Skip to content

რა სურთ ქალებს სინამდვილეში?

ახალგაზრდა მეფე არტური დაატყვევა მეზობელი სამეფოს მონარქმა. მას შეეძლო, უბრალოდ მოეკლა იგი, მაგრამ ახალგაზრდა მეფის პიროვნული თვისებებით მოხიბლულმა მონარქმა გადაწყვიტა, რომ მისთვის სიცოცხლე და თავისუფლება შეეთავაზებინა. მაგრამ იგი ამ ყველაფერს მაშინ მოიპოვებდა, თუ ამ ძალიან რთულ კითხვას გასცემდა კითხვას:
“რა სურთ ქალებს სინამდვილეში?”
მეფე არტურს მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა იმისათვის, რომ პასუხი მოეფიქრებინა და თუ ამ ვადის გასვლის შემდეგაც არ ექნებოდა პასუხი მოფიქრებული მას მოკლავდნენ.
“ალბათ, შეუძლებელია ამ კითხვაზე სწორი პასუხი გასცე”- გაიფიქრა მეფემ, თუმცა ვერაფერს იზამდა და მონარქის გამოწვევა მიიღო.
მან მთელი სამეფო შემოიარა, ყველა გამოკითხა, ყველა ჭკვიან და ცნობილ ადამიანს ესაუბრა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი მაინც ვერ მიიღო.
ბოლოს მას ურჩიეს, რომ ერთ ჯადოქართან მისულიყო და მისთვის დაესვა ეს შეკითხვა. თან გააფრთხილეს, რომ ამ კითხვაზე პასუხის მიღება ძალიან ძვირი დაუჯებოდა.
არტურს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა და ჯადოქართან მივიდა. პირველი რაზეც ჯადოქარმა ყურადღება გაამახვილა მისი პასუხის ფასი იყო. ჯადოქარმა მის სანაცვლოდ მოითხოვა, რომ არტურს იგი მის უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლ გავეინზე  დაექორწინებინა.
არტური დამწუხრდა. ჯადოქარი საშინლად გამოიყურებოდა. მას თეთრი თმა, დიდი ცხვირი და მხოლოდ ერთი კბილი ჰქონდა. მეფემ ჯადოქარს უთხრა, რომ მეგობრის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
გავეინმა, როდესაც ჯადოქრის წინადადების შესახებ გაიგო არტურს დასთანხმდა და უთხრა, რომ იგი თავისი მეფისა და მეგობრისათვის ამ მსხვერპლს უყოყმანოდ გაიღებდა.
ამ საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტით გახარებულმა ჯადოქარმა მეფე არტურს მის კითხვაზე პასუხი გასცა:
“ამ კითხვის პასუხი ძალზედ მარტივია: ქალებს სურთ, რომ პატივს სცემდნენ და აფასებდნენ მათ.”
მონარქი მეფის გაცემულმა პასუხმა დააკმაყოფილა და არტურს სიცოცხლე და თავისუფლება აჩუქა.
რაც შეეხება გავეინის და ჯადოქრის ქორწილს. აქ  კიდევ ერთი ძალიან კარგი სურპრიზი გელოდებათ:
გავეინი ძალიან შეგნებული და გაწონასწორებული კაცი იყო. ქორწილამდე მისი საცოლე ჯადოქარი საშინლად იქცეოდა, მისი საშინელი მანერები და გარეგნობა ირგვლივ ყველას აღიზიანებდა,თუმცა გავეინი წონასწორობას არ კარგავდა და ღიმილით ელოდებოდა ქორწილს.
ქორწილის ღამეც დადგა. გავეინი ცოტა არ იყოს და შეშინებული იყო იმ ფაქტით, რომ ეს ღამე მახინჯ ჯადოქართან უნდა გაეტარებინა. იგი ცუდი განწყობით შევიდა საძინებელ ოთახში, რადგან არ იცოდა, თუ რა სიურპრიზი ელოდა იქ.
მის ლოგინზე მთელს დედამიწაზე ყველაზე მშვენიერი ქალი იწვა. გავეინი შეცბა და ჰკითხა ჯადოქარს, თუ როგორ მოახერხა რომ ასე შეცვლილიყო. მშვენიერმა ქალბატონმა უპასუხა, რომ კეთილ და ერთგულ გავეინს შეეძლო დროის ერთი ნახევარი მშვენიერი ქალბატონი ჰყოლოდა, მეორე ნახევარი კი მახინჯი ჯადოქარი.
და მშვენიერი ჯადოქარი მას შეეკითხა:
როდის გინდა, რომ მშვენიერი ვიყო? მთელი დღის,თუ მთელი ღამის განმავლობაში?
რა სასტიკი შეკითხვაა არაა? ცოტა ძნელია პასუხი გასცე. მოდით მამაკაცები სანამ გავეინის პასუხს წაიკითხავდეთ აქ შეჩერდით, დაფიქრდით და თქვენი არჩევანი გააკეთეთ. (თქვენი პასუხით მიხვდებით, თუ რამდენად კარგად გესმით, სინამდვილეში რა სურთ ქალებს .
.
.
.
.
.
გავეინმა უპასუხა:
“მე შენ გაძლევ ამის გადაწყვეტის უფლებას. თავად გადაწყიტე, დღის რომელ ნახევარში იქნები მშვენიერი.”
ჯადოქარმა როდესაც ეს სიტყვები მოისმინა გავეინს უთხრა, რომ იგი მთელი ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა იმის გამო, რომ მან დააფასა იგი და პატივი სცა მის აზრს…