება, ჩატვირთოთ საჭირო ინფორმაცია. უკვე არსებობს შევსებული რეალობის სათვალე , რომელსაც ასეთი ფუნქცია აქვს. ამიტომ, 1 ან 2 წელიწადში სკოლის მოსწავლეები უკვე მარტივად შეძლებენ მოძებნონ ინტერნეტში ინფორმაცია. საკმარისია, თვალი დაახამხამონ . ერთის მხრივ, აღარ იქნება საჭირო ტვინის გადატვირთვა არასაჭირო ცოდნით, რომელთა უდიდესი ნაწილი დავიწყებას ეძლევა ხოლმე. მეორეს მხრივ, ტვინის გონებრივი რეზერვი პერეორიენტაციას მოახდენს ფიქრის, ანალიზის, არგუმენტირების და საბოლოოდ სწორი გადაწყვ ეტილების მიღების უნარის განვითარებაზე.

ასეთ შემთხვევაში, თავისთავად აღარ იარსებებს გამოცდების, პედაგოგების და პედაგოგების საჭიროება ?

რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო ავტონომიურნი გავხდებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით საკუთარ ცხოვრებას. შესაბამისად, აღარ იქნება საჭირო რაიმე “მაკონტროლებელი ორგანო”. ხალხი დაიწყებს თვითგანათლებას, თან ისე, რომ რეალურად გააცნობიერონ, ზუსტად რა სახის ცოდნა სჭირდებათ. თუ კონსულტაცია გახდება აუცილებელი, ისისნი მას “ჭკვიანი” კედლის საშუალებით მიიღებენ. ძალიან ჩქარა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწყობილობები ყველგან იქნება განლაგებული. სახლებში, ოფისებში, ქუჩაში. საკმარისია მიუახლოვდე და უთხრა “მე მინდა ბიოლოგიის პროფესორთან დალაპარაკება” და იქვე, ეკრანზე გაჩნდება მეცნიერი, რომელიც მოგცემთ საჭირო ინფორმაციას. ასეთი სისტემა მისაღები იქნება არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ მედიცინაში, იურისპრუდენციაში, დიზაინში, ფსიქოლოგიაში და ა.შ.რა თქმა უნდა, რეალური სპეციალისტები, ქირურგები საჭირო იქნებიან, მაგრამ უბრალო პრობლემებს ვირტუალურადაც გადაწყვეტთ.

შეძლებს ხალხი სწრაფად გადაერთოს თვითგანათლებაზე, ონლაინ-სწავლებაზე?

უკვე არსებობს უნივერსიტეტის ონლაინ კურსები. ეს მართლაც ბრწყინვალე იდეაა. მართალია ასეთ პროგრამებზე სწავლის მიტოვების დიდი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ სისტემა ჯერ დასახვეწია, ხალხი არ არის მიჩვეული ზედამხედველის გარეშე სწავლას, არ აქვთ მაღალი მოტივაცია. ონლაინ სისტემა ჯერ ახლა იქმნება. მისი კორექტირებაა საჭირო. თუმცა ის საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება . უნივერსიტეტები შენარჩუნდება, მაგრამ ეს იქნება უპირატესად ვირტუალური უმაღლესი სასწავლებლები. მათზე კი, ვინც ლექციებს დაესწრება, იტყვიან, რომ ისინი საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ თავისი განათლების კონსტრუირებას.

მიღებული განათლების დამადასტურებელ მოწმობად ახლა დიპლომი ითვლება. მომავალში როგორ უნდა დაადასტუროს სპეციალისტმა მისი კომპეტენტურობა?

დიპლომები მათი უსრგებლობის გამო გაქრება. ალათ, გაჩნდება სასერტიფიკაციო ცენტრები, სადაც სპეციალისტები კვალიფიციურ გამოცდებს ჩააბარებენ . აქ მათ კომპეტენციას განსაზღვრავენ. გამოცდის შედეგის მიხედვით ადამიანი მიიღებს, ან ვერ მიიღებს გარკვეულ თანამდებობას. დროთა განმავლობაში შემოიღებენ უნიფიცირებულ ქულათა სკალას. ქულათა რაოდენობა იქნება საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობის განმსაზღვრელი. შესაბამისად, უნივერსიტეტები იქნება ცოდნის მიმწოდებელი , თუმცა ამ ცოდნის შემფასებელი თავად აღარ იქნება.ევროპაში, ამერიკაში, კანადაში ძალიან პოპულარულია პორტოფილიოს სისტემა, როცა ადამიანი სწავლის პერიოდში აგროვებს სხვადასხვა დიპლომს, სერტიფიკატებს, მოწმობებს და მერე ამას წარუდგენს დამსაქმებელს. მომავალში დაგროვილი ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება იქნება განათლების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. ინფორმაციული ტექნოლოგიები კი გამჭვირვალეს გახდის ადამიანის რეალურ დამსახურებას.

