Skip to content

რა ვქნათ, თუ სახლში ნაძვის ხისთვის ადგილი არ გვაქვს?

საახალწლო მორთულობას სახლში ყოველთვის სადღესასწაულო განწყობა მოაქვს და საშობაო ზღაპრის შეგრძნებას იწვევს. ყველაზე ტრადიციული დეკორი ფიჭვი ან ნაძვია, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ მცირე ზომის ოთახში ნაძვის ხისთვის ადგილი არ გვაქვს? ჩვენ რამდენიმე ალტერნატიულ გადაწყვეტას გთავაზობთ.

სამაგიდო კომპოზიციები

ეს შესაძლოა იყოს დიდი გამჭვირვალე ვაზა, საახალწლო სათამაშოებით და ნაძვის ტოტებით ან პატარა ნაძვი, რომელიც ერთიან კომპოზიციაში სახლის შესაფერისად იქნება შეღებილი. ყველა სახის სტატუა, გირლანდა, გირჩი და სანთელი განწყობას გვმატებს არანაკლებ, ვიდრე საჩუქრები.

111

ავეჯი

თაროები, წიგნის კარადები, სკამები – საზამთრო დეკორაციისთვის იდეალურია. თუ ადგილი არ გაქვთ, პატარა ხე დადგით ერთ-ერთ თაროზე. ამ დროს ყველაფერი დღესასწაულზე უნდა ლაპარაკობდეს. მორთეთ თაროები ფიფქებით, ბუშტებით და ლენტებით. სადღესასწაულო დეკორის შემადგენელ ნაწილად შესაძლოა იქცეს წიგნებიც, უბრალოდ შემოახვიეთ ჭრელი ან ერთფეროვანი გარეკანი.

222

ფანჯარა

მცირე სივრცეში მთავარია უბრალოება. ლანგარზე დალაგებული სანთლები „დათოვლილი“ გირჩებით, ფანჯრის რაფას ელეგანტურობას შესძენს. ნაძვის ტოტები ან საყვარელი ფოტო-ჩარჩო სათამაშოებით და ლენტებით, ფანჯარას საზეიმოს ხდის.

333

მოულოდნელი ადგილები

კედლები, კარები, კარადა – თქვენი ფანტაზიისთვის შესანიშნავ ტილოდ შეიძლება იქცეს. ფოტოების განლაგება ნაძვის ხის ფორმით დღესასწაულზე სასიამოვნო საუბრისთვის განგაწყობთ.

666

ჭაღი

მორთეთ ჭაღი ნაძვის ცარიელი ტოტებით. თოვლიანი ეფექტის შესაძენად, შესაძლებელია მათი თეთრად შეღებვა ან ხელოვნური თოვლის მოყრა ზემოდან. დაუმატეთ რამდენიმე ფარფატა სათამაშო და განათება კომპოზიციას განსაკუთრებულ შარმს შესძენს.

ახალი წლის დღესასწაულებს ბავშვობის სურნელი აქვთ. თუ ბავშვი გყავთ, მასთან ერთად მორთეთ ნაძვის ხე. ამისთვის გამოდგება პრაქტიკულად ყველაფერი: ქაღალდი, მორჩები, ლენტები, ბავშვური ნახატები.

555