“მწერლები ხსნიან ჩვენს გულსა და გონებას, ისინი ჩვენს საკუთარ რუკას გვიდგენენ, რათა უფრო სანდოდ ვიმოგზაუროთ“
სამარადისო შეკითხვაა, თუ რა ზეგავლენა აქვს კითხვას ადამიანის სულზე და მასზე პასუხი საკმაოდ რთულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ კითხვაზე ტვინს არ იჭყლეტს უმარავი ადამიანი. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა კაფკას ჩინებული წერილი მისი ბავშვობის მეგობრისადმი , ამ სტატიაში კი მინდა გაგაცნოთ ლიტერატურის ის ოთხი ფსიქოლოგიური ფუნქცია, რომელიც ადამიანის სულს ასაზრდოებს:
1. კითხვა გინარჩუნებთ დროს
თითქოს დროის უაზრო კარგვაა, თუმცა ლიტერატურა უნიკალური დროის მზოგავია – კითხვის მეშვეობით შეგვიძლია განვიცადოთ და შევიგრძნოთ რიგი ემოციებისა და შემთხვევებისა რომელიც რეალურ ცხოვრებაში წლებს, საუკუნეებსა და ათასწლეულებს მოანდომებდა რომ მომხდარიყო. ლიტერატურა რეალობის უძლიერესი სიმულატორია – მანქანა, რომელიც უსასრულოდ მეტი სიტუაციის განცდის საშუალებას გაძლევს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში შეძლებდი.
2. ხდები უკეთესი
ლიტერატურა განახახებს საგნებსა და მოვლენებს სხვების თვალით. ის საშუალებას გვაძლევს რომ სხვების მაგალითზე საკუთარი ქმედებების შედეგები დავინახოთ, ასევე, ის სიკეთის, გულუხვობისა და თანაგრძნობის მაგალითია ჩვენთვის.
ლიტერატურა მტკიცედ ეწინააღმდეგება რომ მთავარი ფული და ძალაუფლებაა. მწერლები არ არიან ამ დომინანდტური სისტემის მომხრენი – ისინი თანაგრძნობით განგვაწყობენ ისეთი იდეებისა და გრძნობების მიმართ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ყოველდღიურ, კომერციულ, ცინიკურ სამყაროში იჩაგრება.
3. წიგნი მარტოობის წამალია
ჩვენ იმაზე მეტად უცნაურები ვართ ვიდრე ვაღიარებთ. ჩვენ ხშირად ვერ ვამბობთ,თუ რაზე ვფიქრობთ. წიგნებში კი ვპოულობთ განმარტებას, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ის მოვლენებს აღწერს მეტად რეალურად, ვიდრე ჩვეულებრივი დიალოგი გვაძლევს ამის საშუალებას. საუკეთესო წიგნებში აღმოვაჩენთ რომ ავტორი იმაზე უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ თვითონ ვიცნობთ საკუთარ თავებს – წიგნები პოულობენ საჭირო სიტყვებს ჩვენი შინაგანი ცხოვრების მყიფე, უცნაური და განსაკუთრებული გამოცდილებების გადმოსაცემად… მწერლები ხსნიან ჩვენს გულსა და გონებას, ისინი ჩვენს საკუთაარ რუკას გვიდგენენ, რათა უფრო სანდოდ ვიმოგზაუროთ, ნაკლები პარანოიითა და დევნით.
4. გამზადებს მარცხისათვის
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, ერთ-ერთი უდიდესი შიში არის მარცხი, იმედგაცრუება, გვეშინია რომ „ლუზერის“ იარლიყს მოგვაკრავენ. ყოველდღიურად, მედია გვიჩვენებს ასეთ ისტორიებს. საინტერესოა, რომ მრავალი ლიტერატურაც სწორედ მარცხზეა – რაღაცმხრივ, არაერთი კარგი ნოველა, პიესა თუ პოემა, ადამიანების იმედგაცრუებაზეა. წიგნი არასოდეს განსჯის ისე უხეშედ და ცალსახად როგორც მედია..
ლიტერატურა არაერთი მიზეზით იმსახურებს პატივს, თუმცა ყველაზე მნიშველოვანი ამ მიზეზთაგან არის ის, რომ გვეხმარება ვიცხოვროთ და მოვკვდეთ ცოტა მეტი სიბრძნით, გულკეთილობითა და საღი აზროვნებით.