უფროსებისგან შეგვიძლია ველოდოთ სწავლისადმი შეგნებულ მიდგომას, მაგრამ ბავშვებს როგორ ვაიძულებთ, თავისით მიიღონ განათლება მუდმივი კონროლის გარეშე ?

აქტიურად განვითარდება ბავშშვთა განათლების სერვისები. უახლოეს 10-15 წელიწადში ის, რასაც ახლა სისტემისგარეშე განათლებას უწოდებენ, უსაზღვრო გახდება. მაგალითად, იქნება ასეთი სერვისი -ონლაინ პედაგოგიკა. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვი მიმჯდარი იქნება მონიტორთან . მომავლის ქალაქები , რომლებიც სავსე იქნება ინფორმაციულ-კომუნიკაციური გადაწყვეტილებებით, თვითონ გახდებიან ახალი განათლების სისტემის აქტიური მონაწილენი . შეთავაზებული იქნება ბავშვთა დიდი გასართობები ,თამაშები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩატარდება რეალურ ქალაქურ, ან სპეციალურად მომზადებულ სივრცეში. სახელმძღვანელოები აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით ისე, რომ შეძლოს თითოეული კონკრეტული მოსწავლისათვის შეარჩიოს საჭირო ფოტო-ვიდეო დავალებები და სქემები . მიუხედავად მისი ასაკისა . იქნება ის 6 თუ 60 წლის. ასეთი რამ უკვე ძალიან ბევრია შემუშავებული და ნელ-ნელა ინერგება.

იმისათვის , რომ კარგი სპეციალისტი გამოხვიდე, დღესდღეობით საჭიროა გქონდეს ცოდნის ბაზა და გარკვეული გამოცდილება. მომავალში რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი წარმატებული გახდეს?

რეალური წარმატების მისაღწევად საჭიროა ისეთი თვისებების განვითარება, რაც რობოტებისთვის შეუძლებელია : კრეატიულობა, წარმოსახვა, ინიციატივა, ლიდერის თვისებები. საზოგადოება ნელ-ნელა საბაზრო ეკონომიკიდან ინტელექტუალურ-შემოქმედებითზე გადაერთო . ტყუილად არ ამბობს ტონი ბლერი, რომ ინგლისისთვის მეტი შემოსავალი როკენროლს მოაქვს, ვიდრე მის შახტებს. იმ ქვეყნებს , რომლებსაც შეუძლიათ სასაქონლო ბაზრის კოგნიტიურ-კრეატიული პოტენციალის დაბალანსება, დიდი შანსი აქვთ წარმატების. ქვეყნები, რომლებსაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის სჯერათ, დიდხანს ვერ გაატანენ, ისინი სიღატაკისთვის არიან განწირულნი.

ფუტუროლოგების აზრით, მალე სამუშაოს უდიდეს ნაწილს მანქანები შეასრულებან, ადამიანს რა რჩება ამ დროს?

ყველაზე შემოსავლიანი იქნება ბიოტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. მალე ფაბრიკებში ადამიანები აღარ იქნებიან საჭირო. სამაგიეროდ, უამრავი ახალი სპეციალობა გაჩნდება ინტელექტუალურ სფეროში. მთავარია, დროზე გააკეთო ორიენტაცია და დროზე გადაერთო სიახლეზე. უამრავი ადამიანის პრობლემა დღეს ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად რამის გაკეთება ისე, რომ ბრბოს არ უყურონ. წარმატებისთვის პირველი, რაც უნდა ისწავლოთ ისაა, რომ არ შეგეშინდეთ, თუ სხვას არ დაემსგავსებით. საკუთარ ცხოვრებაზე მთლიანი პასუხისმგებლობის აღების და ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფრის შეცვლის და ახალი გზით წასვლის არ უნდა შეგეშინდეთ.

