ვინ ჩაითვლება ნამდვილ ევროპელად? რა ჩაითვლება ევროპულ ფასეულობად? რა წარმოადგენს ხიდს საქართველოსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის?
როცა ევროპულ ღირებულებებზე ვიწყებ მსჯელობას მას განვიხილავ როგორც ერთიანობის იდეას და ცივილიზაციის კერას.
ჩვენ ქართველები უძველესი ერი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენს თავზე ფრიალებს დროშა სიტყვებით ‘’თავისუფლება’’. თითქოს ამ სტატუსისათვის ბრძოლამ ერთ ადგილზე გაგვყინა და გაახუნა ჩვენი ფერები რუკაზე.
პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გადავდგით ევროპისკენ. შეიძლება საწყისად იბერია-რომის ურთიერთობები ავიღოთ, სწორედ ამ უთიერთობების წყალობით გახდა იბერია ცნობილი ევროპაში. ჯერ კიდე ჩვენს წელთაღრიცხვამე იმპერატორმა ანტონიუსმა ფარსმან ქველს უმასპინძლა და მისი ბიუსტი რომის ცენტრში დადგა როგორც სიმბოლო იბერიელთა სიძლიერისა. მეცნიერისა და დიპლომატის სულხან-საბას დიპლომატიური მისიაც სწორედ საქართველოს ევროპული საგარეო პოლიტიკის გამყარება გახლდათ. ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ქართველები თავისი არსებობის განმავლობაში მუდამ ცდილობდნენ ეცროპული კედლიდის გარღვევას და მთავარ ხიდს ქრისტიანობა წარმოადგენდა. ქართველები მართლმადიდებელი რელიგიის მქადაგებლები და მისთვის თავშეწირული ერი ვართ, როგორც ილიამ თქვა ‘’ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის’’ რაც მოწმობს ქართველი ხალხის მტკიცე რწმენას. ევროპაშიც რელიგიას დიდი ადგილი უჭირავს , ამ მხრივ იგი მრავალფეროვანია და უამრავ აღმსარებლობას იტევს, რაშიც იხატება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ტოლერანტობა. შემწყნარებლობა ევროპული ოჯახის ძირითადი მახასიათებელია. ასე რომ სარწმუნოების ასეთი თავისუფლება ივროპელობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადენს.
ქართველები მუდამ ვიბრძოდით რათა ვყოფილიყავით ის რაც ვართ. ჩვენი პატრიოტული სულისკვეთება იმდენად დიდი იყო რომ გავუძელით უსაზღვრო ტკივილს. მუდამ ბრძოლაში ჩაბმულებს მოდუნების უფლება არ გვქონია, რათა არ დაგვეკარგა ის რაც დღეს გაგვაჩნია და გამოფხიზლებულებს სრულიად სხვა რეალობა დაგვიდგა თვალწინ. მონობის უღლის გადაგდების შემდეგ ევროპას უნდა ავუწყოთ ფეხი,ახლა რკინის იარაღი დავყარეთ და ხელში კანონთა კრებული დავიჭირეთ, ამასთანავე მყარი პოლიტიკური გეზი ავიღეთ ევროპისაკენ.
ქვეყნების წარმატების საწინდარი და სახელმწიფოს დასაყრდენი დემოკრატია ევროპიდან იღებს სათავეს. საქართველოში კი პირზე სალბუნ აკრულ საზოგადოებას თითქოს მხსნელად ევლინება იგი.
სიტყვის თავისუფლება ეს ჩემი , შენი და მთელი სამყაროს უფლებაა, რომლის დარღვევას ევროპა არ დაუშვებს.
ევროპელთა ფერთა პალიტრა აჭრელებულია მრავალი ფერით. იმდენი რამ აქვთ ნანახი ახლა ინდივიდუალიზმი აკვირვებთ და ამ მხრივ ჩვენ ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია მათთვის. ქართველები ვისწრაფვით მისკენ არა იმიტომ რომ ამოვწურეთ საკუთარი პოტენციალი , არამედ ვდგამთ ნაბიჯებს წინ რათა შევავსოთ ცარიელი ადგილები და შევითვისოთ ინოვაციები. უფალი ადამიანს ცარიელ ადგილებს უტოვებს რათა მან თავად შეავსოს იგი.
მთავარ ევროპულ ფასეულობებად მიმაჩნია ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი. მათ წინა პლანზე დააყენეს ადამიანი და მისი პიროვნული ღირსებები . ჩვენც სრული თავისუფლების ფარგლებში შეგვიძლია გამოვავლინოთ ჩვენი პიროვნული ღირსებები. ევროპა პატივს სცემს სექსუალურ უმცირესობებს თუმცა ქართველებისთვის, სადაც ძირითად ღირებულებად ტრადიციები მოიაზრება ეს სოდომია.
ჩემთვის ევროპა განიხილება როგორც განათლების კერა, რადგან სწორედ ინტელექტმა დაუდო საფუძველი მის ასეთ აღზევებას. მათ ჰყავდათ დიდი ამოაზროვნეები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო აზოვნება, მათ საფუძვალი ჩაუყარეს ცივილიზაციას, გვაზიარეს ინოვაციებს და სწორედ ‘’ევროპული გონებიდან’’ მოდის მათი უნიკალურობა, თუმცა ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაზე სახლობდნენ პირველი ევროპელები , ზეზვა და მზია, რომელთა აგებულება მეცნიერებმა შეისწავლეს და დაადგინეს რომ დმანისის ნაქალაქარში აღმოჩენილი თავის ქალები ანალოგია პირველი ევროპელი ადამიანებისა ანუ სწორედ აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი.
ცივილიზაცია ისეთი ძალით გვიზიდავს რომ ქართულ ტრადიციებზე საუბარი ხშირად სირცხვილადაც აღიქმება თუმცა როგორც მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს ‘’ ჩვენი სტერეოტიპული აზროვნების გამო სულ გვეშინია, რომ მნიშვნელოვან ფასეულობებს დავკარგავთ. სინამდვილეში პირიქითაა. ევროპაში ვინც მოინდომა მშვენივრად შეუთავსა თავისი ტადიციები თანამედროვეობას. მათ ტრადიციებიდან ისეთი ფასეულობები აიღეს რომელიც აუცილებელია თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისთვის’’.
ჩემი აზრით კი პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი ეროვნული ღირსება უნდა დააფასოთ, როცა ვისწავლით ჩვენი ქვეყნის ფასს მაშინ დაგვაფასებს ევროპაც ვინაიდან ‘’აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა’’.
დღესღეობით კი წარსულში დაწყებული ურთიერთობა ევროკავშირსა და სხვა ევროპულ გაერთიანებებთან საქართველოს ძირითადი დასაყრდენია ევროპულ ოჯახში შესასვლელად.~
ჩემი ევროპული მომავალი კი მესახება იმ სახელმწიფოზე დაყრდნობით, რომლის ძირითად ძალას მტკიცე, გონიერი და ერთიანი საზოგადოება წარმოადგენს. საზოგადოება, რომელსაც არ ეშინია ინოვაციების, რომელიც გარს შემორტყმული მრავალფეროვნების მიუხედავად შეინარჩუნებს ინდივიდუალიზმს და ამასთანავე გახდება დიდი ოჯახის ნაწილი.
ავტორი: ანუკი ოსეფაშვილი