დღეს მსოფლიოში დიდია უმუშევრობის დონე. განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეს მსოფლიო კრიზისის ბრალია, თუ განათლების სისტემის არაეფექტურობასაც მიუძღვის თავისი წვლილი?

მოქმედი განათლების სისტემა წარსულის სპეციალისტებს ამზადებს. ჩვენ მათ ვასწავლით იმისათვის, რომ ისინი წავიდნენ სამსახურებში, რომლებიც უკვე აღარ არსებობს. ისეთი ინტელექტუალურ ინსტრუმენტებით ვღჭურვავთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია არაეფექტურია. ამიტომაცაა ასეთი დიდი პროცენტი უმუშევრობის. რაში სჭირდება დამქირავებელს ახალ უმაღლესდამთავრებული კადრი. არც საჭირო ცოდნა და არც გამოცდილება მას არ აქვს. შედეგად, ძირითად წამყვან მსოფლიო კომპანიებში 50-60 წლის ადამიანები დომინირებენ. როცა პროგრესი იქამდე მივა, რომ ადამიანებმა 120 წლამდე იცოცხლონ, 60 წლის ადამიანი წყნარად გააგრძელებს ცოდნის მიღებას. ამიტომაც, დღეს განათლების სფეროს სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ ნ განათლების პროგრამებების კარდინალურ ცვლილებებზე, რათა მოარგონ ისინი მომავლის ტექნოლოგიებს.

მაგრამ ყველა ხომ არ არის ინტელექტუალური შრომის უნარით დაჯილდოვებული? სხვა რა უნარებით შეუძლია ადამიანს გადარჩენა რობოტების სამყაროში?

არცერთ მაღალგანვითარებულ ხელოვნურ ინტელექტს არ ძალუძს , მთლიანად ჩაანაცვლოს ადამიანი. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი უპირატესობა გვაქვს მანქანებთან შედარებით. მაგალითისთვის, რობოტებს არ შეუძლიათ ლოგიკური აზროვნება, არ აქვთ შეგრძნება, ინტუიცია. მათ არ შეუძლიათ ჩაანაცვლონ ფონდის ბროკერი, რომლისთვისაც მთავარი ინტელექტი კი არა ინტუიციაა. გადარჩებიან მებაღეები, მშენებლები, ფიზიკური შრომის მუშაკები, რომელთა სამუშაო კრეატივთანაა დაკავშირებული. მალე “მუშებს ” იმ ხალხს დაუძახებენ, ვისაც ახლა ინტელექტუალებად მიიჩნევენ: პროგრამისტებს, ვებდიზაინერებს, 3D პროექტის სპეციალისტებს. რა სამუშაოსაც არ უნდა ასრულებდეს ადამიანი, მას უნდა შეეძლოს ყველაფერს კრეატიულად მიუდგეს ცოცხალი წარმოსახვა , სწრაფი ორიენტირების უნარი და კარგად განვითარებული ინტუიცია უნდა ჰქონდეს.

ადამიანის ინტელექტს რა ვცლილებები ელოდება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად?

სავსებით რეალურია, რომ 2050 წლამდე შეიქმნება ზეგონება, რომელიც ადამიანის ყველაზე ბრწყინვალე გონებასაც გადააჭარბებს. პრაქტიკულად ყველა სფეროში. მაგალითად, ახლახან მეცნიერთა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა ევროპული პროექტის, Human Brain Projec ფარგლებში, 1 მილიარდი ინვესტიიით შექმნა ადამიანის ტვინის უნიკალური რუქა. Big Brain, რომელზეც 20 მიკრომეტრის სიზუსტით ასახულია ტვინის დეტალური სტრუქტურა. ასეთი ანატომიური ატლასი საშუალებას იძლევა, ნევროლოგებს და ნეიროქირურგებს დაეხმაროს დაავადებების განკურნებაში, არამედ საშუალებას იძლევა იმის დანახვის, თუ როგორ ამუშავებს ტვინი ემოციებს, იღებს ინფორმაციებს.ინფორმაციის მუდმივი მიმწოდებელი ტვინის ჩიპები უახლესი მომავლის ტექნოლოგიაა.

წყარო